პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, იურიდიულად უშიშროების საბჭოს მონაცვლე 2013 წლიდან საქართველოს მთავრობაა, შესაბამისად, „გრიფით საიდუმლო“ მასალებთან დაკავშირებით უნდა მიმართონ მთავრობას.
ამით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას.
„პრეზიდენტის მიმართ ბოლო დროს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მან მოხსნას ეროვნული უშიშროების საბჭოს გრიფით “საიდუმლო” მასალებს. ეროვნული უშიშროების საბჭო 2013 წლიდან არ ფუნქციონირებს და მისი იურიდიული უფლება მონაცვლე გახლავთ საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოში შენახული დოკუმენტაცია ინახება საქართველოს მთავრობაში, შესაბამისად, ყველა დოკუმენტაციის გასაიდუმლოებაზე უნდა მიმართოთ საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა მსხილაძემ.
ინფორმაციისათვის, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება, საქართველოს სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმე უწოდა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გრიფით “საიდუმლო” მოხსნას ხარჯებს, რომელიც ამ პროცესს მყისიერად დაასრულებს.