გიორგი მარგველაშვილი – როდესაც პოლიტიკოსები ამდენს უჯერებენ იურისტებს, დიდი შეცდომაა, ჯობია პოლიტიკოსმა პირდაპირი განცხადება გააკეთოს, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“

როდესაც პოლიტიკოსები ამდენს უჯერებენ იურისტებს და ამდენს ფიქრობენ სამართლის ნაწილზე, ძალიან დიდი შეცდომაა, ხშირად ჯობია პოლიტიკოსმა გააკეთოს პირდაპირი განცხადება, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, პირდაპირი განცხადება უფრო გასაგებია ხალხისთვის , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ პარლამენტში არ შესვლასა და სიების ჩახსნის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, იმის გამო, რომ მანდატებზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სხვადასხვა ფორმით იყო გამოთქმული, „ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შთამბეჭდაობა დაიკარგა“
„ჩვენი ამომრჩევლისთვის უფრო უკეთესი იქნებოდა და უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო ასეთ კაკაფონიაში, სხვადასხვა ფორმით ამით გამოთქმაში. თუმცა ამა თუ იმ ფორმით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა თავიანთი მიუღებლობა მოპარული ს მიმართ.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, დაიკარგა შთამბეჭდაობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების. გადაწყვეტილების, რომელიც იქნება განმაპირობებელი პოლიტიკური ტემპერატურის და პოლიტიკური დღის წესრიგისა მომავალი პერიოდის განმავლობაში. მტკიცედ დააფიქსირა ოთხივე პოლიტიკურმა ძალამ, რომ ისინი არ აპირებენ, იყვნენ პარლამენტში. მათ ვერ შეძლეს ამის შესაბამისი ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება, ეს განპირობებულია იმ იურიდიული გაუგებრობით, რომელიც თანხვედრილია ახალი კონსტიტუციის მიღებასთან და ა.შ. ოთხი პოლიტიკური პარტიის ოთხმა იურიდიულმა სამსახურმა ოთხი სხვადასხვა დასკვნა დადო პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით და ეს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ოთხი სხვადასხვა გზით აღასრულა. იურისტების მიერ პოლიტიკური პროცესის მართვა ხშირად პრობლემურია.“, – განაცხადა .
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ლიკვიდაციას გეგმავს და ამ ფონზე პარლამენტში შესვლა აბსურდია.
„თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ დაუანონსა პოლიტიკურ ძალებს ლიკვიდაცია. ოთხი პოლიტიკური ძალიდან ნებისმიერი ფიქრობს, რომ „მე იმისთვის შევდივარ და იმისთვის ვაძლევ პარლამენტს ლეგიტიმაციას, რომ მან გამაუქმოს“, დამიჭიროს და ა.შ. აბსოლუტურად აბსურდია, როგორ უნდა შევიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა, როდესაც მათი მომავალი უკვე დაანონსებულია, მათ ლიკვიდაციას უკეთებენ. შედი ოთახში და მოაწერე ხელი შენ ლიკვიდაციას, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მათთვის შეთავაზებული დღის წესრიგი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.