გიორგი კახიანი – პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება – ოპოზიციის არც შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი ფუჭდება!

ამ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება – ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვა თუ არა პარლამენტში. მათი არც შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი ფუჭდება! – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გააკეთა.
კახიანის მტკიცებით, უმრავლესობას მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი და XI მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა კანონის ფარგლებში მოხდება.
“ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ს წინ მოსახლეობას დავპირდით. ამ პროცესს ოპოზიციის შემოსვლა-არშერმოსვლა ვერ შეაფერხებს.
დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მათ დიდ ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ, რადგან ეს სცენარი ნანახი გვაქვს. არაერთხელ გვინახავს, როცა ისინი საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ წავიდნენ – ოთხი წლის წინ კიდევ უფრო დიდი მონდომებით საუბრობდნენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდნენ, მაგრამ ვიხილეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი პარლამენტში იყო წარმოდგენილი. ასე რომ, სცენარი დაახლოებით იგივე იქნება – ყველაფერი დამოკიდებულია დროზე!“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარლამენტის სასახლეში პარტია “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით არჩეული დეპუტატები იკრიბებიან. მათ ს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე რეგისტრაცია გაიარეს.
“ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია 26 ოქტომბრის ს შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ