გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ამერიკული არდადეგები – Marao

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თავის ულამაზეს მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად -ში ისვენებს. წყვილი ლოს-ანჯელესიდან, Hollywood Sign-იდან მათი დასვენების ფოტოს გვიზიარებს.
გიორგი მამარდაშვილმა და მისმა მეუღლემ, ელენე ეპიტაშვილმა ხალხის სიყვარული და სიმპათია ძალიან მალე დაიმსახურეს.
გიორგი საქართველოს კარს ღირსეულად იცავს, მან კარიერა საფეხბურთო კლუბ გაგრაში დაიწყო, ბოლოს კი ლა ლიგას კლუბის, ვალენსიას კარს იცავდა. მამარდაშვილი 2024 წელს, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატი საუკეთესოდ ჩაატარა, ლივერპულმა იყიდა, თუმცა ის იჯარის წესით ერთი წლის მანძილზე ვალენსიაში აგრძელებდა თამაშს. ახალი სეზონიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლივერპულმა ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
ელენე ცნობილი მოდელია, რომელიც არაერთ ფოტო- თუ ვიდეორგოლში იღებს მონაწილეობას. მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, როგორებიცაა: DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
2024 წლის 23 ნოემბერ გიორგი და ელენე მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ენი დაარქვეს. წყვილი პატარას ფოტოებს იშვიათად გვიზიარებს.