გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა.
“სირცხვილია”, – წერს “მამარდა” საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე და აზიარებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამენ სპეცრაზმელები წაქცეულ მოქალაქეს.
ძალადობა დაგმეს და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც, ხვიჩა კვარაცხელიამ და ბუდუ ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.