გიორგი მელაშვილი – რობინ დანიგანს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ელჩები იცვლებიან, პოლიტიკა რჩება, რაც უკვე განსაზღვრა სახელმწიფო დეპარტამენტმა და შეიძლება უფრო ხისტი პოლიტიკაც მივიღოთ

ელჩები იცვლებიან, პოლიტიკა რჩება და დარჩება იგივე ნებისმიერი სხვა ელჩის შემთხვევაში, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, – ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ -ს ელჩის, ს მიერ თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი მელაშვილის თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ახალი ელჩი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში უფრო მკაცრი იყო.
„როგორ შეიძლება საელჩოსა და თეთრ სახლს შორის დაპირისპირება იყოს? რომ ყოფილიყო კარის მოხურვა და ეთქვა: მე არ ვეთანხმები, მაშინ კი ბატონო, მაგრამ არ იყო ასე. რობინ დანიგანს მოუწია ელჩობა საქართველოსა და აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტურბულენტურ პერიოდში. მან მოახერხა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობების მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად იზოლირება გაეზარდათ, რაღაც კავშირები აშშ-სა და საქართველოს შორის შენარჩუნებულიყო. ასე რომ, მადლობის მეტი მას არაფერი არ ეთქმის ყველა იმ ადამიანისგან, ვინც ფიქრობს, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები როგორი უნდა იყოს. ახალი ელჩის პირობებში, შეიძლება უფრო ხისტი პოლიტიკაც მივიღოთ.
აშშ-ს პოლიტიკა უკვე გაცხადებულია. საქართველოში ჩამოსული იყო აშშ-ს წარმომადგენელი. ჩვენ ვიცით, რომ მანამდე თავად დანიგანიც იყო აშშ-ში. შეხვდა ბოჭორიშვილს და გადასცა გზავნილები. შემდეგ ივანიშვილისთვის უნდოდა გზავნილების გადაცემა და არ მიიღო. შემდეგ ჩამოვიდა აშშ-ს წარმომადგენელი და შეხვდა ს. იგივე გზავნილებია, აბსოლუტურად ერთსა და იმავეს უმეორებენ ადმინისტრაციისა და აშშ-ს სხვადასხვა წარმომადგენლები. ელჩის პიროვნება შეიძლება, მაგრამ პოლიტიკა განსაზღვრა სახელმწიფო დეპარტამენტმა და პოლიტიკა არ შეიცვლება“, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.