გიორგი კინოიანი თავისუფალია

გიორგი კინოიანი თავისუფალია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ტუმასიანი წერს.

აქტივისტის ინფორმაციით, სომხეთმა მის ექსტრადიციაზე რუსეთში უარი თქვა, რადგან “ეს მისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა”.

გიორგი კინოიანი თავისუფალია! სომხეთმა მის ექსტრადიციაზე რუსეთში უარი თქვა, რადგან “ეს მისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა”. 

დიდი მადლობა სომხეთის ხელისუფლებას და გამორჩეულ უფლებადამცველებს, “ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა-ვანაძორს”, არტურ საკუნცს და ანი ჩატინიანს.

მოველით, რომ იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული სომხეთში ს მოთხოვნით დაკავებული მეორე ქართველის, ვანო საბაშვილის შეხვევაშიც,” – წერს ტუმასიანი.

  • 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
  • ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე ს ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა