გიორგი ოკრიბელაშვილი: მივმართავ ემიგრაციას, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება, დისტანციური არჩევნების მოთხოვნით

ქართული დიასპორის სავაჭრო- სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ემიგრაციას მიმართავს და გამოდის ინიციატივით, დაიწყონ ხელომწერების შეგროვება, რათა ახალ პარლამენტში შევიდეს მოთხოვნა დისტანციურ არჩევენბზე.

როგორც გიორგი ოკრიბელაშვილი გადაცემა “ რეაქციაში“ ამბობს, “ქვეყანას მანამდე არ ეშველება არაფერი, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემის უფლება“.

მივმართავ ემიგრაციას, სასწრაფოდ დავიწყოთ პეტიციების და ხელმოწერების შეგროვება, იმიტომ რომ ახალ პარლამენტში შევიდეს მოთხოვნა დისტანციურ არჩევნებზე. ქვეყანას მანამდე არ ეშველება არაფერი, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემის უფლება, ის ვალდებული არ გახდება ხმის მისაცემად.

“ოცნებას“ მხარს იმიტომ აღარ ვუჭერ, რომ იქ ის ხალხი აღარაა, ვისთან ერთადაც ვიბრძოლე. მნიშვნელოვანია მისვლა არჩევნებზე, ვისაც გინდა მიეცით ხმა, მაგრამ მიდი არჩევნებზე, აუცილებლად, – განაცხადა ოკრიბელაშვილმა.