გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე განაჩენის გამოცხადება 3 თებერლისთვის გადაიდო.
საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესაძლებლობა ექნებათ.
“სასამართლომ ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ოკმელაშვილი უდანაშაულოა. [..]
ვერ გეტყვით მოსამართლემ რამდენჯერ შეიძლება გადადოს, ფაქტია, რომ მას ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე უჭირს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა”, – განაცხადა ოკმელაშვილის ადვოკატმა.
15 იანვარს, გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ოკმელაშვილისთვის მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა.
გიორგი ოკმელაშვილი 2024 მაისში რუსული კანონის ერთ-ერთ საპროტესტო აქცაზე დააკავეს.
