გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩს დღეს ჩაატარებს

მეკარე გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებს ემშვიდობება. ფეხბურთელი ჯვაროსნების რიგებში თავის ბოლო მატჩს ფარერის კუნძულების წინააღმდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს. თავის ემოციებზე ლორიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
17 წლის შემდეგ რთულია ნაკრებთან დამშვიდობება. 5 ივნისს, ეროვნულ ნაკრების მაისურით უკანასკნელ თამაშს ჩავატარებ. ეს იყო გზა, რომელიც სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით გავიარე.
„საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის უბრალოდ ფორმა არ ყოფილა. ეს იყო ყველაზე დიდი პატივი და ჩემი ოცნება. მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი წვლილი შემეტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში. კვლავაც დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, რადგან მინდა, რომ ჩემი ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს“, – განაცხადა ლორიამ.
გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრებში დღემდე ყველა ტურნირზე ჯამში 78 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 19-ჯერ შეინახა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში