გიორგი ნაზღაიძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

გადაცემა “სარკასტიკას” ერთ-ერთი წამყვანი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილისა და ყოფილი მოდელის ლიანა (ლიკა) შენგელიას სისხლის სამართლის საქმის გამო.

ტელეწამყვანის ინფორმაციითვე, სალომე გოგიაშვილი მათი გასართობის გადაცემის მომდევნო სტუმარია. ნაზღაიძე არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვაზე სწორედ ამას უკავშირდება.

როგორც სოცქსელებში ლიკა შენგელიას გვერდებიდან ირკვევა, მან დღეს პროკურატურას მიმართა განცხადებით, თუმცა უცნობია გამოკითხვის შინაარსი.

“მე თვითონ მეცინება ამ ყველაფერზე, თუმცა საინტერესოა, რა იქნება… ვერ გავიგე, ამ ამბავში მე რა შუაში ვარ” – თქვა ნაზღაიძემ.
🔻 ლიკა შენგელიამ 2025 წლის 10 აგვისტოს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დასდო ბრალი. მან დაწერა, რომ გოგიაშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რაც, მისი თქმით, იმდენად მძიმე იყო, რომ გონებაც კი დაკარგა. შენგელიას Facebook-პოსტის პასუხად გოგიაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში ჩივილს აპირებდა, მოგვიანებით კი საჩივარი პოლიციაში შეიტანა