გიორგი კაჭარავა – რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“ შემთხვევაში რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, სა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარების თემები ქართულ საზოგადოებას აწუხებს, მაგრამ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლებისგან არ გვინახავს რეალისტური სტრატეგია და სამოქმედო გეგმები.
ფაქტია, რომ დღეს რეალურად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ს სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო სივრცეების გაგრძელებაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოსკოვს სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ და ამ ქალაქებში რუსეთის საელჩოები ფუნქციონირებენ.
„ქართული ოცნების“ ლიდერის ივანიშვილის გორში გაკეთებულმა განცხადებამ რომ ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოუხადონ, საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება და განხილვა მოჰყვა. ეს პროცესი ახლა გრძელდება.
ზოგი თვლის რომ გორში ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მოსკოვის კარნახით იქნა გაკეთებული. ზოგი ვარაუდობს, რომ ეს „ქართული ინიციატივაა“. ფაქტია, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ განცხადებით გაღიზიანებულია.
რადგან კონფლიქტების თემაზე უნდა ვიმსჯელოთ, კითხვას ასე დავსვამ – იმის გათვალისწინებით თუ რა გამოხმაურება მოჰყვა ივანიშვილის განცხადებას აფხაზეთსა და ცხინვალში, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის გორში გაკეთებული განცხადება?
კითხვა ასედაც შეიძლება დაისვას, თუ ამ განცხადების უკან რუსეთი დგას – რა უნდა რუსეთს?
– მოდით ამ საკითხს სხვანაირად მიუდგეთ. ჩვენ უფრო უნდა გვაინტერესებდეს რა სურს დღეს რუსეთს? რა კონსტრუქციის და შინაარსის ვითარება აწყობს დღეს მას საქართველოსთან მიმართებაში? ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნოშვნელოვანი და ამის გააზრება ალბათ დაგვეხმარება, პირდაპირ ან ირიბად, სხვადასხვა საკითხის გარკვევაში.
გამომდინარე აქედან აშკარაა რომ რუსეთისთვის არსებული ვითარება საქარველოს მიმართებაში არ აკმაყოფილებს. აქ იგულისხმება ის რომ მას სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობების გარკვევა. ეს ვერ და არ მოხერხდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემატიკის გადაწყვეტის გარეშე.
აშკარაა რომ რუსეთისთვის არსებული ვითარება საქართველოს მიმართებაში არ აკმაყოფილებს. აქ იგულისხმება ის რომ მას სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობების გარკვევა. ეს ვერ და არ მოხერხდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემატიკის გადაწყვეტის გარეშე
ამიტომ რუსეთი შეეცდება, და ამ მცდერლობების საინფორმაციო უზრუნველყოფის ნაბიჯებს ჩვენ ნათლად ვხედავთ, ამ საკითხის მოგვარებაში დაიყოლიოს საქართველოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა ასეთი ნაბიჯები მოსკოვის მხრიდან განპირობებულია მისი ინტერესებით. ამიტომ მიამიტობა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ის რაიმე სერიოზულ დათმობაზე წამოვა საქართველოსთან ამ საკითხებში.
სხვაგვარად, მოსკოვის თვალთახედვიდან გამომდინარე, საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს რუსეთის პირობებზე, და უნდა ემსახურებოდეს რუსეთის ინტერესებს. რა შეიძლება იყოს ეს? ჩემი აზრით აქ ბევრი ვარიანტი არ არსებობს. ანუ, რუსეთმა უნდა მოახდინოს ვიზუალურად საქართველოს გამთლიანება, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს სრული კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას აქვს რამოდენიმკე განზომილება, სამართლებრივი, სამხედრო, საგარეო პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური.
მოსკოვის თვალთახედვიდან გამომდინარე, საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს რუსეთის პირობებზე, და უნდა ემსახურებოდეს რუსეთის ინტერესებს. რა შეიძლება იყოს ეს? ჩემი აზრით აქ ბევრი ვარიანტი არ არსებობს. ანუ, რუსეთმა უნდა მოახდინოს ვიზუალურად საქართველოს გამთლიანება, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს სრული კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას აქვს რამდენიმე განზომილება, სამართლებრივი, სამხედრო, საგარეო პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური
სამართლებრივი თვალსაზრისით უკვე მრავალჯერ გაჟღერდა კონფედერაციული მოწყობის კონსტრუქცია. ამის მიხედვით უნდა მოხდეს სუბიექტების ურთიერთაღიარების ფაქტი და მერე იწყება მოლაპარაკებები სუბიექტების უფლებამოსილებების გამოჯვნაზე. ამავდროულად, დამერწმუნეთ, რუსეთი იქნება ამ მოლაპარაკეკბების „ხელშემწყობი მხარე“ და მისი ჩარევის შედეგად ის მიიღებს ლეგალურ სტატუსს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უფლებაზე.
სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი მოგვევლინება „უსაფრთხოების გარანტად,“ თავისი არსებული სამხედრო ბაზების შენარჩუნებით, თან უვადო პერსპექტივით. ამის საბაბად გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის შიშებით ქართველების მიმართ.
სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი მოგვევლინება „უსაფრთხოების გარანტად,“ თავისი არსებული სამხედრო ბაზების შენარჩუნებით, თან უვადო პერსპექტივით. ამის საბაბად გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის შიშებით ქართველების მიმართ
საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით კონფლიქტი მოგვარებული იქნება, ის სამართლებრივი შეფასებები ოკუპაციაზე, ეთნო წმენდაზე და არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა მთლიანად იქნება ნივილირებული, და რაც მთავარია რუსეთს სამართლებრივად მოეხსნება ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსი.
რაც შეეხება ეკონომიკას, ასეთი ნაბიჯების გადადგით, ვერაფერი დაუდგება წინ რეგიონალური კომუნიკაციების გახნას, რაც გულისხმობს, როკის გვირაბის, აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო გზების, საქართველოს შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიის საერთაშორისო ნაოსნობისთვიოს და სოხუმის აეროპორტის გახსნას. აღნიშნული ინფრასტრუქტურა, რუსეთის თვალსაზრისით უნდა მოემსახუროს მის საგარეო ვაჭრობის ამოცანებს.
ასეთი ნაბიჯების გადადგით, ვერაფერი დაუდგება წინ რეგიონული კომუნიკაციების გახნას, რაც გულისხმობს, როკის გვირაბის, აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო გზების, საქართველოს შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიის საერთაშორისო ნაოსნობისთვის და სოხუმის აეროპორტის გახსნას. აღნიშნული ინფრასტრუქტურა, რუსეთის თვალსაზრისით უნდა მოემსახუროს მის საგარეო ვაჭრობის ამოცანებს
მოგეხსენებათ რაოდენ გართულებილია ამ თვალსაზრისით რუსეთის ლოჯისტიკური მდგომარეობა. ამიტომ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ინფრასტრუქტურაზე წვდომა, გახლავთ ერთ-ერთი უსერიოზულესი ამოცანა რუსეთის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თან ყოველივე ეს, შესაბამისი ე.წ. კონფედერაციის მოწყობის შემდეგ სრულიად ლეგიტიმური იქნება.
გარდა ამისა, რუსეთი ყველაფერს მოიმოქმედებს იმისათვის რომ აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის საკითხები „შეტენოს“ თბილისს, და ამით დამატებითი ხარჯი გაუჩინოს საქართველოს სახელმწიფოს. ეს კარგად აპრობირებული სქემაა, რომლის გამოყენებაც ბევრგან მომხდარა.
გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის ხარჯებიც საქართველოს დაეკისრება, და ამით რუსეთი შეეცდება პრაქტიკულად მოსპოს საქართველოს ეკონომიკური მომავალი და გახადოს ის სამუდამოდ მასზე დამოკიდებული.
დიდი ალბათობით, განვითარებული სამყარო რუსეთის მეწადინეობით მოწყობილ კონსტრუქციაში და შესაბამისად ეკონომიკურ დახმარებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამით, პირდაპირი ზიანი მიადგება საქართველოს, რომლის დათვლაც დღეს შეუძლებელია.
საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ვითარებას სადაც ქაღალდზე საქართველო იქნება „გაერთიანებული“ კონფედერაციაში, სადაც რუსეთს შეუნარჩუნდება სრული ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კონტროლი ამჟამად დროებით ოკუპირებულ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე. თბილისს კი დაეკისრება ყველანაირი მატერიალური უზრუნველყოფა ამ კონსტრუქციის.
საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ვითარებას სადაც ქაღალდზე საქართველო იქნება „გაერთიანებული“ კონფედერაციაში, სადაც რუსეთს შეუნარჩუნდება სრული ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კონტროლი ამჟამად დროებით ოკუპირებულ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე. თბილისს კი დაეკისრება ყველანაირი მატერიალური უზრუნველყოფა ამ კონსტრუქციის
ამავდროულად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერანაირ ეკონომიკურს, თუ პოლიტიკურს სარგებელს ხსენებული კონსტრუქციიდან ვერ მიიღებს. მეტიც, დევნილების საკითხი არც იქნება განხილული, რადგან კონფედერაციის პოტენციური სუბიექტები, რუსეთის დახმარებით, მკაცრად დააუენებენ მოთხოვნას ქართული მოსახლეობის დაბრუნებაზე სრულ შეზღუდვაზე. ეს იქნება უმთავრესი წინაპირობა კონფედერაციაზე საუბრების დასაწყებად.
აღსანიშნავია, რომ კონფედერაციის სუბიექტები ერთიანდებიან, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამიტომ ის სახელშეკრულებო ბაზა რომელიც მათ უკვე აქვთ გაფორმებული სხვადასხვა სფეროში რუსეთთან, აუცილებელი იქნება შესასრულებლად კონფედერაციის ფარგლებშიც.
აღსანიშნავია, რომ კონფედერაციის სუბიექტები ერთიანდებიან, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამიტომ ის სახელშეკრულებო ბაზა რომელიც მათ უკვე აქვთ გაფორმებული სხვადასხვა სფეროში რუსეთთან, აუცილებელი იქნება შესასრულებლად კონფედერაციის ფარგლებშიც
ეხლა გავიხსენოთ რა სახის ხელშეკრულებები აქვს აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის უკანონო მთავრობებს მოსკოვთან და დავსვათ კითხვა, გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა ამის ნაწილი იყოს? მაგალითად პრეფერენციული ინვესტიციები რუსეთის სუბიექტებზე; სამხედრო კავშირი რომელიც ურთიერთდახმარებას გულისხმობს, ანუ უკრაინის ოკუპაციაში მონაწილეობას; სასამართლოების გადაწყვეტილებების ურთიერთცნობას და მრავალ სხვას.
როგორც ხედავთ, ყველაფერი რაზეც ვისაუბრე ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს. არსებულ ვითარებაში რუსეთი შეეცდება წარმოადგინოს კონფედერაცია როგორც ერთადერთი გამოსავალი და მეტიც, როგორც კეთილი ნების ჟესტი საქართველოს მიმართ. მაგრამ ასეთი შეთავაზების ნდობა მიამიტობა იქნებოდა საქართველოს მხრიდან.
არსებულ ვითარებაში რუსეთი შეეცდება წარმოადგინოს კონფედერაცია როგორც ერთადერთი გამოსავალი და მეტიც, როგორც კეთილი ნების ჟესტი საქართველოს მიმართ. მაგრამ ასეთი შეთავაზების ნდობა მიამიტობა იქნებოდა საქართველოს მხრიდან
– რადგან როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ინსპირაცია, გაღვივება, ის შედეგიც რაც დამდგარია რუსეთს უკავშირდება, საუბარი სწორედ რუსეთზე უნდა გავაგრძელოთ.
ამას წინათ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა რუსი პოლიტოლოგის პოლიანსაკაიას მოსაზრებები აფხაზეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, აფხაზეთში რუსების მიმართ დამოკიდებულება უაღრესად შემაშფოთებელია, აფხაზეთს არ სურს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, ამიტომ მოსკოვი მათ საქართველოსთან კონფედერაციის შექმნას ურჩევს, თუმცა ამბობს, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უკან ვერ წაიღებს.
შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ მე სულაც არ ვთვლი, რომ აფხაზეთში რამე განსაკუთრებული ხდება, მოსკოვს სოხუმისა და ცხინვალის მიმართ დამოკიდებულებაში რაიმე სერიოზული ცვლილებაა მომხდარი.
პოლიანსაკაის ხედვები რამდენად ყურადსაღებია?
– უფრო ფართოდ რომ ვიმსჯელოთ, რუსეთს განსაზღვრული აქვს რეგიონის თავისი ახალი ამოცანებისთვის გადაალაგიოს.
ჩემი აზრით, მოსკოვში მიხვდნენ რომ 90-იანი წლების დასაწყისში უდიდესი შეცდომა დაუშვეს. მათ პრაქტიკულიდ გაწირეს საქართველო, მისი მოსახლეობა და სახელმწიფოებრიობა. ამისი საფასურის გადახდა, როგორც ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული, რუსეთს არ სურს. ამიტომ მოსკოვი ეძებს საშუალებებს რათა ერთის მხრივ სრულიად დააკმაყოფილოს თავისი იმპერიული მოთხოვნულებები, და მეორეს მხრივ ეს ყოველივე თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე გააკეთოს.
მოსკოვში მიხვდნენ რომ 90-იანი წლების დასაწყისში უდიდესი შეცდომა დაუშვეს. მათ პრაქტიკულად გაწირეს საქართველო, მისი მოსახლეობა და სახელმწიფოებრიობა. ამისი საფასურის გადახდა, როგორც ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული, რუსეთს არ სურს. ამიტომ მოსკოვი ეძებს საშუალებებს რათა ერთის მხრივ სრულიად დააკმაყოფილოს თავისი იმპერიული მოთხოვნილებები, და მეორეს მხრივ ეს ყოველივე თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე გააკეთოს
თავისი ამოცანების შესასრულებლად რუსეთი მზადაა მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად, და ამით რუსეთი სახიფათიოც ხდება ბევრი თვალსაზრისით. ასეთი გადალაგება ითვალისწინებს საქართველოზე კონტროლს.
ჩვენი ქვეყანა, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რეალურად აკონტროლებს სატრანსპორტო კომუნიკაციებს რომელიც არა მარტო რუსეთში არა მედ რეგიონის სხვა ქვეყნებს აკავშირებს გარე სამყაროსთან. გარდა ამისა, საქართველოს აქვს კარგი და გამართული საფინანსო სექტორი, რომელიც ინტეგრირებულია საერთაშორისო სისტემაში. ამას ემატება მჭიდრო და ჯერ ჯერობით არსებული შეუფერხებელი საერთაშორისო საჰაერო კავშირები.
თავისი ამოცანების შესასრულებლად რუსეთი მზადაა მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად, და ამით რუსეთი სახიფათოც ხდება ბევრი თვალსაზრისით. ასეთი გადალაგება ითვალისწინებს საქართველოზე კონტროლს
ყოველივე ეს საქართველოს ხდის უმნიშვნელოვანესს სუბიექტად რუსეთის ფგედერაციისთვის. ამიტომ, მისი სასიცოცხლო ინტერესია საქართველოს ყოფნა თავისი გავლენის სფეროში. აქვე, როიგორც ავღნიშნე, მას ამის გაკეთება სურს იაფად.
მოსკოვში კარგად ესმით თავისი ინტერესების ჩარჩოები საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ, ამავდროულად ვფიქრობ, კარგად არ იაზრებენ ქართველი ხალხის განწყობებს მის მიმართ.
ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაციაში ვერ ხვდებიან, რომ ის რაც 30 სწლის განმავლობაში განიცადა საქართველომ რუსეთის მხრიდან, არსად წასულა და არც მეხსიერებიდანაა ამოშლილი. ამიტომ, კოსმეტიკური ნაბიჯების გადადგმით, ეს ღრმა ჭრილობები ვერ და არ მოშუშდება.
სერიოზული პრობლემების გადაჭრას, სერიოზული და სიღრმისეული გააზრება და მიდგომები ჭირდება. რასაც დღეს ვისმენთ მოსკოვიდან, სხვადასხვა ექსპერტისა თუ მოლაპარაკე სუბიექტებიდან გახლავთ ზედაპირული და არაგაყიდვადი ქართული საზოგადოებისთვის.
სერიოზული პრობლემების გადაჭრას, სერიოზული და სიღრმისეული გააზრება და მიდგომები ჭირდება. რასაც დღეს ვისმენთ მოსკოვიდან, სხვადასხვა ექსპერტისა თუ მოლაპარაკე სუბიექტებიდან გახლავთ ზედაპირული და არა გაყიდვადი ქართული საზოგადოებისთვის
– ვთქვათ, სხვადასხვა მიზეზთა გამო შესაძლებელი გახდა ამ ხედვის რეალიზაცია, მისი განხორციელების დაწყებამ რა შეიძლება მისცეს საქართველოს ქვეყნის მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით?
და ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა?
– ყველაზე დიდი საფრთხე რასაც მე ამ ვითარებაში ვხედავ არის ის რომ საქართველო დარჩება რუსეთთან პირისპირ, რაც ძალზედ არასასურველი და დიდი რისკების შემცველია.
რუსეთის ასეთი აგრესიული მიდგომა განპირობებულია მისი დღევანდელი არასახარბიელო გეოპოლიტიკური მდგომარეობით. ბუნებრივია, ის ცდილობს ამ ვითარების თავის სასარგებლოდ მოტრიალებას. ამიტომ მოსკოვი ყველანაირად შეეცდება გაიუმჯობესოს პოზიციები იქ სადაც ამის საშუალება ექნება, და ეს გააკეთოს სხვა სუბიექტების ხარჯზე. ერთ ერთი ყველაზე მოწყვლადი აღნიშნული თვალსაზრისით არის საქართველო.
აღნიშნული, რა თქმა უნდა., განპირობებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებით, და მოსკოვის გავლენით, რომლითაც ის წლებია მანიპულირებს. ყოველივე ეს მას აძლევს საშუალებას პოლიტიკური მანევრირების და შესაბამისი რიტორიკის საშუალებით დატესტოს ესა თუ ის ნაბიჯი.
გარდა ამისა, მას გააჩნია რესურსი მოახდინოს ზეწოლა რეგიონში არსებულ მოთამაშეებზე რათა მიაღწიოს თავის მიზნებს.
საქართველოს კონფედერაციული მოწყობის გარდა, სულ უფრო ხშირად ისმის სამი პლიუს სამი ფორმატის ამუშავებაზე, რაც საქართველოს დასავლურ ვექტორს საფრთხეს უქმნის.
ამიტომ, დღეს არსებული ვითარება, და საქართველოს დასუსტებული პოზიციები, როგორც რეგიონში, ასევე უფრო ფართო გეოპოლიტიკურ სივრცეში, ბევრი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო და გრძელვადიანი ინტერესების გატარებისთვის.
ის, რაც ჩვენ წლიდან წლამდე კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით გვესმის ძირითადად არის ზედაპირული და მაპატიეთ, მაგრამ, არაკომპეტენტური მიდგომა
ხსენებული ეხება როგორც საგარეო ისე საშინინაო პოლიტიკურ სფეროს, არაფერი რომ არ ვთქვათ სამხედრო და ეკონომიკურ ასპექტებზე.
– არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა სპექტრმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა ივანიშვილის გორში გამოსვლა.
რადგან საარჩევნო კამპანიაა, იყო მოლოდინი, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს კონფლიქტების მოგვარების თემებზე არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტებისგან მოვისმენდით, ხელისუფლებისგან განსხვავებულ ალტერნატიულ მოსაზრებებს, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი ხდება.
რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ კონფლიქტების მოგვარების თემებზე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან, პრაქტიკულად არც არაფერი გვესმის? ხედვები არ აქვთ, თუ რაშია საქმე?
– ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებით, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს, მთლიანობაში, ნაკლებად აქვს გააზრებული აღნიშული პრობლემატიკის მნიშვნელობაც და სირთულეც.
ის, რაც ჩვენ წლიდან წლამდე კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით გვესმის ძირითადად არის ზედაპირული და მაპატიეთ, მაგრამ, არაუკომპეტენტური მიდგომა. რატომღაც ყველა ელოდება კეთილ ნებას და ამ კეთილი ნების მიღებას მეორე მხრიდან, ხან მოსკოვიდან, ხან სოხუმიდან, ან ცხინვალიდან. მიჭირს გითხრათ რატომ ხდება ყოველივე ეს. მაგრამ, ერთი ცხადია – დრო მიდის, მაგრამ დიდად არაფერი იცვლება.
მე კარგად მახსოვს წლების წინ ბიდიშის კამპანია, რომელიც გარკვეული პირების მიერ იყო ინიციირებული. მერე მახსოვს მხატვრული ფილმები ამ თემაზე გადაღებული, რომელიც გაუგებარ მიზნებს ემსახურება.
ერთია, ჩემთვის ცხადი – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხის გადაჭრას უნდა მოშორდეს კამპანიურობის სახე, და უნდა იყოს სისტემატური და, სწორად დაგეგმილი, სტრატეგიული მუშაობა, გარკვევული მიზნებით და ამოცანებით.
ეს უნდა ხდებოდეს ყველა სფეროში და რაც უმთავრესია ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ ჩვენ ამას 30 წლის განმავლობაში ვერ ვხედავთ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ