: „ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო, ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს, უსამართლოდ და ულოგიკოდ, მაგრამ მაინც…“

გიორგი კეკელიძე: „ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო, ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს, უსამართლოდ და ულოგიკოდ, მაგრამ მაინც…“
5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული ხუთი დედმამიშვილი 9 იანვარს დაკრძალეს.
გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო_ და ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ დაღუპული ბავშვების მამის თავზე მტრედი ზის.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მწერალი და წერს:
„ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო. ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს. უსამართლოდ და ულოგიკოდ, მაგრამ მაინც. მე რელიგიური ადამიანი ვერ ვარ, მაგრამ ის კაცი ვარ, სანუგეშო სიტყვა რომ უკეთესი საყრდენი მგონია, ვიდრე სხვა რამ ნებისმიერი. ამიტომაც, ხან, ალბათ ასე თქმა სჯობს, როგორც ნეტარმა ავგუსტინემ გვითხრა: – „სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი“. მაინც სიტყვაა ყავარჯენი, თუნდაც კოჭლი ყავარჯენი, მაგრამ ერთადერთი, რაც ადამიანს აქამდე მოუგონია. და მე მინდა, რომ მშობლებმა შეძლონ და ახლა ძალა გამოიგონონ – ცოცხლად დარჩენის ძალა. ეს იქნება ჩემი შენათვალი, მეტი არაფერი. მგონი იმ მტრედისაც ეს იყო“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ივანიშვილი ცდილობს საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს წაართვას ერთადერთი რამ, რაც როგორც მოქალაქეს, დარჩენილს ემიგრაციაში, აკავშირებს საკუთარ ქვეყანასთან – მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ ხელისუფალს არ მიუღია

გიორგი ქობულია – სტატისტიკურად, დაახლოებით 40 ათასის ფარგლებში მერყეობს უცხოეთიდან ამომრჩევლების ხმები, ეს არაფერს უწყვეტს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრად უფრო ავნოს