გიორგი მსხილაძე – პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა – ის ანტიევროპული, ანტიქართულია და მაშასადამე, რუსული – ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, მათ შეიძლება გამოიყენონ სიტყვა „იმიტომ“!

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების პლენარულ სხდომაზე წარდგენისას განმარტა, თუ რატომ სიტყვა „იმიტომ“ იმის არგუმენტად, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება.
ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა დავიწყო „რატომ? – იმიტომ?“ – ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციისა და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩენთ ისე, რომ, თითქოს, აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ „იმიტომ!“.
ახლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენს ვეტოში. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა, შეუძლებელი იყო, რადგან კანონი სრულად, თავიდან ბოლომდე, იყო ანტიკონსტიტუციური, მათ შორის ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროინტეგრაციის მიზანს – არის ანტიევროპული, ანტიქართული და მაშასადამე, რუსული. ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, მათ შეიძლება გამოიყენონ სიტყვა, „იმიტომ!“- განაცხადა მსხილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც