გიორგი მინდაძე – ჩემთვის სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს – მადლობა, რომ ამ ცირკის სანახავად მოდიოდით, მიიღეთ განაჩენი მშვიდად

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული გიორგი მინდაძის საქმესთან დაკავშირებით სათათბიროდ გავიდა.
მანამდე მან დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა, ასევე ბრალდებულის საბოლოო სიტყვაც.
გიორგი მინდაძემ დამსწრე პირებს მიმართა და უთხრა, რომ მისთვის განაჩენს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ სხვა დაპატიმრებული პირები არ მიატოვონ.
„ხალხო, ჩემთვის თქვენი კარგად და უსაფრთხოდ ყოფნა მნიშვნელოვანია. ჩემთვის სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს, მადლობა, რომ ამ ცირკის სანახავად მოდიოდით. მიიღეთ განაჩენი მშვიდად და ნუ დატოვებთ ბიჭებს. ასევე ბიჭების 99% თვლის, რომ “ლელო-ძლიერმა საქართველომ” არჩევნებეი მონაწილეობა არ უნდა მიიღონ“, – განაცხადა გიორგი მინდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს