გიორგი კახიანი – შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულია – უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას ვახერხებთ – გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის ყველა რაციონალური შენიშვნა

შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულია – უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას ვახერხებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კახიანი აღნიშნავს, ფიქრობს, რომ შეხვედრები საბოლოო ჯამში, ეფექტიანი იქნება.
„შეხვედრის მიმდინარეობა არის საკმაოდ კონსტრუქციული. ჩვენ ვმსჯელობთ ვენეციის კომისიის მხრიან არსებულ შენიშვნებზე, პუნქტობრივად გავდივართ და ამ შენიშვნებთან დაკავშირებით ვისმენთ მოსაზრებებს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების. ჯერჯერობით რაც შემიძლია ვთქვა, უმეტეს შემთხვევაში ჩვენს კონკრეტული ცვლილების განხორციელებაზე შეთანხმებას ვახერხებთ, მაგრამ უბრალოდ გაუგებარია, რომ როდესაც კამერების წინაშე დადგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ცოტა განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ, თითქოს, რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, ხელისუფლების მხრიდან არ არის სათანადო მონდომება და ა.შ. სინამდვილეში, თუ ისინი ობიექტური იქნებიან უნდა ხედავდნენ, რომ ხელისუფლება არის მაქსიმალურად მონდომებული, რომ გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა, რომელიც რაციონალურია”, – აღნიშნა კახიანმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან “ლელოს”დეპუტატები, მათი შეფასებით, ეს პროცესი იმიტაციაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა

კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს