გიორგი ლიფონავამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ლიფონავამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. გიორგი ლიფონავა 16 ნოემბერს, სთან მშვიდობიანი მსვლელობის დროს დააკავეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ ბრძოლა გაგრძელდება და აქციებზე დგომას განაგრძობს.
“განსაკუთრებული მიზეზი ამათ არ სჭირდებათ, რომ დაგიჭირონ, როცა აქციაზე ხარ. შეშინების მცდელობაა, მაგრამ ამით ვერავის შეაშინებენ. […] რა თქმა უნდა, აქციაზე ვიქნები. ბრძოლა გრძელდება”, – თქვა გიორგი ლიფონავამ.
16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა.
16 ნოემბერს ცესკომ ს შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. დღეიდან იწყება 10-დღიანი პერიოდის ათვლა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.