გიორგი კახიანი – ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის

ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება.
„სანქციებთან დაკავშირებით გაუთავებლად გვესმის მუქარა. შემიძლია ვთქვა, რომ იმას, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის. ბევრჯერ გვითქვამს, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი, ვინც თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, თუ ამის გამო დასანქცირდება პერსონალურად, ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება. მთავარია, ეს არ შეეხება მოსახლეობას და ამ თვალსაზრისით არანაირ სანქციებს არ ველოდებით. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი სტრუქტურები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა