გიორგი კინწურაშვილმა Touch.Point-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის ქეისი განიხილა

ცოტა ხნის წინ თბილისში საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point ჩატარდა, სადაც გლობალური და ადგილობრივი ბრენდების წარმომადგენლებმა აუდიტორიას გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში „მონაცემებზე დაფუძნებული ოსტატობა: აუდიტორიის სეგმენტაციისა და ტარგეტირების ინოვაციური მიდგომები სხვადასხვა ინდუსტრიაში“ მონაწილეობა მიიღო ს ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა, რომელმაც მარკეტინგში მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობაზე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის მაგალითზე ისაუბრა.
„პანელურ დისკუსიაზე, Bolt-ის და VELI.store-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ მიმოვიხილეთ ის, თუ რა როლი აქვს მონაცემთა ანალიტიკას მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის დროს. მარკეტერები მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება დაბალი დანახარჯით მისწვდნენ მაქსიმალურად ზუსტ აუდიტორიას. ამისათვის კი ყველანაირ ციფრულ მონაცემებსა და არხებს იყენებენ, რაც მათ სამიზნე აუდიტორიების გამოყოფასა და სწორ სივრცეში სწორი კონტენტით კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე, პანელზე ვისაუბრეთ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერზე, პლატფორმაზე, რომელიც ერთი მხრივ, ბიზნესს საშუალებას აძლევს, გააანალიზოს ტრანზაქციული მონაცემები და დაინახოს, თუ რა ქცევით ხასიათდება მისი მომხმარებლები, მეორე მხრივ კი მარკეტერებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან კამპანიები საბანკო არხებში და მისწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც მსგავსი პროდუქტებით არიან დაინტერესებული“, – განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ