გიორგი კახიანი – სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ – რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება!

სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ – რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განუცხადა.
კახიანი იმასაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაჩერების საკითხი სხვადასხვა ოფისებში გამოგონილი თემაა და რეალურად ამაზე საუბარი არ არის.
„მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილდეს, თურმე ამის გამო ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია უნდა შეეზღუდოს. არ მესმის, შენს ქვეყანასთან მიმართებაში მოღალატეობრივი დამოკიდებულება სხვა რა შეიძლება იყოს…
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რა თქმა უნდა, არარეალისტურია და დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება. ამაზე საუბარი არც არის. ამას სხვადასხვა ოფისებში იგონებენ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ