გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მან მხარეებს შესაძლებლობა მისცა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოონ.
გელაშვილის თქმით, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებები უდავოდ არის მიჩნეული, რაც მხარეთა შორის მოლაპარაკებების საფუძველი და მიზეზი შეიძლება იყოს.
მოსამართლის თქმით, ისე რომ, არც ბრალდებულის და არც სახელმწიფოს ინტერესი არ დაზიანდეს, სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდება.
ბრალდებულ ოკმელაშვილის კითხვაზე, თუ რას მოითხოვს მისგან პროკურატურა, მოსამართლემ უპასუხა, რომ ეს სხდომათა დარბაზში გასარკვევი არაა.
მხარეებმა დღეს რეპლიკებით ისარგებლეს.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.
დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე