გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილისთვის გუნდრუკი არ მიკმევია, როგორც ზოგიერთებს

„სააკაშვილისთვის გუნდრუკი არ მიკმევია, როგორც ზოგიერთებს“, – ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მარგველაშვილი აცხადებს, რომ სწორედ მაშინ დაიწყო სააკაშვილის დაცვა, როცა მისი უფლებები დაირღვა.

„მე იმედი მაქვს, რომ საქართველო თავის ევროპულ გზაზე მივა იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენ პიროვნულ დაპირისპირებებს მართლა გვერდით გადავდებთ, არა ისე, რომ ამას მხოლოდ ვიტყვით, არამედ მართლა გვერდით გადავდებთ, ისე როგორც მე გადავდე გვერდით მიხეილ სააკაშვილთან პიროვნული დაპირისპირება, როდესაც მისი როგორც ადამიანის და საქართველოს პრეზიდენტის ღირსების და ჯანმრთელობის საკითხი დადგა.

სააკაშვილის მინისტრი მე არ ვყოფილვარ, სააკაშვილის მთავრობაში მე არ ვყოფილვარ, სააკაშვილისთვის გუნდრუკი მე არ მიკმევია როგორც ზოგიერთებს, მაგრამ როდესაც სააკაშვილი გახდა პატიმარი, რომლის უფლებები ირღვევა, მაშინ დავიწყე სააკაშვილის დაცვა. ეს არის მართლაც პატიებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა