გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
აიათოლა ხამენეი მკვდარია. ვისაც მისი რეჟიმი გეცოდებათ, გაგახსენებთ, რომ ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი აზრით, ხალხი გარყვნილებას ჩადიოდა – როგორ ბედავდნენ ისინი დასავლური კინოს ყურებას.
თავდაპირველად, ამ ტერორისტების მხარდამჭერმა აიათოლების წარმომადგენლებმა მომხდარში შაჰის უშიშროების სამსახური (სავაკი) დაადანაშულეს. თუმცა, რევოლუციის შემდეგ მალევე გაირკვა საზარელი სიმართლე, როდესაც თავად ტერორისტებმა სიამაყით აღიარეს საკუთარი დანაშაული.
აიათოლა ხამენეი თავისი წინამორბედისა და თანამებრძოლის, ხომეინის მიერ მხარდაჭერილი მემკვიდრე იყო, რომელსაც პირდაპირ მიუძღვის ბრალი ათიათასობით უდანაშაულო ადამიანის – მათ შორის ბავშვების – მიზანმიმართულ სიკვდილში. ტერორით დაწყებული რეჟიმი კოლაფსს განიცდის. ირანიდან კადრები ვრცელდება და ხალხი სახლებიდან გადმომდგარი ხმამაღლა ზეიმობს ხამენეის სიკვდილს.