გიორგი ლობჟანიძე: ტირისო… დღეს მისი შვილის საგამოცდო შეედეგები იქნებოდა… ამაზე რომ ვფიქრობ, მეც მეტირება… გიჟი ვარ?

პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი გიორგი ლობჟანიძე:
გიადამიანს, როცა მიატყეპებდნენ ხოლმე, ეპითეტს “ემოციური”, ისე დანანებით ან დაცინვით წარმოთქვამდნენ, სინამდვილეში სულ სხვა რამეს გულისხმობდნენ.
იმედია, ფსიქიატრია მაინც არ უყურებს ზემოდან ემოციურობას.
ადამიანი, რაც არის, გრძნობაა!
მკვდარია უგრძნობი კაცი.
მეტი რა უნდა ვთქვა!
ტირისო…
ნეტა, რა ატირებს? 🙁
დღეს მისი შვილის საგამოცდო შეედეგები იქნებოდა…
ამაზე რომ ვფიქრობ, მეც მეტირება…
გიჟი ვარ?
“ჭკვიანებო”, ნუ გვაქცევთ ჩორეხებად!
ცნობისათვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელისა და ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.