გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელიას შეუძლია “ოქროს ბურთი” მოიგოს – ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ

ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:
“მე კვარაცხელიას ვგულშემატკივრობ და ვიცი, მას შეუძლია “ოქროს ბურთი” მოიგოს. ეს არ ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ.
ესპანეთის ნაკრები შეგვიტევს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, რომ დაცვაში შეცდომა არ დავუშვათ და შეტევაში სახიფათო ვიყოთ.
მეტოქის შესწავლა ყოველთვის ხდება და მათ შორის ახლაც ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში