ვალდაის ფორუმზე გაკეთებული განცხადებებით რა უთხრა პუტინმა ევროპას, ვაშინგტონსა და პირადად ტრამპს, ასევე პეკინსა და საქართველოს, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ვიდრე ჩვენ 4 ოქტომბერს ადგილობრივი ორგანოების არჩევნების თემებითა და საშინაო პოლიტიკაში ოპოზიციური პოლიტიკურად განწყობილი ძალების მიერ დაანონსებული „მშვიდობიან რევოლუციაზე“ გვქონდა ყურადღება კონცენტრირებული, საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაზეც ნამდვილად ღირს საუბარი და მსჯელობა.
უკრაინა–რუსეთის ომის ფონზე ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ასევე უკრაინის გამო ევროპა-რუსეთის, ამავე მიზეზის გამო აშშ-რუსეთის ურთიერთობებს ჩვენ აუცილებლად შევეხბით, მაგრამ, საუბარი მინდა შემოგთავაზოთ რუსეთში გამართულ ე.წ. ვალდაის ფორუმზე, რომელიც ამჯერად სოჭში გაიმართა და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთისა და ვაშინგტონის, ასვე შიდა მოხმარებისთვის საკმაოდ მრავლისმეტყველი განცხადებები გააკეთა.
პუტინმა ევროპა და ევროპელი ლიდერები დაადანაშაული უკრაინის ომის გაჭიანურებაში, მაგრამ, არაფერი უთქვამს იმაზე, რომ უკრაინისთვის ევროპელებსა და ამერიკელებს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად მხარდაჭერა არ გამოეცხადებინათ, სუვერენული უკრაინის სახელმწიფო, პრაქტიკულად აღარც იარსებებდა.
თქვენი აზრით, რა უთხრა ევროპასა და ევროპელ ლიდერებს პრეზიდენტმა პუტინმა და ამ განცხადებებით, სავარაუდოდ, რა შედეგის მიღება ჰქონდა მას ნავარაუდები?
– ყველა ეტაპზე პრეზიდენტი პუტინი აჩვენებს თანმიმდევრულობას თავის მიდგომებში, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ე.წ. პირველად მიზეზებს უკრაინის ომისა და ამით ისევ დააფიქსირა რომ რუსეთს აქვს უფლება და მიზეზი იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს.
მეტიც, მისი თქმით ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამას ვერ და არ ხვდებიან, და ეს არის ძალიან უარყოფითი ფაქტორი, რაც აძლევს საშუალებას უკრაინას შეეწინააღმდეგოს რუსეთს პოლიტიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისით. და სწორედ ეს არის უდიდესი დაბრკოლება რუსეთისთვის “მშვიდობის” დასამყარებლად. ამ შემთხვევაშო “მშვიდობა” უკრაინის კაპიტულაციას უდრის.
ყველა ეტაპზე პრეზიდენტი პუტინი აჩვენებს თანმიმდევრულობას თავის მიდგომებში, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ე.წ. პირველად მიზეზებს უკრაინის ომისა და ამით ისევ დააფიქსირა რომ რუსეთს აქვს უფლება და მიზეზი იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს
მისი თქმით დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპელი მოკავშირეები, არ დათანხმდნენ რუსულ პოზიციას, და ამის გამო “თავისი უნდა მიიღონ”. ამავდროულად ის საკმაოდ ფრთხილობს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციების შეფასებისას, და ხაზს უსვამს დადებით დინამიკას, რომელიც ანკორეჯის შეხვედრის შემდეგ არსებობს პუტინისა და ტრამპის ურთიერთობაში.
ამით პრეზიდენტი პუტინი ცდილობს კიდევ უფრო გააღრმაოს უთანხმოებები აშშ-სა და ნატოს დანარჩენ წევრებს შორის და ამით რა თქმა უნდა გამოიწვიოს ალიანსის დასუსტება და შესაბამისად უკრაინის მიმართ დახმარების შემცირება.
პრეზიდენტი პუტინი ცდილობს კიდევ უფრო გააღრმაოს უთანხმოებები აშშ-სა და ნატოს დანარჩენ წევრებს შორის და ამით რა თქმა უნდა გამოიწვიოს ალიანსის დასუსტება და შესაბამისად უკრაინის მიმართ დახმარების შემცირება
ყოველივე აღნიშნული, თუ განხორციელდა, მოწოდებულია გაუადვილოს რუსეთს არა მარტო უკრაინაზე უპირატესობისა და საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება, არა მედ მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ დომინაციას ევროპის კონტინენტზე.
– შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პუტინის მიერ ნათქვამი იმაზე, რომ „რუსეთი მზადაა ომი აწარმოოს გამოფიტვაზე“, მისი მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო განცხადება იყო.
თუ ამას, იმასაც დავუმატებთ, რომ მან ასევე თქმა, – „რუსეთს სანქციების არ ეშინა და რუსეთი ევროპულ სანქციებსაც გაუძლებს, პირადად იგი კი ევროპელ ლიდერებსაც, რომლებიც არჩევნების გამო იცვლებიან, ის კი ახლაც არის და მომავალშიც იქნება“, იმასაც ნიშნავს, რომ პუტინს იმედი აქვს რომ ევროპული ქვეყნები რუსეთის მიმართ ისეთი კრიტიკური არ იქნებიან, როგორც ახლა არიან.
თქვენ როგორ შეაფასებდით პუტინის ამ განცხადებებს? ასევე იმას, სავარაუდოდ, რა აძლევს მას იმის თქმის საშუალებას, ასე თქვას და უკრაინაში ომის წარმოების თითქმის სამი წლის შემდეგ ევროპელ ლიდერებს მუქარანარები გზავნილები გაუგზავნოს?
– ბუნებრივია, ევროპული დემოკრატიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა არჩევნების მეშვეობით პოლიტიკური ფიგურების ცვლა. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ კრიტიკულ ვითარებაში, პოლიტიკური პროცესები დემოკრატიულ საზოგადოებებში ხშირად მოწყვლადი ხდება. ამიტომ, პრეზიდენტ პუტინის გათვლა შესაძლოა, არის ზუსტად ასეთ ასპექტებზე.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ევროპაში ბოლოდროინდელი ვითარება ხელს უწყობს რადიკალური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალების აღზევებას. აღნიშნული უკრაინაში მიმდინარე ომითაცაა განპირობებული ნაწილობრივ. გარდა ამისა არ დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს ჩვენ მოწმენი ვხდებით ომის წარმოების ჰიბრიდული მეთოდების გამოყენების მთელ სპექტრს, რომელიც არაუკანასკნელ რიგში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს.
ამიტომ, ზოგადი თვალსაზრისით ვითარება ძალზედ სწრაფად იცვლება და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებიც სწრაფ რელსებზეა გადასაყვანი. ევროპა ამ თვალსაზრისით საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაშია, ამიტომ არსებულ ვითარებაში მისი მოწყვლადობის დონე ჯერ-ჯერობით მაღალია. თუმცა ჩვენ ვხედავთ აღნიშნული პრობლემის გააზრებასა და აღიარებას, რაც მყისიერი გადაწყვეტილებების საფუძველი შეიძლება იყოს.
სხვადასხვა ფორმით რუსეთის გააქტიურება ევროპის ქვეყნებში, ხშირ შემთხვევაში იმიტაციაც კი, მიუთითებს რეალურ საფრთხეებზე, რომლითაც რუსეთი ევროპულ კონტინენტს ემუქრება. ამიტომ, ყოველივე ეს არის ესკალირების სხვადასხვა ფორმები, რაც ომის მსვლელობის ნაწილად უნდა ჩაითვალოს
რაც შეეხება მუქარებს, დიახ, ესეც პოლიტიკის და ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც შემდგომი ესკალაციის წრეზე მიგვითითებს. რა იგულისხმება აღნიშნულში? უპირველეს ყოვლისა ეს არ არის ცარიელი მუქარები, ეს ქმედებებშია გადაზრდილი. კერძოდ, პოლონეთში დრონების შეჭრა, ბელორუსში სამხედრო სწავლებები, რომელსაც მოჰყვა კალინინგრადის ოლქში ისკანდერის ტაქტიკური რაკეტების ორი დანადგარის დემონსტრაციულად საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა, ტალინზე სარაკეტო დარტყმის იმიტაცია, რომელიც სამი მიგ- 31 მიერ იქნა განხორციელებული, “უცნობი” დრონების გამოჩენა ჩრდილოეთ ევროპაში რამაც რამდენიმე მსხვილი საჰაერო ჰაბის დროებითი დახურვა გამოიწვია.
ასევე მოჰყვა ბალტიის ფსკერზე გადებული კავშირგაბმულობისა და ელექტრო კაბელების მრავალჯერადი დაზიანებები, კიბერშეტევები, და მრავალი სხვა მტრული ქმედებები. სხვადასხვა ფორმით რუსეთის გააქტიურება ევროპის ქვეყნებში, ხშირ შემთხვევაში იმიტაციაც კი, მიუთითებს რეალურ საფრთხეებზე, რომლითაც რუსეთი ევროპულ კონტინენტს ემუქრება. ამიტომ, ყოველივე ეს არის ესკალირების სხვადასხვა ფორმები, რაც ომის მსვლელობის ნაწილად უნდა ჩაითვალოს.
– პუტინის ამგვარი განცხადებების მიზეზებზე მსჯელობისას ამერიკელი და ევროპელი სერიოზული მკვევარები და დამკვირებლები ჩინეთის ფაქტორს მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი უკრაინის საკითხში ყოველთვის ცდილობდა ისეთი განცხადებები გაეკეთებინა, რომელიც საერთაშორისო პრინციპებისაგან ამოვარდნილი არ ყოფილიყო, პეკინი, რამდენადაც შეეძლო ეხმარებოდა რუსეთს.
რომ არა ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რომელზედაც ჩინეთის გავლენა დიდია, ასე ღიად იარაღითა და ცოცხალი ძალით არ და ვერ დაეხმარებოდა უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთს. რუსეთი ვერც იმდენ სამხედრო მრეწველობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების საშულებებს ვერ მიიღებდა.
მეტიც, რაც უფრო მეტი დრო გადის, დასავლელი და ამერიკელი დამკვირვებლების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ „ჩინეთი რუსეთთან ერთად არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მონაწილე“.
სულ უფრო ხშირად გაიგონებთ მტკიცებებს, რომ „ჩინეთი დასავლეთს რუსეთის საშუალებით ებრძვის“. ამგვარი პრალდებები პასუხად რუსი პროპაგანდისტებისგან ისმის ბრალდება – „დასავლეთი რუსეთს უკრაინელების საშუალებით ებრძვის“.
შეიძლება ითქვას, რომ პუტინის მიერ სოჭში გაკეთებული განცხადებები იმითაა განპირობებული, რომ პუტნს ზურგს ჩინეთი უმაგრებს?
თუ არაა გამორიცხული რომ ჩინეთის ლიდერმა სიმ-მ ამის შესახებ ღიად განაცხადოს, ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, რა დღეში აღმოჩნდება აშშ-ჩინური და ევროპა-ჩინეთი ეკონომიკური ურთიერთობები და საერთოდ მსოფლიო ეკონომიკა?
მოვლენათა ასეთი გამწვავებითვის მზადაა ჩინეთი?
– შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ბოლო შეხვედრისას გამოჩნდა რომ გარკვეული ქვეყნები ქმნიან ალიანსს, რომელიც ე.წ. გლობალური სამხრეთის ინტერესების დამცვლელად გვევლინება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ლიდერად გვევლინება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ვაჭრობის სფეროში რუსეთის ფედერაციასთან, და ბევრი ეკონომიკის სპეციალისტის თქმით, სწორედ ეს თანამშრომლობა აძლევს საშუალებას და რესურს რუსეთს, რათა გაუძლოს ეკონომიკურ და რესურსების მხრივ წნეხს, რომელიც განპირობებულია მისი უკრაინაში შეჭრით.
თავის გამოსვლაში ვალდაის კლუბის შეკრებაზე, პრეზიდენტმა პუტინმა ახსენა ბრიკსი და სხვა გაერთიანებები, რომელიც მისი თქმით, კონკურენტუნარიანია დასავლურ სისტემასთან და მოწოდებულია დაუპირისპირდეს გლობალურ უთანასწორობას.
ასეთი ალტერნატიული ცენტრი იქმნება და ვლადიმირ პუტინი იმედს გამოთქვამს რომ ის იქნება ქმედითუნარიანი და წარმატებული თავისი ამოცანების შესრულებაში. ის აგრეთვე უყურებს ასეთ გაერთიანებას, როგორც დასავლური სანქციების მიერ მიყენებული ზარალის შემსუბუქების გზას, რადგან აღნიშნული გაერთიანებები წარმოადგენენ, მისი აზრით, ალტერნატიულ ბაზარს რუსული ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის.
დასავლური ბაზრებისა და ჩინეთის ეკონომიკას შორის არსებული ურთიერთ კავშირები უზრუნველყოფენ გლობალური ეკონომიკის მდგრადობას, რისი დარღვევა არცერთ მონაწილე სუბიექტის ინტერესში არ შედის, მით უმეტეს, რომ ჩინეთისა და დასავლეთის სავაჭრო ბრუნვა მინიმუმ 5-6ჯერ აღემატება ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებულ სავაჭრო ბრუნვას. ეს ფაქტორი ბევრი თვალსაზრისით დიდწილად განსაზღვრავს ჩინეთსა და დასავლეთს შორის სამომავლო ურთიერთობებს
მაგრამ, ცხადია, იმისათვის რომ ეკონომიკა განვითარდეს და აღწევდეს თანამედრეოვე დონეს ხარისხობრივადაც და ტექნოლოგიურადაც, ის უნდა თანამშრომლობდეს და კაპიტალით მდიდარ და განვითარებულო ბაზრებთან. სწორედ ასეთი ბაზრებია ევროკავშირი და აშშ. ამ ბაზრებთან გაღრმავებული ურთიერთობის შედეგია ჩინეთის უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატებები და ზრდა. გამომდინარე აქედან, დასავლური ბაზრებისა და ჩინეთის ეკონომიკას შორის არსებული ურთიერთ კავშირები უზრუნველყოფენ გლობალური ეკონომიკის მდგრადობას, რისი დარღვევა არცერთ მონაწილე სუბიექტის ინტერესში არ შედის, მით უმეტეს, რომ ჩინეთისა და დასავლეთის სავაჭრო ბრუნვა მინიმუმ 5-6ჯერ აღემატება ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებულ სავაჭრო ბრუნვას. ეს ფაქტორი ბევრი თვალსაზრისით დიდწილად განსაზღვრავს ჩინეთსა და დასავლეთს შორის სამომავლო ურთიერთობებს.
– ვალდაის ფორუმზე ასევე ვიხილეთ აშშ-სა და აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ პუტინის ისეთი განცხადებები, რომელიც მლიქვნელობის ხარისხით, დაახლოებით ისეთივეს შთაბეჭდილება დატოვა, როგორც სსრკ-ს დროს საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერები მლიქვნელობდნენ და ეპირფერებოდნენ სსრკ-ში პირველ პირს.
მანამდე თვალს ვადევნებდით უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზით მოგვარების ტრამპის მცდელოებებს. ამავე ფარგლებში ურთიერთგამომრიცხავ და ხშირად გაუგებარ განცხადებებს.
პუტინმა ტრამპი არა ერთხელ მოიხსენია „მეგობრად და „პარტნიორად.“ თუმცა, იქვე, თითქოს სხვათა შორის შენიშნა რომ „აშშ-ს მიერ უკრაინისთვის ტომოგავკების მიცემა რუსეთისთვის დიდი პრობლემა იქნებოდა.“
რადგან ამ თემაზე მსჯელობამ მოიტანა, შეიძლება უკრაინაზე, უკრაინა-რუსეთის ომზე ტრამპის არა ერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება. ან თუნცად გამონათქვამები იმაზე, რომ აშშ უკრაინას „ტომოგავკებს მისცემს“. შემდეგ იმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია“.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ან ტრამპი პუტინს ამ და უკრაინისთვის დახმარების სხვა თემებზე ევაჭრება, ან, როგორც, ბევრი, მათ შორის პუტინის დევნის გამო აშშ-ში და ევროპაში მცხოვრები რუსი ანალიტიკოსები თვლიან „ტრამპი პუტინზე მუშაობს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის პოლიტიკას უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებაში?
თუ პეკინმა ღიად გადაწყვიტა უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, როგორი იქნება ამაზე ტრამპის რეაქცია?
– ამ საკითხებზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. ბოლო დროს შეინიშნება გარკვეული გაღიზიანება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც აშკარაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი საკმაოდ სერიოზულ დათმობებზე წავიდა, პრეზიდენტ პუტინს პომპეზურად დახვდა ალასკაზე, რუსეთის ფედერაციამ ამ დროს განახორციელა უკრაინის ყველაზე მასიური დაბომბვები, და გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ ევროპელი მოკავშირეების მიმართ საკმაოდ აგრესიულ რიტორიკასა და რეალურ ქმედებებს, რასაც სამხედრეო ესკალაციის ნიშნები გააჩნია.
ამიტომ, პრეზიდენტ ტრამპს, როგორც ჩანს, სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება პრეზიდენტ პუტინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამავდროულად, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გაითვალისწინოს არა მარტო მოკავშირეების პოზიციები, არამედ შიდა აუდიტორიის განწყობები, რომელიც მეტ წილად ანტი პუტინისტურია.
პრეზიდენტ ტრამპს, როგორც ჩანს, სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება პრეზიდენტ პუტინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამავდროულად, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გაითვალისწინოს არა მარტო მოკავშირეების პოზიციები, არამედ შიდა აუდიტორიის განწყობები, რომელიც მეტ წილად ანტიპუტინისტურია.
ამიტომ, ჩემი აზრით, რუსეთის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გამოიწვიეს პრეზიდენტ ტრამპის იმედგაცრუება. სავარაუდოდ, ამითაა განპირობებული ტამაჰავკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, და შესაბამისი რიტორიკა, რომელიც მორიდების გარეშე მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ვლადიმირ პუტინის მისამართით.
რაც შეეხება პეკინის რუსეთისადმი დახმარებას, ი, როგორც უკვე ავღნიშნეთ არსებობს და საკმაოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, პირდაპირი იარაღის მიწოდება ჯერ-ჯერობით არავის მიერ დაფიქსირებული არ ყოფილა. თუმცა ინფორმაცია ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობის მიწოდებაზე დრო და დრო ვრცელდება.
ჩემის აზრით, ჩინეთის ამჟამინდელი პოზიცია, არ ითვალისწინებს რუსეთისადმი პირდაპირი სამხედრო შეიარაღების მიწოდებას, და ის შემოიფარგლება ეკონომიკური თანამშრომლობით, რაც თავის მხრივ რუსეთის ეკონომიკური გადარჩენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორად შეიძლება იქცეს
გარდა ამისა, ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია ჩინეთის მიერ რუსეთისადმი გაწეული დახმარების კოსმოსური დაკვირვებისა და სადაზვერვო თანამგზავრების მხრივ, რასაც ოფიციალური პეკინი უარყოფს.
ჩემის აზრით, ჩინეთის ამჟამინდელი პოზიცია, არ ითვალისწინებს რუსეთისადმი პირდაპირი სამხედრო შეიარაღების მიწოდებას, და ის შემოიფარგლება ეკონომიკური თანამშრომლობით, რაც თავის მხრივ რუსეთის ეკონომიკური გადარჩენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორად შეიძლება იქცეს.
– იმის გათვალისწინებით რომ ვიცით, სავარაუდოდ, როგორ მზადდება სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირების საჯარო გამოსვლები, განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ამა თუ იმ თემაზე რა გზავნილი უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა პუტინმა დასავლელი პარტიორებისთვის, საშინაო მოხმარებისთვის და ასევე რუსეთის ახლო სამეზობლოს გასაგონად, გვერდს ვერ აუვლით პუტინის მიერ საქართველოზე და რუსეთის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
პუტინმა ამ თემაზე დაახლოებით ასე თქვა – „თუ რუსეთი დაიშალა, საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვერ დაიბრუნებს“.
ცხადია, რომ ეს გზავნილი საქართველოში ოფიციალური თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის გასაგონად იქნა ნათქვამი.
სავარაუდოდ, ისეთ დიდ ფორმზე, როგორც ვალდაის ფორუმია, რატომ „გაახსენდა“ პუტინს საქართველო, დაკარგული აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის ტერიტორიები, რომლებიც მან კარგა ხანია პრაქტიკულად რუსეთის ნაწილებად აქცია?
რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით პუტინი თბილისს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად კონფედერაციის შექმნას სთავაზობს, რომელიც კრემლის კონტროლს დაექვემდებარება?
– ამ საკითხზე ინფორმაცია თითქმის არ არსებობს. ცხადია, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე არაფერია გამორიცხული. მაგრამ არსებობს ირიბი ფაქტორები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, და რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავასკვნათ თუ რა პროცესებთან გვაქვს ან შეიძლება გვქონდეს საქმე.
უპირველესად მოდით ვისაუბროთ ინტერესებზე. რუსეთის ინტერესია გააღრმავოს მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში. დღეს, სომხეთში და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენების ფონზე მას ამის საშუალება ობიექტურად საქართველოში აქვს. სანქციების რეჟიმის დაწესების შემდეგ, საქართველო მისთვის გახდა უმნიშვნელოვანესი გასასვლელი გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის, ეს ფაქტია.
მაგრამ, ეს გასასვლელი ვიწრო და ბოლომდე მოუხერხებელია. ამის გასაფართოებლად რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურა უნდა ამოქმედდეს. მაგალითისთვის ეს არის საქართველოს სამხედრო გზის მოდერნიზაცია, როკის გვირაბის გავლით საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა, აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების გასხნა და ამუშავება.
აღნიშნული მისცემს საშუალებას რუსეთს პირდაპირ დაუკავშირდეს საქართველოს პორტებს, კიდევ უფრო გაზარდოს ტვირთბრუნვა თურქეთის გავლით, დააკავშიროს მის კონცესიაში არსებული ე.წ. სამხრეთ კავკასიის რკინიგზა (სომხეთის რკინიგზა) რუსეთის სარკინიგზო ქსელს და სავარაუდოდ სომხეთის გავლით აღადგინოს სარკინიგზო მიმოსვლა ირანთან, რომელიც თავის მხრივ ბანდერაბასის პორტის მეშვეობით უკავშირდება ინდოეთის პორტებს.
ასეთი მაშტაბური ინტერესების განსახორციელებლად რუსეთს სჭირდება საქართველო, მისი თანხმობა და მონაწილეობა. ამავდროულად უდიდესი კითხვა გახლავთ, რატომ უნდა წავიდეს საქართველო ასეთი სახის თანამშრომლობაზე? ყველას კარგად მოეხსენება, რა როლი ითამაშა რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მოსახლეობის ეკონომიკური, ფიზიკური და მორალური განაგდურებისა და დამცირებისთვის. ამის დაძლევა საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით არსებულ ვითარებაში შეუძლებელია.
რუსეთის მასშტაბური ინტერესების განსახორციელებლად რუსეთს სჭირდება საქართველო, მისი თანხმობა და მონაწილეობა. ამავდროულად უდიდესი კითხვა გახლავთ, რატომ უნდა წავიდეს საქართველო ასეთი სახის თანამშრომლობაზე? ყველას კარგად მოეხსენება, რა როლი ითამაშა რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მოსახლეობის ეკონომიკური, ფიზიკური და მორალური განაგდურებისა და დამცირებისთვის. ამის დაძლევა საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით არსებულ ვითარებაში შეუძლებელია
შეუძლებელია აუხსნა ქართულ საზოგადოებას თუ რატომ უნდა დაკმაყოფილდეს რუსული ინტერესები საქართველოს ხარჯზე. ეს საკითხი მტკივნეული და არაერთგვაროვანია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ამიტომ, რუსეთი, მისი დღევანდელი ინტერესების რეალიზაციის თვალსაზრისით, საქართველოსთან მიმართებაში დაშვებული უმძიმესი შეცდომებისა და დანაშაულებების ტყვეობაშია. თუმცა, ხსენებულის მიუხედავად, რუსეთი კვლავაც აქტიურად აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებს.
სულ ბოლოდროინდელი ნაბიჯები მოიცავს, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციას და მის ამოქმედებას რუსული ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის და ინფრასტრუქტურის უკანონო გამოყენებას, რუსეთის რკინიგზის მიერ სოხუმის მიმართულებით სატვირთო და სამოქალაქო მატარებლების მიმოსვლის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურის უკანონო გამოყენებას წარმოადგენს, სოჭისა და სოხუმს შორის საქართველოს საზღვაო აკვატორიის უკანონო გამოყენებით სწრაფი ხომალდების რეგულარულ მიმოსვლას, ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურის უკანონო გამოყენებას სხვა ქვეყნებთან ტვირთგადაზიდვის მიზნით და მრავალი სხვა.
ასეთ ვითარებაში, ნებისმიერ რუსეთის შეთავაზებას აზრი ეკარგება, ისევე როგორც რუსეთთან თანამშრომლობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაც ვთვლი, რომ ნებისმიერი სვლა ასეთი ‘თანამშრომლობის” შეთავაზების გზაზე, წინასწარ განწირულია, უპირველეს ყოვლისა იმის გამო რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ფუნდამენტურ ინტერესებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ მკვეთრად მიუღებელია საქართველოს საზოგადოების ფართო სპექტრისთვის.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
