გიორგი კობერიძე -ის სამშვიდობო გეგმაზე – ეს არის საკუთარი თავის დადანაშაულება მსხვერპლის მხრიდან, ასევე აშშ-ის მხრიდან უზარმაზარი რეპუტაციული თვითზიანი, რაც უკვე დამდგარია – ხელს არ მოაწერს, გამორიცხულია

ეს არის საკუთარი თავის დადანაშაულება უშუალოდ მსხვერპლის მხრიდან და ასევე დასავლური ცივილიზაციის მეორე სვეტის – ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უზარმაზარი რეპუტაციული თვითზიანი და ეს რეპუტაციული თვითზიანი უკვე დამდგარია, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ -ის პრეზიდენტის, ს 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კობერიძის თქმით, ამ შეთანხმებით აგრესორი ქვეყანა ერთი მხრივ, წახალისდება და, მეორე მხრივ, მისი დანაშაულები ამნისტიის ქვეშ მოექცევა.
„ეს არის შეთანხმების ის არსებული დოკუმენტი, რომელზეც ხელს არ მოაწერს, ეს გამორიცხულია, რადგანაც ის თავის თავში გულისხმობს მსხვერპლის ანუ უკრაინის დასჯას და არა აგრესორის დასჯას და თუ კი მსგავსი შეთანხმება ამერიკის ხელისუფლების მხრიდან მართლაც იყო დაწერილი, ეს, როგორც მინიმუმ, აგრესიული რეჟიმებისთვის, როგორიც არის არა მხოლოდ , არამედ აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთი, არის წამახალისებელი.
აგრესორი არა მხოლოდ წახალისებული ხდება და არა მხოლოდ ტერიტორიებს იღებს ამ შეთანხმებით, არამედ მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული ექცევა ამნისტიის ქვეშ, შესაბამისად, მას არ მოუწევს ამ დანაშაულზე პასუხისგება და მეტიც – ის არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და კრძალავდა აგრესიულ დაპყრობით ომებს, უბრალოდ ქრება და არა მხოლოდ ქრება, არამედ თავად ნატო, რომელიც ცივი ომის მთავარი პირმშოა, იღებს ვალდებულებას, რომ აღარ გაფართოვდეს.
საბოლოო ჯამში, ეს არის საკუთარი თავის დადანაშაულება უშუალოდ მსხვერპლის მხრიდან და ასევე დასავლური ცივილიზაციის მეორე სვეტის – ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უზარმაზარი რეპუტაციული თვითზიანი და ეს რეპუტაციული თვითზიანი უკვე დამდგარია.
რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთმა მიზანს მიაღწია. ს მიზანი არ იყო მხოლოდ უკრაინის დაჩოქება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის სრული ჩამოშლა, სადაც დაპყრობითი ომები გახდებოდა ჩვეულებრივი ამბავი“, – აღნიშნა კობერიძემ.
მან ასევე შეაფასა ევროპელი ლიდერების განცხადებები სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით და შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, „რატომ არ ჰქონდა ევროპას ხისტი რეაქცია“.
ყველაფერს ზომავს თავისი პერსონალური ხედვით. მას მუდმივად პირზე აკერია ის ფრაზა, რომ პუტინი მისი მეგობარია. ტრამპი არ არის საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკოსი, ის სტანდარტულად არის ქარიზმატული შოუმენი და კარგად გამოსდის შიდა პოლიტიკის შოუმენობა. მას არ უყვარს, როცა არ აქებენ ან მასზე ცუდს ლაპარაკობენ და ევროპამ ეს კარგად ისწავლა, ამიტომაც მოსალოდნელი იყო ევროპის მხრიდან მშრალი ფრაზები, რათა არ გააღიზიანონ, ჯერ კიდევ სჭირდებათ ამერიკა, ჯერ კიდევ არ არის მზად ევროპა, სრულად იყოს დამოუკიდებლად მილიტარიზებული, ამიტომაც გასაგებია მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება, წარმოუდგენელი იქნებოდა ევროპის მხრიდან ძალიან ღია დაპირისპირება ამერიკასთან, მაგრამ ის უკვე ითქვა, რომ ეს კაპიტულაციაა, ეს არ არის ხელშეკრულება, რომელზეც ხელის მოწერა შეიძლება და ეს არ არის გეგმა, რომელიც მშვიდობას მოიტანს.
ეს არის გეგმა, რომელიც რუსეთს მისცემს დროს, რომლის შემდეგაც ის აუცილებლად განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე და ის აუცილებლად მიმართავს იმას, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის – დივერსიას, საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომს. ამით მას მართლა კარგად შეუძლია დასავლური ცივილიზაციის დაჩოქება, თუ კი მას ექნება თავისუფალი დრო და არჩევანი“, – აღნიშნა გიორგი კობერიძემ.