გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის – „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა.
„არქისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა და გვჯერა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევთ ერთად“ – აცხადებენ კომპანიაში.
დეველოპერულმა კომპანიამ მასშტაბური პროექტი „გრანდ ავენიუ“ საზოგადოებას 20 სექტემბერს წარუდგინა. ეს “არქის” ახალი, ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით შენდება. ბინა გრანდ ავენიუზე, ქალაქის ახალ ცენტრში, კომპანიისთვის ყველაზე მოთხოვნად პროექტად იქცა და 5 საათში 644 გაყიდული ბინა გაიყიდა, რაც “არქისთვის” ახალი რეკორდია.
გრანდ ავენიუს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა, რომელიც კომპლექსს წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. უმაღლესი დონის საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად, მოეწყობა უნიკალური ინფრასტრუქტურა:
75% გამწვანება და რეკრეაცია; საერთო სამუშაო სივრცეები; ღია და დახურული აუზები, სპა; პადელ-ცენტრი; მუზეუმი; 2500 კვ.მ სპორტ დარბაზი; გასტრონომიული ჰაბი – კაფეები, რესტორნები და საკვები ობიექტები; სპორტული მოედნები – ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები; ველობილიკები; საბავშვო სივრცეები; სკოლა; საბავშვო ბაღი; ბავშვთა გასართობი ცენტრი; ბოულინგ კლუბი; რამდენიმე დონიანი პარკინგი.
გრანდ ავენიუ არქისგან მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა – ვეი იაპ ოიმ, ლანდშაფტის დიზაინერმა – ბობ ერლმა და Chapman Taylor-ის გენგეგმარების არქიტექტორებმა – იან დაიკემამ და ალვარო ალონსო მარტინესმა დააპროექტეს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობისას გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები.
სასიხარულო ამბავი – შეიქმნა სპორტული ფონდი, რომლის მთავარი მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა
მოტო ევაკუატორი თბილისში – სანდო და სწრაფი დახმარება გზაზე
ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ მარკეტინგული ხრიკი?
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია – “კვარა” ცეკვის შემდეგ
[VIDEO] მამარდაშვილის პირველი პრემიერლიგური “მშრალი მატჩი” და “ლივერპულის” “ასტონ ვილასთან” გამარჯვება
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ასტონ ვილასთან” მატჩში?
[VIDEO] “ახლა რას იტყვით?”… “ამ მოგერიებას არასდროს დავივიწყებ” – როგორ ეხმაურებიან “ლივერპულის” ქომაგები “მამარდას” “ასტონ ვილასთან” მატჩს?
მამარდაშვილის კიდევ ორი დიდებული შანსი – სლოტის თქმით, სამი ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია