გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

„ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და, შესაბამისად, ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.
„ლიონის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი „ლე ავრთან“ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა. თუმცა დარჩენილ მცირე დროში თამაში შემოატრიალა.
გიორგი მიქაუტაძემ ამ მცირე დროში ანგარიშზე 1 გოლი და 2 ასისტი ჩაიწერა: შესვლიდან ორ წუთში მალიკ ფოფანას გაატანინა, 6 წუთში თავად გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი მისი გადაცემით ტიაგო ალმადამ (90+7) დააფიქსირა და „ლიონს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა მიქაუტაძეს 9,4 ქულა დაუწერა, რაც ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა, შესაბამისად, ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა და სიმბოლურ თერთმეტეულშიც დაასახელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის, დადგენილ ვადაში, გადაუხდელობა ისევ 15 დღიანი პატიმრობით ისჯება

საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ კრძალავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელებას დაწყებული საქმეების დასრულების მიზნით – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1620 კონსტიტუციური სარჩელი