გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი მინდაძეს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. პროკურატურა სამედიცინო უნივერსიტეტს სტუდენტს 29 ნოემბერს, პარლამენტთან პიროტექნიკის სროლას ედავება, რამაც, ბრალდების ვერსიით, სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძე დააზიანა. თავად ჯაჭვაძე ამბობს, დაზიანება მიიღო, თუმცა არა იმდენად სერიოზული, რომ ექიმის დახმარება დასჭირვებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გიორგი მინდაძემ სასამართლოში მის მხარდასაჭერად მისულებს ადამიანებს მიმართა,
„მოგახსენებთ, რომ ამ შედეგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნა და უსაფრთხოება, ამიტომ ნებისმიერი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში, გთხოვთ, მშვიდად და წყნარად შეხვდეთ განაჩენს.
სასამართლოში გიორგი მინდაძის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ მანდატურები. მათ მოქალაქეები ჯერ სასამართლოს შენობიდან გამოყარეს ძალის გამოყენებით, შემდეგ კი მათზე ძალადობა სასამართლოს ეზოშიც გააგრძელეს. შედეგად, დაშავდა არაერთი ადამიანი, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს.
· ორი განაჩენის მოლოდინში — საბა ჯიქიას და გიორგი მინდაძის საქმეები
· სახაზინო ადვოკატებმა 11 პირის საქმიდან აცილება ისურვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
· ნინო გალუსტაშვილი უნდა დასანქცირდეს – ჯო უილსონი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“