გიორგი მარგველაშვილი მიხეილ ყაველაშვილზე – ნუ განმახილვინებთ ამ კანდიდატურას იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, ეს არ არის ლეგიტიმური პროცესი

კონკრეტულად ნუ განმახილვინებთ ამ კანდიდატურას [მიხეილ ყაველაშვილს] იმიტომ, რომ კანდიდატურის განხილვას არაფერი აზრი არ აქვს, ეს არ არის ლეგიტიმური პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც მარგველაშვილი განმარტავს, ხელისუფლებას საერთაშორისო აღიარება არ აქვს.
„არის ადამიანების რაღაც ჯგუფი, რომლებმაც ხელისუფლება მიიტაცეს, შემდეგ ამ ჯგუფმა პარლამენტის შექმნის იმიტაცია გააკეთეს, შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების იმიტაცია და ახლა პრეზიდენტის დასახელების იმიტაციის გაკეთებას აპირებენ. აზრი, არსი ამაში ის არის, რომ ეს ყველაფერი ძალადობა და ტყუილია. ვინც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ამ ძალადობის და ტყუილის ფასადში მოქცეული, მნიშვნელობა არ აქვს არც ჩემთვის, არც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბუნებრივია, არც ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში ამ ჯგუფს ხელისუფლებად, მთავრობად არ მოიხსენიებენ, დე-ფაქტო მთავრობადაც არ მოიხსენიებენ. ამიტომ ისინი მათზე ლაპარაკობენ, როგორც გარკვეულ ძალადობრივ დაჯგუფებაზე საუბრობენ, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სახელი, რომ იტყვიან „სტალინის ვეფხვები“ თუ რაღაც ასეთი, „ქართული ოცნება“ ჰქვია ამ ძალადობრივ ჯგუფს. შესაბამისად, რას გააკეთებენ, რა პროცედურას ჩაატარებენ, ნაკლები მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ის თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ლაზარე მაღლაკელიძის სასამართლო პროცესზე მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო