გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი თავდამსხმელი რჩეულ თერთმეტეულში ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა დაასახელა.
ლა ლიგის 23-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ „ესპანიოლთან“ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, რითაც „ვილიარეალის“ გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.
Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 8.7 ქულით შეაფასა და ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლა ლიგაში უკვე 10 საგოლე მოქმედებაა – 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება