გიორგი კობერიძე: კრემლის იმპერიული ამბიციები ვაშინგონის მიზნებთან რომ შეუსაბამო გახდა

ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:
უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას აახლებს. კრემლის იმპერიული ამბიციები ვაშინგონის მიზნებთან რომ შეუსაბამო გახდა, ამას ტრამპის ადმინისტრაცია წარუმატებელი მოლაპარაკებების მცდელობის შემდეგ ნელ-ნელა ხვდება. საგარეო ასპარეზზე მიუხედავად რამდენიმე წარმატებისა – განსაკუთრებით ირანთან და კონგოსთან დაკავშირებით – რუსეთ-უკრაინის ომზე მნიშვნელოვანი არაფერი აღმოჩნდა. აქ კი როგორც ირკვევა კრემლი არათუ შეჩერებას არ აპირებს, არამედ ინტენსივობას მატებს.
თუმცა ერთი საინტერესო დეტალია: ტრამპი ს იარაღს ევროპის გავლით მიაწვდის – ანუ ევროპა გადაიხდის იარაღის ფულს. ნებისმიერ ომს ყოველთვის ჰქონდა ფინანსური დაინტერესების ნაწილი, მით უფრო თუკი ქვეყანა იარაღის მწარმოებელი და ექსპორტიორია, მაგრამ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვანახებს რომ:
1. ტრამპის ადმინისტრაციისათვის ფინანსური საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – იარაღის წაროება და გაყიდვა აშშ-ს ეკონომიკური ხერხემლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
2. ნატოს ერთადერთი კონტრიბუტორი აღარაა აშშ და ბალანსი ევროპაზეც ნაწილდება – და ეს კარგიც არის და ცუდიც;
3. იარაღის წარმოებასა და მილიტარიზაციას ევროპაც იწყებს – რისი ნიშნებიც უკვე გვაქვს. მხოლოდ აშშ-ს წარმოებაზე ჩამოკიდება, რომ არასწორია ეს იმ ცნობილი გამოთქმასავითაა – ყველა კვერცხს ერთ კალათაში ნუ ჩადებო. ევროპა ხვდება, რომ გრძელვადიანად ურჩევნია მხოლოდ აშშ-ს იარაღში კი არ იხადოს ფული, არამედ თავისი წარმოება განავითაროს.
ახლა პუტინი ჩქარობს. მან სურს ევროპის მილიტარიზაციამდე და ამერიკის მხირდან იარაღის ახალი ახალი ხაზის ამოქმედებამდე მიაღწიოს თავის გარკვეულ სამხედრო მიზნებს უკრაინაში და მინიმუმ გავიდეს ანექსირებულად გამოცხადებული უკრაინული ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მაინც. ამაში კი ჩრდილოეთ კორეული, ლაოსისა თუ ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოებიდან (ბურკინა-ფასო, მალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და სხვა) დაქირავებული ძალები დაიხმაროს.
თუმცა ისიც გასამეორებელია, რომ ტრამპი პოლიტიკურად არაპროგნოზირებადი ლიდერია. ეს მისი სუსტი მხარეცაა და ძლიერიც. უცნობია კრემლი რამდენად სრულად აიღებს ხელს მასთან მოლაპარაკებაზე და მოკავშირეებს შორის შიდა დისონანსის შეტანაზე, მით უფრო რომ მოსკოვის ძირითადი იარაღი არა ომი, არამედ დივერსია, საბოტაჟი, რევოლუციები, შიდა პოლიტიკაში ჩარევა და ქაოსი იყო, არის და იქნება კიდეც. მაგრამ ამ ეტაპზე, ტრამპის გადაწყვეტილება იარაღის მიწოდების შესახებ სათვის ნამდვილად არასასიამოვნო გამოდგა და ვერც ტრამპის ხელისუფლების პირველი ექვსთვიანი პერიოდი გამოიყენა მან, სანამ აშშ-ში რაღაცები ლაგდებოდა და უკრაინისადმიც კითხვები ჩნდებოდა. ახლა აშშ-ში მეტ-ნაკლებად კონსენსუსი შედგა – დემოკრატებისა და რესპუბლიკელების უმეტეს ნაწილს გააზრებული აქვს რუსეთისაგან მომავალი საფრხე და რევიზიონიზმი და ისიც, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთ ნავში იმყოფებიან და მიუხედავად მცდელობისა, რუსეთი ამ ნავიდან არ გადმოვიდა.