გიორგი კაჭარავა – საქართველოდან აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საფასური და აქედან მიღებული ეკონომიკურ სარგებელი, მინიმუმ ორჯერ აღემატება აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილ ფულად და საბიუჯეტო დახმარებას

აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-სა და საქართველო-აფხაზეთის პრობლემურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სოხუმის ხელისუფლებას ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა მოითხოვა, აფხაზეთში შიდა პოლიტიკაში ვითარების გამწვავების არაერთი აქტივობა ვიხილეთ.
დაწყებული იმით, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ბიჭვინთის აგარაკების შეთანხმებაში სოხუმმა კორექტივები შეიტანა და ისე მოახდინა შეთანხმების რატიფიკაცია.
ამის შემდეგ აქტუალური გახდა ე.წ. „აპარტამენტების შესახებ“ კანონის განხილვა და საზოგადოებაში ვნებათაღელვა. ეს პროცესები დაემთხვა აფხაზეთში ერთი მხრივ ენერგეტიკულ კრიზისს, მეორე მხრივ დან აფხაზეთში ნავთობის შეტანაში პრობლემებს.
ამის პარალელურად აფხაზეთში მოხდა დიდი ტრაგედია, მხედველობაში მაქვს ეროვნული ნახატების გალერიის საცავში მომხდარი ხანძარი, რის შედეგადაც, როგორც სოხუმში ამბობენ, „აფხაზეთი ხელოვნების ისტორიის ნიმუშების გარეშე დარჩა“.
საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა სოხუმის ხელისუფლების სურვილი პარლამენტს მიეღო ისეთივე „რუსული კანონი“ „აგენტების შესახებ“, რომლის არმიღება საქართველომ გასული წლის მარტში შეძლო.
ყველა ამ თემაზე ცალ-ცალკე საუბარი შეიძლება, მაგრამ მოდით, ჩვენი საუბარი სადღეისოდ აფხაზის შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარების შეფასებდით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით დღეისათვის აფხაზეთის შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
– აფხაზეთში მიმდინარე პროცესები კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ამიტომ ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების წყებას წარმოადგენს. პრობლემები აფხაზურ საზოგადოებაში რეალურად მანამდეც არსებობდა და ამას უფრო კლანური ან გნებავთ დაჯგუფებათა შორის დაპირისპირების ხასიათი ჰქონდა. მაგრამ თქვენს მიერ ხსენებულმა ბოლოდროინდელმა „ინიციატივებმა“ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა და უფრო მასშტაბური გახდა.
რით არის ყოველივე ეს განპირობებული? საქმე ისაა რომ მთლიანად რეგიონში და მის ფართო სამეზობლოში პროცესები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ყოველივე ეს ხდება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ფონზე და გამოისობით. ერთმნიშვნელოვანია, და ეს არა ერთხელ ითქვა, რომ ხსენებული ტრაგიკული მოვლენები გლობალური მასშტაბით გავლენას ახდენენ, მით უმეტეს ყველაფერზე რაც რუსეთს და მის უშუალო სამოზობლოში პოლიტიკას ეხება.
ამიტომ ყოველი თქვენს მიერ აღწერილი საკითხი თუ პროცესი სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და არა როგორც აფხაზდეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ცალკე აღებული მოვლენები.
რას ვგულისხმობ? იმას, რომ ბიჭვინთის აგარაკი გეოგრაფიულად და თავისი შინაარსით გახლავთ დახურული ობიექტი, რომელიც აღჭურვილია ზესახელმწიფოს პირველი პირის მისაღებად. ამაში შედის ქვეყნის და მისი უსაფრთხოების სისტემის მართვის ცენტრიც. ამ ობიექტის მნიშვნელობა არსებული საომარი ვითარებიდან გამომდინარე ძალზედ გაზრდილია. რუსეთის თვალსაზრისით, დიდი ალბათობით, ამ აგარაკს უნდა ჰქონდეს რუსეთისთვის ასეთ დროს ხელსაყრელი ე.წ. იურიდიული სტატუსი.
ბიჭვინთის აგარაკი გეოგრაფიულად და თავისი შინაარსით გახლავთ დახურული ობიექტი, რომელიც აღჭურვილია ზესახელმწიფოს პირველი პირის მისაღებად. ამაში შედის ქვეყნის და მისი უსაფრთხოების სისტემის მართვის ცენტრიც. ამ ობიექტის მნიშვნელობა არსებული საომარი ვითარებიდან გამომდინარე ძალზედ გაზრდილია. რუსეთის თვალსაზრისით, დიდი ალბათობით, ამ აგარაკს უნდა ჰქონდეს რუსეთისთვის ასეთ დროს ხელსაყრელი ე.წ. იურიდიული სტატუსი
ჩემი აზრით ამით არის განპირობებული რუსეთის მხრიდან ასეთი დაჟინებულოი მოთხოვნები ბიჭვინთის აგარაკის იურიდიული სტატუსის შესახებ, რაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი ტონის ნოტაშია ასახული.
რაც შეეხება კანონს „აპარტამენტების შესახებ“ და მის განხილვას. ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მიმართ შემდგომი ექსპანსიისკენ გადადგმულ ნაბიჯი. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზური საზოგადოებისთვის დემოგრაფიული საკითხები მტკივნეულ თემას წარმოადგენს. აქამდე ეს იყო დაკავშირებული მხოლოდ დევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნების უფლებებთან, რასაც 30 წელზე მეტია აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლება სასტიკად ეწინააღმდეგება.
კანონი „აპარტამენტების შესახებ“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთრების უფლებით შეისყიდონ საცხოვრებელი ფართი აფხაზეთში, რაც მკვეთრად შეარყევს 1993 წლის ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ ეთნიკურ სურათს.
კანონი „აპარტამენტების შესახებ“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთრების უფლებით შეისყიდონ საცხოვრებელი ფართი აფხაზეთში, რაც მკვეთრად შეარყევს 1993 წლის ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ ეთნიკურ სურათს
გარდა ამისა თუ გავითვალისწინებთ რომ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის და აფხაზეთის სასამართლო ხელისუფლებების ჰარმონიზაციას, ანუ რუსეთსა და აფხაზეთში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებას და გადავიტანთ ამას არსებულ რეალობაში, ადვილად წარმოსადგენია, რომ საკუთრებითი დავები დიდწილად რუსეთის მაცხოვრებლების სასარგებლოდ გადაწყდება.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს აფხაზეთში 1993 წლის ომის შედეგად დარჩენილი მოსახლეობის წუხილს იწვევს, რადგან ამ პროცესების ბოლომდე მიყვანით ისინი დაკარგავენ შესაძლებლობას აფხაზეთში დატოვებული საქართველოს სახელომწიფოს, და გარდა ამისა დევნილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კუთვნილ ქონების უკანონო განკარგვის საშუალებას, და ამით მათი სუბიექტურობა მკვეთრად დაკნინდება, რომ არაფერი ვთქვათ მატერიალურ ასპექტებზე ყოველივე აღნიშნულისა.
რა თქმა უნდა, ამ საკითხებში „აფხაზური შიშები“ გამართლებულია, და სამწუხარო რეალობას წარმოადგენს არა მარტო აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობისთვის არამედ ზოგადად მთლიანად საქართველოსთვის.
ამ საკითხებში „აფხაზური შიშები“ გამართლებულია, და სამწუხარო რეალობას წარმოადგენს არა მარტო აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობისთვის არამედ ზოგადად მთლიანად საქართველოსთვის
– შეუიარაღებელი თვალითაც ცხადად ჩანს, რომ კრემლი სოხუმზე ზეწოლას ახდენს.
იყო მოლოდინი, რომ სოხუმის ხელისუფლების პრეზიდენტის ასლან ბჟანია გახშირებული ვიზიტები ხან კრემლში, ხანაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან, აფხაზეთის მდგომარეობას შეამსუბუქებდა.
მაგრამ, მოსკოვიდან ჩამოსულმა ბჟანიამ, მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში, მათ შორის რუსეთის საგარეო უწყებაში დაფრთიანებული სოხუმის ხელისუფლების საგარეო უწყების ხელმძღვანელ სთან ერთად ერთ ხმაში დაიწყო საუბარი „აგენტების შესახებ“ კანონის მიღების აუცილებლობაზე.
ხელისუფლებასთან დაახლოებული აფხაზური სამოქალაქო სექტორი საგრძნობლად კი გააქტიურდა. სწორედ მათმა წარმომადგენლებმა გაასაჯორევეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ სოხუმის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანს და ერთ-ერთ მძიმეწონიან აფხაზ პოლიტიკოსს სერგეი შამბამ მათთან გამართულ შეხვედრაზე უთქვამს – „კოლეგებმა მოსკოვიდან გვთხოვეს ამ კანონის მიღება და გაგებით მოეკიდეთო.“
ბიჭვინთის 387 ჰექტრის მოსკოვისთვის გადაცემა რომ ზეწოლის შედეგი იყო ცხადია, ახლა „აგენტების კანონი“ მისაღებად რომ ზეწოლა ხდება, ესეც ცხადია. იმ ზეწოლებით რასაც მოსკოვი სოხუმზე ახორციელებს, სავარაუდოდ, რის მიღწევას ცდილობს კრემლი აფხაზეთის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში?
– ასეთი კანონმდებლობით რუსეთი ცდდილობს იგივეს რაც თავის ტერიტორიაზე აქვს, კანონის მეშვეობით კონტროლის დაწესებას საზოგადოებრივ ორგანიზაცოებზე. კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდე დღეს არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთი რუსეთში განიხილება როგორც რუსეთის ნაწილი, და ამას ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი აქვს. ში ფართომასშტაბიან შეჭრამდე, აფხაზებს ბევრი ეპატიებოდა და ბევრ მომენტს არც ექცეოდა ყურადღება რუსეთის მხრიდან.
მაგრამ, ახლა ვითარება მკვეთრად შეიცვალა. საერთაშორისო გარემო რუსეთის მიმართ დიდწილად მტრული გახდა. ამის გამო მას უწევს არაორდინალური და მკაცრი პოლიტიკის გატარება იქ სადაც ამის გაკეთება ღიად და დაუფარავად შეუძია.
აფხაზეთს და მის არაკანონიერ ხელისუფლებას, ისევე როგორც ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ საზოგადოებას, ამჟამად საკმაოდ უცერემონიოდ უთითებს რომ ილუზიების დრო დამთავრდა და მოსკოვიდან ნაკარნახევი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.
ახლა ვითარება მკვეთრად შეიცვალა. საერთაშორისო გარემო რუსეთის მიმართ დიდწილად მტრული გახდა. ამის გამო მას უწევს არაორდინალური და მკაცრი პოლიტიკის გატარება იქ სადაც ამის გაკეთება ღიად და დაუფარავად შეუძია.რუსეთი აფხაზეთს და მის არაკანონიერ ხელისუფლებას, ისევე როგორც ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ საზოგადოებას, ამჟამად საკმაოდ უცერემონიოდ უთითებს რომ ილუზიების დრო დამთავრდა და მოსკოვიდან ნაკარნახევი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია
სამწუხაროა, მაგრამ ილუზიებისგან განთავისუფლება ყოველთვის და ყველგან ადვილი პროცესი ვერ და არ იქნება. აფხაზეთში აღნიშნული კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს იმიტომ რომ ეს ილუზიები არარსებულ და ეთემერულ დამოუკიდებლობას ეხება. ამასთან განშორება ნამდვილად მტკივნეულია.
ილუზიებისგან განთავისუფლება ყოველთვის და ყველგან ადვილი პროცესი ვერ და არ იქნება. აფხაზეთში აღნიშნული კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს იმიტომ რომ ეს ილუზიები არარსებულ და ეთემერულ დამოუკიდებლობას ეხება. ამასთან განშორება ნამდვილად მტკივნეულია
რაც შეეხება რატომ სჭირდება ასეთი კანონი რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე? აქ ჩვენ უნდა ღიად ვისაუბროთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიშებზე.
საერთაშორისო და დასავლური დონორი ორგანიზაციები რუსეთისთვის მტრულ გარემოს წარმოადგენენ. ამიტომ ბუნებრივია, პოტენციური პრობლემების ასარიდებლად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს რათა ასეთი ორგანიოზაციების წვდომა და მათი დაფინანსება შეზღუდოს, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების ფონზე ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსეთის ე.წ. ეფექტურ კონტროლზე აფხაზეთის ტერიტორიაზე და მის საერთაშორისოდ აღიარებულ სტატუსის მართებულობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.
– ვხედავთ, რომ მოსკოვი აფხაზეთში ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ობიექტებს ეპატრონება.
უკვე დაანონსებულია, რომ წლის ბოლოს მუშაობას დაიწყებს ბაბუშარის, ანუ სოხუმის აეროპორტი. დაგეგმილია საზღვაო ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო ქსელის გააქტიურება. ცალკე საუბრის თემაა ვარდნილჰესების თემა.
მოდით ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს სოხუმის აეროპორტისა და საზღვაო სატრანსპორტო ქსელის გამართვა?
– სწორი ბრძანდებით. თუ გადავხედავთ საკითხებს რომელზეც უკვე ვიმსჯელეთ, და დავუმატებთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ რუსეთის ინტერესს, კიდევ უფრო რელიეფურად გამოჩნდება რუსეთის ექსპანსიის მასშტაბები მის მიერ ოკუოირებული აფხაზეთის მიმართ.
საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურა აფხაზეთში რუსეთს შეიძება სხვადასხვა მიზეზებისთვის სჭირდებოდეს. ჩემი აზრით პირველ ეტაპზე აღნიშნული ქსელი მას სჭირდება აფხაზეთში სწრაფი და ეფექტური ექსპანსიისთვის. აქ უპირველეს ყოვლსა ვგულისხმობ რუსეთიდან მოსახლეობის, ბიზნესის და ზოგადად ამ მხარის ინსტიტუციური გარუსებისთვის.
საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურა აფხაზეთში რუსეთს შეიძება სხვადასხვა მიზეზებისთვის სჭირდებოდეს. პირველ ეტაპზე აღნიშნული ქსელი მას სჭირდება აფხაზეთში სწრაფი და ეფექტური ექსპანსიისთვის. აქ უპირველეს ყოვლსა ვგულისხმობ რუსეთიდან მოსახლეობის, ბიზნესის და ზოგადად ამ მხარის ინსტიტუციური გარუსებისთვის
მეორე სავარაუდო ეტაპი შესაძლებელი იყოს ამ სატრანსპორტო ქსელების გამოყენება საერთაშორისო ტრანზიტისთვის. ეს არაა ახალი თემა. ამაზე საუბრები ჯერ კიდევ 2001 წლის პრეზიდეტ პუტინისა და შევარდნაძის სოჭის შეხვედრაზე იყო საუბარი. მაშინ როგორც მახსოვს სათანადო სახელმწიფო კომისიებიც შეიქმნა და შეხვედრებიც გაიმართა. მაგრამ, ეს მკვდრათშობილი ინიციატივაა, რადგან ამ სატრანსპორტო ლოჯისტიკური ხაზების გახსნის სანაცვლოდ საქართველო არაფერს იღებს, არც დევნილების დაბრუნერბის პროცესს, არც დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, არც რაიმე ქმედით პროცესის დაწყებას რომელიც მიზნად დაისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კონფლიქტის ფართომასშტაბიან და სრულ მოგვარებას.
საქართველოს სახელმწიფოს გარეშე აფხაზეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დანაშაულია, რომელიც უნდა ისჯებოდეს. დასჯა ამ შემთცხვევაში მრავალნაირი შეიძლება ნიყოს… ასეთ საკითხებზე ღიად უნდა ვიმსჯელოთ სწორედ სამართლებრივ ჭრილში, მით უმეტეს რომ კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და საერთაშორისო სამართალი გვაძლებს ამის საშუალებას
ყოველ შემთხვევაში ამ წლების განმავლობაში იხილება განყენებულად მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესები და არა საქართველოსი. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა აქ უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ რომ ხსენებული ინფრასტრუქტურა არის საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება. საქართველოს სახელმწიფოს გარეშე აფხაზეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დანაშაულია, რომელიც უნდა ისჯებოდეს. დასჯა ამ შემთცხვევაში მრავალნაირი შეიძლება ნიყოს.
მაგალითად, განმახორციელებელი კომპანიების დასანქცირება, მათი მმართველებისა და მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძრა და შემდგომში საერთაშორისო ძებნის გამოცხადება.
ამიტომ, მიმაჩნია რომ ასეთ საკითხებზე ღიად უნდა ვიმსჯელოთ სწორედ სამართლებრივ ჭრილში, მით უმეტეს რომ კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და საერთაშორისო სამართალი გვაძლებს ამის საშუალებას.
– ფაქტია, რომ ზამთრის თვეებში აფხაზეთს წლებია ენერგეტიკული კრიზისის პირობებში უწევს ცხოვრება.
სოხუმის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა ოზგანი ენგურჰესზე იმყოფებოდა. აქტიურად განიხილებოდა რუსი ინვესტორებისთვის გალის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ვარდნილჰესების გასაცემის საკითხი.
ამ თემაზე საკმაოდ კვალიფიციური მსჯელობები ვნახეთ სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ეკონომისტებს შორის. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსი ინვესტორებისთვის ენგურჰესის ვარდნილჰესების გადაცემის პერსპექტივას?
სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს და მთავარი – ამით შეძლებს აფხაზეთის ქართველების გარეშე ენერგოკრიზისის დაძლევას?
– ამ საკითხზე ზოგადი დამოკიდებულება ზუსტად იგივე მაქვს როგორც წეღან მოიგახსენეთ, „ინვესტორების“ მიმართ სამართლებრივი მიდგომების ამუშავება.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ვარდნილჰესები არის ენგურჰესის კომპლექსის განუყოფელი ნაწილი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ტექნიკურად არ არის მიზანშეწონილი და საერთოდ ნონსენსია ამ ერთიანი სისტემის დაყოფა. გარდა ამისა წყალი, რომელიც მიედინება ვარდნილჰესების მიმართულებით არხის მეშვეობით არის ენგურის წყალი რომელიც ჯვრის წყალსაცავიდან სადერივაციო გვირაბისა და მთავარი ჰესის გავლით ხვდება ჯერ გალის წყალსაცავში და მერე არში, რომელიც მიედინება ზღვისკენ.
ენგურჰესისა და ვარდნილჰესები გახლავთ ერთიანი გენერაციის სისტემა, რომლის განცალკევება ნონსენსია და ამიტომ საქმე გვაქვს ხელოვნურ პროცესთან, რომელიც შეიძლება დიდი ტექნიკური ან ტექნოგენური პრობლემები შექმნას ამ უზარმაზარ სადგურში.
ენგურჰესისა და ვარდნილჰესები გახლავთ ერთიანი გენერაციის სისტემა, რომლის განცალკევება ნონსენსია და ამიტომ საქმე გვაქვს ხელოვნურ პროცესთან, რომელიც შეიძლება დიდი ტექნიკური ან ტექნოგენური პრობლემები შექმნას ამ უზარმაზარ სადგურში
რაც შეეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ენერგოკრიზისს, რომელსაც პერმანენტული ხასიათი აქვს მიღებული. მინდა გითხრათ, რომ ენგურჰესიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობით, აფხაზეთის ელექტრომომარაგება აჭარბებს ქალაქ თბილისის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას. ცხადია, ყოველივე ეს ხდება კრიპტოვალუტის მაინინგისა და გაუმართავი ქსელების დანაკარგების გამოისობით.
აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ვიხდით ჩვენ, მთელი საქართველოს მოსახლეობა. გაგიკბვირდებათ, მაგრამ ამის გამო აფხაზეთში დარჩენიული მოსახლეობის ყველაზე დიდი დონორი და სპონსორი, საქართველოს სახელმწიფო და მისი მოსახლეობა
მაგრამ, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შედეგად დარჩენილი მოსახლეობა თავის აბსოლუტურ უმრავლესობაში ჭარბი რაოდენობით მოიხმარს ელექტროენერგიას. ყოველივე ეს ხდება იმის გამო რომ ენგურჰესი სრულიად უფასოდ აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას.
ამავდროულად ამის საფასური არის ასახული საქართველოში მოქმედ დენის ტარიფებში. ამდაგვარად, აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ვიხდით ჩვენ, მთელი საქართველოს მოსახლეობა. გაგიკბვირდებათ, მაგრამ ამის გამო აფხაზეთში დარჩენიული მოსახლეობის ყველაზე დიდი დონორი და სპონსორი, საქართველოს სახელმწიფო და მისი მოსახლეობა გახლავთ.
თუ კარგად დავითვლით პირდაპირი და ირიბი გათვლებით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის ელექტროენერგიის მომარაგების საფასურს და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სარგებელს, ეს თანხა წლიური გაანგარიშებით, მინიმუმ ორჯერ აღემატება აფხაზეწთისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილ ფულად და საბიუჯეტო დახმარებას.
თუ კარგად დავითვლით პირდაპირი და ირიბი გათვლებით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის ელექტროენერგიის მომარაგების საფასურს და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სარგებელს, ეს თანხა წლიური გაანგარიშებით, მინიმუმ ორჯერ აღემატება აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილ ფულად და საბიუჯეტო დახმარებას
და ზოგადად 1993 წლიდან თუ მოვაყოლებთ ასეთ გაანგარიშებას, აღნიშული თანხები მრავალ მილიარდ დოლარს შეადგენს. ესეც, ჩემი აზრით, ღიად და დაუფარავად სათქმელია ყველა დონეზე და ყველას გასაგონად.
– ფაქტია, რომ რაც უფრო ცხადად ჩანს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ დგამს ნაბიჯებს, მით უფრო აქტიურდება სოხუმის ხელისუფლების ანტიდასავლური და ანტინატოური რიტორიკა.
ასეა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ნატოსკენ კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს. ნათლად ჩანს, რომ მოსკოვის ანტიდასავლური განცხადებების რიტორიკა ემთხვევა სოხუმის ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებსა და ე.წ. ვორდინგს და მათი გაჟღერების დროს.
ვითარებაში, როცა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში კრემლი საქართველოს არც არაფერს ჰპირდება, მეტიც, 2008 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობის აღიარებას მოითხოვს, სავარაუდოდ, რას ემსახურება საქართველოსთან მიმართებაში მოსკოვისა და სოხუმის ანტიდასავლური რიტორიკა?
– ასეთი რიტორიკა ემსახურება პირველ რიგში ანტიდასავლური სენტიმენტების გაღვივებას თვით აფხაზეთში და იქ დარჩენილ მოსახლეობაში. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ხდება მტრის ხატის დამკვიდრება მცირერიცხოვანი ერების აზროვნებაში დასავლეთის, გლობალიზაციისა და ნებისმიერი თანამედროვეობის მიმართ, სადაც ადამიანებს აშინებენ ყველანაირი უარყოფითი ასპექტებით, რაც ამა თუ იმ მიმდინარეობას „მოაქვს“.
ეს საკმაოდ კარგად მუშაობს აფხაზეთში, და ქართველების მიმართ მტრის ხატი, რომელიც კარგა ხანია კულტივირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აქტიურად გამოიყენება ყველა დონეზე, დაწყებული ბაგა ბაღებიდან და სკოლებიდან, დამთავრბული სეპარატისტული მთავრობის წევრებით, მედია საშუალებებით და საზოგადო მოღვაწეებით.
ანუ, თუ ქართველებს უნდა ევროკავშირი და ნატო, ესე იგი ეს აფხაზებისთვის, ცუდია. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
თუ ქართველებს უნდა ევროკავშირი და ნატო, ესე იგი ეს აფხაზებისთვის, ცუდია. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას… რაც შეეხება აფხაზეთში დარჩენილ საზოგადოებას, ანტიდასავლურობა, აღქმულია და გაიგივებული ანტიქართველობასთან
მაგრამ, არავის სურს აფხაზურ საზოგადოებაში იმაზე საუბარი, რომ ე.წ. „დამოუკიდებლობა“ არის კრიმინალური გზით „მოპოვებული“, იმას, რასაც იქ ეძახიან „დამოუკიებლობას“ რეალურად არის შედეგი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, უამრავი სამხედრო და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებების, რომელზეც მასალები საქართველოს პროკურატურას გააჩნია და იმედია ერთ დღეს ეს მასალებიც თავის მისამართს იპოვნიან. ამიტომ, რაც შეეხება აფხაზეთში დარჩენილ საზოგადოებას, ანტიდასავლურობა, აღქმულია და გაიგივებული ანტიქართველობასთან.
რაც შეეხება რუსეთს, ცხადია, მას უარყოფითი მოსაზრებები აქვს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. მისი ანტიდასავლური კამპანია აფხაზეთშიც, ერთ-ერთი გამოვლინებაა ასეთი დამოკიდებულების, რადგან აფხაზეთი რუსეთის მიერ პირველ რუგში აღიქმება როგორც საქართველოზე ზეწოლის ბერკეტი. ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ და არ უნდა გვიკვირდეს ანტიდასავლური სენტიმენტების გაღრმავებული კულტივიორება აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რუსეთის მხარდაჭერით და ხელშეწყობით.
– წინა წლებშიც არაერთხელ უთქვამს მოსკოვსაც და სოხუმსა და ცხინვალს, რომ ჟენევის კონსულტაციებმა ამოწურეს თავისი თავი.
ბოლო პერიოდში ჯერ მოსკოვმა თქვა, შემდეგ სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ ხაშიგმა გაიმეორა, რომ არ აპირებენ ჟენევის კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას.
რამდენიმე ხნის წინ თვალი მოვკარი ინფორმაციას, რომ ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები აპირებდნენ სოხუმში ჩასვლას.
თუ იცით ჟენევის თანათავმჯდომარეების სოხუმში ვიზიტის შედეგების ვიზიტის შესახებ, სავარაუდოდ, რაზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ სოხუმის ხელისუფლებისა და ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები?
– ჟენევის კონსულტაციებზე სოხუმის დე-ფაქტო წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ვერაფერზე შეთანხმდებიან. ეს განპირობებულია თვით ამ კონსულტაციების ფორმატით. არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი და მათი დე-ფაქტო წარმომადგენლები არ გახლავან მხარეები აღნიშნულ ფორმატში. ეს ფორმატი შეიქმნა სარკოზი-მედვედევის 2008 წლის დოკუმენტის მიხედვით და უპირველეს ყოვლისა მასში ასახული ყველა ძირითადი დებულების შესრულებაზე არის ორიენტირებული. რა თქმა უნდა სეპარატისტული რეგიონების დე-ფაქტო წარმომადგელნლებს, ისევე როგორც სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციას, ასეთი ფორმატი არ აკმაყოფილებს. ამიტომაც ცოტა ხნის წინ გაისმა ინიციატივა ჟენევის მაგივრად ეს შეხვედრები გაიმართოს მინსკში. ყოველივე ეს არის ფუჭი საუბრები, რომელსაც ვერანაირი შედეგი ვერ მოყვება, და ზოგადად, ჩემი აზრით, ამაზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირს.
– რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტად მეხუთედ არჩეულმა პუტინმა განაცხადა – „უნდა გავზარდოთ სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა, პირველ რიგში შავ ზღვაზე.“
პუტინის ეს განცხადება, სავარაუდოდ, რამდენად უკავშირდება საქართველოს და რას შეიძლება ნიშნავდეს?
– ასე პირდაპირ ვერ გეტყვით რას შეიძლება ნიშნავდეს ხსენებული განცხადება, მაგრამ როცა რუსეთის ნებისმიერი ოფიციალური პირი საუბრობს შავ ზღვაზე ეს რა თქმა უნდა საქართველოსაც ეხება.
სავარაუდოდ, შავი ზღვის მიმართულების გაძლიერებაზე საუბრისას უპირველესად იგულისხმება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიღებული სამხედრო ზარალი, და ის რომ შავი ზღვა საომარი მოქმედებების არეალად არის ქცეული.
ბუნებრივია, ასეთ მიმართულებას მეტი გაძლიერება და ყურადღება სჭირდება, მით უმეტეს როცა საზღვაო ძალების საბრძოლო პოტენციალი ბოლო თვეების მანძილზე მკვეთრად შემცირდა, უკრაინელი სამხედრო ძალების მიერ განხორციელებულ ოპერაციებს თუ გავითვალისწინებთ.
ზოგადად, მოსკოვში განხორციელებული ტერორისტული აქტის კვალობაზე, სავარაუდოა რომ რუსეთის გარე საზღვრების პერიმეტრის გაკონტროლების გაძიერების მიმართ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული.
მოსკოვში განხორციელებული ტერორისტული აქტის კვალობაზე, სავარაუდოა რომ რუსეთის გარე საზღვრების პერიმეტრის გაკონტროლების გაძიერების მიმართ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული
როგორც ჩანს ჩვენ გვიწევს ცხოვრება ისეთ პერიოდში როდესაც რუსეთში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და მისი ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პოლიტიკა ან გადადგმული ნაბიჯები, პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს უსაფრთხოების ჭრილში. ასეთი გზით უკეთესად გამოჩნდება ამა თუ იმ გადაწყვეტლების მიღების მამოტივირებელი ფაქტორები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი