გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება $45 მლნ გახდა

Transfermarkt-ის განახლებული ფასით გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება $45 მილიონი გახდა და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.
$45 მლნ-ია ასევე „პორტოს“ მეკარის, დიოგო კოსტას სატრანსფერო ღირებულება.
Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირი სატრანსფერო ღირებულების მქონე მეკარეების ხუთეულში არიან ასევე: პარის სენ ჟერმენის ჯანლუიჯი დონარუმა, ბორუსია დორტმუნდის გრეგორ კობელი და მანჩესტერ იუნაიტედის ანდრე ონანა და მილანის მაიკ მაინანი. მათი სატრანსფერო ღირებულება 40-40-38 მლნ დოლარია.
ევრო 2024-ის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისა და „ოქროს ბუცის“ მფლობელის, გიორგი მიქაუტაძის შეფასება 15-დან 20 მლნ-მდე გაიზარდა
გაზრდილია გიორგი ქოჩორაშვილის (1 მილიონიდან – 2.5 მილიონამდე), ლაშა დვალისა (900 ათასიდან – 1.5 მილიონამდე) და ოთარ კაკაბაძის (600 ათასიდან – 1 მილიონამდე) სატრანსფერო ღირებულებაც.
Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირი სატრანსფერო ღირებულების მქონე მეკარეების ათეული ასეთია:

ასევე დაგაინტერესებთ