გიორგი მსხილაძე – „ქართული ქარტია“ დარიგებული აქვთ პარტიებს და დროც არის იმისთვის, რომ გაეცნონ, ქარტიას შემოუერთდნენ ან საკუთარ შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან

„ქართული ქარტია“ დარიგებული აქვთ პარტიებს და დროც არის იმისთვის, რომ პარტიები გაეცნონ, ქარტიას შემოუერთდნენ ან საკუთარ შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით დეტალურად მას შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი, რაც პარტიები პრეზიდენტს საკუთარ პოზიციას გაუზიარებენ.
„ეს არის პრეზიდენტის ახლი ინიციატივა, რომელიც გუშინ გააჟღერა. აღნიშნული ქარტია დარიგებული აქვთ პარტიებს და დროც არის იმისთვის, რომ პარტიები გაეცნონ, ქარტიას შემოუერთდნენ ან საკუთარ შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან. პრეზიდენტის ინიციატივაზე ვერ ვისაუბრებ ფართოდ, რამდენიმე დღეში დეტალურად გვეცოდინება პარტიების პოზიცია და შესაბამისად, მერე უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.
დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ასევე, თავისი არსითა და სულისკვეთებით ემსახურება მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ქარტიით გათვალისწინებულ ნაბიჯებს შორის არის, „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება; ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.
ქარტიაზე ხელისმომწერნი, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მანდატს მიიღებენ, იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, შესრულებისთანავე კი მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ამასთან, პრეზიდენტ ს განცხადებით, თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას