“ეს უკვე მეტისმეტია,
ამას ვერ/არ გაგიტარებთ

გუშინ,ანწუხელიძე ვიღაცის პიარს შეეწირა(ჯალათეა წულუკიანი ჯალათის ასული)!
დღეს, აგენტურის მიერ დაგეგმილი დავალების შესრულებას(ირაკლი კობახიძე პუტჩისტის ძე) და ხვალ, ოსი ხალხის დასახოცად წასულ ერის მოღალატეს დაუძახებენ (პუტინის მთავრობა)!
მეფე ერეკლეს შეურაცხყოფაზე აბობოქრებულთ, მოგიწოდებთ!
ეს არ არის, ერის/სამშობლოს თავისუფლების, ერთიანობისა და მთლიანობისთვის მებრძოლ გმირთა, მეფეთა, წმინდანთა თუ ჯარისკაცთა სულის შეურაცხყოფა?!
ცხრა ძმა ხერხეულიძის ,,პოპულისტი დედის” შვილების გაწირვამ, 300 არაგველის “აგენტურული” დავალების შესრულებამ,
100 000 ქართველი მოწამის “უაზრო/დაუფიქრებელმა” თავშეწირვამ საკუთარი რელიგიის დაცვის სახელით, მტრის გასაღიზიანებლად, დემეტრე თავდადებულის “უაზრო” თავდადებამ, ზვიად გამსახურდიას “დაუფიქრებელმა აჩქარებამ” დამოუკიდებლობის მოპოვების მოტივით და საკუთარი თავის ზვარაკად შეწირვამ, დღევანდელი ე.წ ქართველი ხალხის გაჭირვებით გულდათუთქული მთავრობა აიძულა, ზემოთხესნებულ ქართველ “დაუფიქრებელი მოღალატეთა” მიერ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება და დალაგება მოძმე რუსეთთან და მტერ დასავლეთთან
(ამის თქმასაც იკადრებენ)!


ეროვნული გმირების სახელების, ასე გაუფასურების მცდელობას, მოყვება თქვენი პოლიტიკური დასამარება!
ქართველებო!
წულუკიანის განცხადებაზე ბევრად მძიმე რამ თქვა კობახიძემ! თუ ამას ადეკვატურ შეფასებას და პასუხს არ გავცემთ, მაშინ არც არავინ ვყოფილვართ!
არც, იმ რუსთაველზე დგომას ქონია აზრი და არც, ციხეში მსხდარ, ახალგაზრდებს არ რქმევიათ რეჟიმის პატიმრები!
სილა უნდა გავაწნათ ლოყაში ე.წ რუსული რეჟიმის მთავრობას!“ – წერს გიორგი კუხალეიშვილი სოციალურ ქსელში.