შუა აზიის ქვეყნების ლიდერების აშშ-ში განხორციელებული ვიზიტებისა და გაფორმებული შეთანხმებების შედეგებზე, აზიის ქვეყნებიდან ტვირთების სომხეთში „ტრამპის გზაზე“ მოხვედრაზე საუბარისას, სავარაუდოდ, რატომ არ იყო ნახსენები აშშ-ს სახდეპის განცხადებაში საქართველო, უკრაინა–რუსეთის ომთან და რუსეთთან მიმართებაში ტრამპის დამოკიდებულების ცვლილებებსა და სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპსა და შუა აზიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შედეგიც, საკმაოდ შთამბეჭდავია.
აშშ-მ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმება გააფორმა, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს. ამ თემაზე შეერთებული შტატებისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის მთავრობების ერთობლივ განცხადებაშია, საუბარი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
თეთრ სახლში ალიევ-ფაშინიანის შემდეგ ტრამპმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების 5 ლიდერს უმასპინძლა. აშშ-სა და ამ ქვეყნებს შორის შეთანხმებებიც საკმაოზე მეტად შთამბეჭდავია.
თქვენ როგორ შეაფასებდით შუა აზიის ქვეყნების ლიდერების ვაშინგტონში ტრამპთან შეხვედრას და იმ შედეგებს, რომლებზეც თანამშრომლობის შესახებ მხარეები შეთანხმდნენ?
– მოგეხსენებათ ცენტრალური აზია არის გეოგრაფიულად დიდი, მდიდარი და ამიტომ მიმზიდველი რეგიონი. ამავდროულად ის წარმოადგენს ევრაზიის კონტინენტის ყველაზე მიუწვდომელი რეგიონს რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი.
მაგრამ, დღევანდელი გლობალური პროცესების გათვალისწინებით აღნიშნული რეგიონის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. აღნიშნული განპირობებულია მისი სტრატეგიული მდებარეობით, რადგან მისი მდებარეობა და გეოსტრატეგიული ფუნქცია წვდება რუსეთს, ჩინეთს, კასპიის აუზის ქვეყნებსა და სამხრეთით ირანს, პაკისტანს, ავღანეთსა და ინდოეთის სუბკონტინენტსაც კი. გარდა ამისა, ცენტრალური აზია გახლავთ მინერალური წიაღისეულით უმდიდრესი რეგიონი, და ამიტომ გეოგრაფიულად მასთან მომიჯნავე ქვეყნებს ძალზედ დიდი ინტერესი გააჩნიათ ამ რესურსებისადმი წვდომის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის მიმართ აშშ-ს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადმინისტრაციების მხრიდან ინტერესი არ აკლდა. ავღანეთის ომის კონტექსტში ყირგიზეთსა და უზბეკეთში აშშ-ს გააჩნდა მძლავრი სამხედრო ბაზები, და შესაბამისად რეგიონის მთავრობებთან სტრატეგიული ურთიერთობები მაშინ ჩამოყალიბდა. მაშინ არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
პრეზიდენტ ობამას დროს ხსენებული სამხედრო ბაზები გაყვანილ იქნა რეგიონიდან, რამაც სხვა ძალების გაძლიერებას შეუწყო ხელი. თუმცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის თაოსნობით ახალი ფორმატი დაინიციირდა C5+1. მაგრამ, პრეზიდენტ ტრამპა აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, რადგან შეხვედრა შედგა თეთრ სახლში, საგანგებოდ მოწყობილი ღონისძიების ფარგლებში, რამაც აშშ-ს ამ რეგიონის მიმართ ინტერესის ხაზგასმის მნიშვნელოვანი სიგნალია.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის თაოსნობით ახალი ფორმატი დაინიციირდა C5+1. მაგრამ, პრეზიდენტ ტრამპმა აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, რადგან შეხვედრა შედგა თეთრ სახლში, საგანგებოდ მოწყობილი ღონისძიების ფარგლებში, რამაც აშშ-ს ამ რეგიონის მიმართ ინტერესის ხაზგასმის მნიშვნელოვანი სიგნალია
შედეგად მივიღეთ რეგიონის მთავრობებთან საუბრები ყოველმხრივი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე და არსებული კავშირების გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა ეს უპირველეს ყოვლისა ეხება აშშ-ს მხრიდან რეგიონში არსებული საინვესტიციო პროექტების განვითარებას.
მოგეხსენებათ, მხოლოდ ყაზახეთში აშშ-ს კომპანიებს უკვე დაბანდებული აქვთ 100 მილიარდ დოლარზე მეტი. გარდა ამისა ყველა ქვეყანას გააჩნია პოტენციალი შესთავაზოს ამერიკელ ინვესტორებს მათთვის სარგებლიანი საინვესტიციო პროერქტები. ეს ძირითადად ეხება წიაღისეულის მოპოვებას და შემდგომში მისი აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირებას.
აგრეთვე ლაპარაკია საბაჟო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეგიონალურ დონეზე თანამედროვე სისტემებით გამართვაზე, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ვაჭრობასა და საქონლის გაცვლის რეჟიმის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ამავდროულად ყოველივე ეს დაეხმარება რეგიონის ქვეყნებს არსებული სატრანსპორტო დერეფნების უფრო ეფექტურ განვითარებაში.
ცენტრალურ აზიაში ხდება სერიოზული მოთამაშე რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის საპირწონედ. აღნიშნული კი ჩემის აზრით წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში შემდგომ ექსპანსიას
აშშ აგრეთვე გეგმავს დაეხმაროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურ ზრდას, მის უკეთეს წვდომას საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ბაზრებზე, კეთილდღეობის ამაღლებას და ზოგად განვითარებას.
პოლიტიკური თვალსაზრისით, აშშ ცენტრალურ აზიაში ხდება სერიოზული მოთამაშე რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის საპირწონედ. აღნიშნული კი ჩემის აზრით წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში შემდგომ ექსპანსიას.
– ჩვენთვის, ამ ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალური ისაა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ „აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა მოხსენიებულია როგორც “C5+1 ქვეყნები”, რომლებიც შეთანხმდნენ “ტრანსკასპირიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” განვითარებაზე, რომელიც TRIPP-თან – (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”) იგეგმება, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს.
საქართველო, როგორც „შუა დერეფნის“ ქვეყანა ნახსენები საერთოდ არაა. პირიქით, ყურადღება გამახვილებულია „ტრამპის გზაზე“, რომელიც ზანგეზურის კორიდორზე გადის.
იმის გათვალისწინებით, რომ „ტრამპის გზაზე“ რკინიგზას, რომელმაც არაქსის ხეობაში უნდა აშენდეს ამერიკული კომპანიები ააშენებენ, დიდია იმის ალბათობა, რომ მას შემდეგ რაც ზანგეზურის კორიდორი სატრანზიტო ფუნქციას შეიძენს, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას ტვირთები მოაკლდება.
ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ტვირთების ტრანზიტისთვის საზღვარი ცოტა ხნის წინ გაიხსნა.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი საქართველოზე, როგორც „შუა დერეფნის“ ქვეყანაზე?
– ამაში არაფერია გასაკვირი. ცენტრალურ აზიის მიმართ აშშ-ს ინტერესი მზარდია, და ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ტრამპის ადმინისტრაციას უკვე გააჩნია სატრანსპორტო პროექტი სამხრეთ კავკასაიაში.
ეს არის აზერბაიჯან-სომხეთის ტრამპის სამშვიდობო გზა. რა თქმა უნდა, აშშ-ს ადმინისტრაცია ყველანაირად შეეცდება ამ ინიციატივის ჩართვას მის მიერ დაგეგმილ სხვა პროექტებში. მით უმეტეს რომ ამ გზის, სომხეთის მონაკვეთის მართვა ამერიკული კომპანიის მიერ უნდა იყოს განხორციელებული. ეს როგორც წმინდა ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულია.
თუმცა, ამ გზის თანამედროვე მოთხოვნილებების თანახმად აშენება და გამართვა გრძელვადიანი პერსპექტივაა. გარდა ამისა, ტრამპის გზის აშენების შემდგომ მისი გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით ხუთი მილიონი ტონა წელიწადში.
ტრამპის ადმინისტრაციას უკვე გააჩნია სატრანსპორტო პროექტი სამხრეთ კავკასაიაში. ეს არის აზერბაიჯან-სომხეთის ტრამპის სამშვიდობო გზა. რა თქმა უნდა, აშშ-ს ადმინისტრაცია ყველანაირად შეეცდება ამ ინიციატივის ჩართვას მის მიერ დაგეგმილ სხვა პროექტებში. მით უმეტეს რომ ამ გზის, სომხეთის მონაკვეთის მართვა ამერიკული კომპანიის მიერ უნდა იყოს განხორციელებული
ყოველივე იმის გათვალისწინებით თუ რა პროექტებზეა საუბარი ცენტრალური აზიის კონტექსტში, და ტრამპის გზის გამტარუნარიანობისა და აშენებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ აღნიშნული მარშრუტის გამოყენება საკმარისი ვერ იქნება.
– ამ თემაზე და ჩინეთში გამართული ვიზიტის შედეგებზე საუბარისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა – „ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების ერთგულნი ვრჩებით, საქართველო გარშემო არსებული ყველა ქვეყნისთვის საიმედო პარტნიორია, ამიტომ ჩვენს ქვეყანას მომავალშიც შეუძლია თანამშრომლობის გაძლიერებისთვის დადებითი როლი ითამაშოს“.
მისივე განმარტებით – „ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი. ასევე, ამ კონტექსტში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივაში ჩვენი მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან პერსპექტიულია“.
ჩინეთთან, როგორც უდიდესი ეკონომიკისა და გავლენის ქვეყანასთან ურთიერთობა მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ჩინეთისთვის საქართველო იმ თვალსაზრისით შეიძლება იყოს საინტერესო თუ ჩინური ტვირთები საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებში მოხვდება.
გასაგებია რომ ზანგეზურის კორიდორის მშენებლობას, როგორც ამბობენ 3-5 წელი დასჭირდება, მაგრამ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სომხეთთან და აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით ვაშინგტონის გეგმების გათვალისწინებით „საქართველო უფუნქციოდ და სტრატეგიულ მარტოობაში დარჩეს“?
– ჩინეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მოძრავი ტვირთების თვალსაზრისით, საქართველო ვერასოდეს დარჩება უფუნქციო. სხვა საკითხია რამდენად აქტიური იქნება ეს ფუნქცია. ეს ყოველივე დამოკიდებულია ტარიფებზე, სარკინიგზო, საავტომობილო, საპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობაზე, მისი მოდერნიზაციისა და განახლების ტემპებზე და არსებული საბაზრო ურთიერთობების დანერგვაზე ლოჯისტიკურ სფეროში.
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ აქცევს ყურადღებას ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს კარგავს მიზიდულობას სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვაზე. ანუ ხდება სატრანზიტო ფუნქციის დაქვეითება, ან მისი კლება.
ჩინეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მოძრავი ტვირთების თვალსაზრისით, საქართველო ვერასოდეს დარჩება უფუნქციო. სხვა საკითხია რამდენად აქტიური იქნება ეს ფუნქცია. ეს ყოველივე დამოკიდებულია ტარიფებზე, სარკინიგზო, საავტომობილო, საპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობაზე, მისი მოდერნიზაციისა და განახლების ტემპებზე და არსებული საბაზრო ურთიერთობების დანერგვაზე ლოჯისტიკურ სფეროში
მაგრამ, უფუნქციობა ცოტა არ იყოს გადაჭარბებული ტერმინია საქართველოსთან მიმსართებაში. მეტიც, საქართველოს გააჩნია რიგი უპირატესობები ყველა არსებული ან დაგეგმვის ფაზაში განიხილებადი პროექტებთან შედარებით. ამიტომ, იმისათვის რომ მომავალშიც არ გაჩნდეს მსგავსი კითხვები, საქართველომ გეგმაზომიერად უნდა განავითაროს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა რათა კიდევ უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი გახდეს ამ სფეროში არსებული საერთაშორისო მოთამაშეებისთვის.
საქართველოს გააჩნია რიგი უპირატესობები ყველა არსებული ან დაგეგმვის ფაზაში განიხილებადი პროექტებთან შედარებით, ამიტომ, იმისათვის რომ მომავალშიც არ გაჩნდეს მსგავსი კითხვები, საქართველომ გეგმაზომიერად უნდა განავითაროს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა რათა კიდევ უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი გახდეს ამ სფეროში არსებული საერთაშორისო მოთამაშეებისთვის
ამავდროულად, აღნუშნულ საკითხს გააჩნია აგრეთვე გეოპოლიტიკური განზომილება. მოგეხსენებათ, აშშ-ს ცენტრალურ აზიური ინიციატივა განპირობებულია დიდი ქვეყნების კონკურენციით მოცემულ რეგიონში.
ანუ წმინდა ეკონომიკური ინტერესების მიღმა, არსებობს გეოპოლიტიკური ინტერესები, რომლის გაუთვალისწინლობა პატარა ქვეყნებისთვის ამ “დიდ თამაშში” წაგების ტოლფასია.
ამიტომ, არსებულ ვითარებაში ამ ფართო რეგიონის ქვეყნებს მოუწევთ სამ მძლავრ მიზიდულობის ცენტრს შორის ლავირება, რაც არც ისეთი იოლი ამოცანაა. აშშ-ს რეგიონალური ინტერესების ასეთი მყისიერი და აქტიური განაცხადი, შესაძლებელია შეცვალოს დღემდე არსებული რეგიონალური დინამიკა, უპირველეს ყოვლისა ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებაში.
აშშ-ს რეგიონალური ინტერესების ასეთი მყისიერი და აქტიური განაცხადი, შესაძლებელია შეცვალოს დღემდე არსებული რეგიონალური დინამიკა, უპირველეს ყოვლისა ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებაში
ყოველივე ეს განპირობებულია ამერიკის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერითა და მის ხელთ არსებული სათანადო რესურსებით და ამ რესურსების გამოყენებისბ მექანიზმებით, რომელსაც ის სავარაუდოდ გამოიყენებს თავისი ინტერესების გასატარებლად აღნიშნულ დიდ რეგიონში.
– გვერდს ვერ ავუვლით უკრაინა-რუსეთის და რუსეთთან დამოკიდებულებებში აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციებში შესამჩნევ ცვლილებებს.
ერთი თვის წინ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი – „პრეზიდენტ ტრამპს, როგორც ჩანს, სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება პრეზიდენტ პუტინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“.
მას შემდეგ, რაც პუტინმა ტრამპისა და დანარჩენი მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაშანტაჟება სცადა, გაირკვა, რომ ჯერ კიდევ ვაშინგტონში შარშან იყო მიღებული გადაწყვეტილება 2026 წლიდან ამერიკული ბირთვული ქობიენის მატარებელი რაკეტების გერმანიაში განლაგება, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, ამ რაკეტებს შეეძლებათ რუსეთის ტერიტორიაზე 5-6 წუთში მოხვედრა.
პრეზიდენტი ტრამპის ახლა უფრო ხშირად საუბრობს უკრაინელებისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე. ამის პარალელურად აშშ რუსეთის წინააღმდეგ ისეთ მკაცრ სასანქციო პოლიტიკას ატარებს, ბევრი არც იმას გამორიცხავს რომ რუსეთს საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად ფინანსების პრობლება ექნება.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომთან და რუსეთთან დამოკიდებულებაში ტრამპის მიდგომების ცვლილებებს? სავარაუდოდ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ცვილებებს?
– სწორი ბრძანეთ, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რუსეთის ქმედებების მიმართ ცვლილებების ტრენდი, გამკაცრების ტრაექტორიით, გამოჩნდა დაახლოებით ერთი თვის წინ.
დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას რომ პრეზიდენტი ტრამპი ნელ-ნელა აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე, ომის შეწყვეტის მისაღწევად. კერძოდ, მან დააწესა სანქციები რუსეთის ორ უდიდეს ნავთობ კომპანიის მიმართ, რამაც შეამცირა რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი და შესაბამისად მყარი ვალუტის შემოსავლებიც.
პრეზიდენტი ტრამპი ნელ-ნელა აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე, ომის შეწყვეტის მისაღწევად. კერძოდ, მან დააწესა სანქციები რუსეთის ორ უდიდეს ნავთობ კომპანიის მიმართ, რამაც შეამცირა რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი და შესაბამისად მყარი ვალუტის შემოსავლებიც
გარდა ამისა მნიშვნელოვანია ტრამპის აზიური ტურნეს შედეგებიც. უპირველეს ყოვლისა შეთანხმებები იაპონიასთან სამხედრო პოლიტიკურ სფეროში, რაც არა მარტო გააძლიერებს აშშ-სა და იაპონიას შორის კავშირს, არა მედ უფრო მაღალ დონეზე გადაყავს მისი შეიარაღებული ძალები, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის შეიარაღებულ ძალებს, პირველად აქვთ ასახული დოკტრინალურად, საჭიროების შემთხვევაში პრევენციული დარტყმის განხორციელების უფლერბა. ეს კორდინალურად ცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში. აქვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღინიშნოს რომ იაპონიას გააჩნია ტერიტორიალური პრეტენზიები რუსეთის მიმართ და ამ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ კიდევ დადებული არ არის.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის შეიარაღებულ ძალებს, პირველად აქვთ ასახული დოკტრინალურად, საჭიროების შემთხვევაში პრევენციული დარტყმის განხორციელების უფლერბა. ეს კორდინალურად ცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში. აქვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღინიშნოს რომ იაპონიას გააჩნია ტერიტორიალური პრეტენზიები რუსეთის მიმართ და ამ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ კიდევ დადებული არ არის
მნიშვნელოვანია აგრეთვე ვაზხსენოთ პრეზიდენტ შიძინპინისა და ტრამპის მოაპარაკებები, რომელიც პოზიტიურად დასრულდა. ეს კიდე მჯიგვანიშნებს იმაზე, რომ სწორედ ეს გახლავთ ის ორი ლიდერი რომლებიც განსაზღვრავენ დევანდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც რუსეთს, როგორც ჩანს მეორადი როლი ენიჭება.
იგივე კონტექსტში უნდა განვიხილოთ თქვენს მიერ ხსენებული აშშ-ს მიერ რაკეტების განლაგება ევროპაში, რაც სტრატეგიულად რუსეთს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს. გარდა ამისა საყურადღებოა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ბირთვული იარაღისა და მისი მიწოდების ახალი სისტემების გამოცდის შესახებ გაკეთებული განცხადებები, და რა თქმა უნდა უკრაინისათვის ტამაჰავკის სისტემის რაკეტების მიწოდებაზე გაკეთებული საჯარო განცხადებები.
იმისთვის რომ პრეზიდენტ პუტინი რაიმე სერიოზულ ნაბიჯებზე წამოვიდეს, ომის დასრულების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტად რადიკალური ზომებია მისაღები, რომელიც რუსეთის ფედერაციას მიაყენებს ისეთ მატერიალურ, სამხედრო და პოლიტიკურ ზიანს, რის შედეგადაც ერთი მხრივ ის ვერ შეძლებს საომარი მოქმედებების ეფექტურად წარმართვას, და მეორე მხრივ ვერ დააკმაყოფილებს თავისი მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნილებეს. აქამდე კიდე როგორც ჩანს ჯერჯერობით შორს ვართ
ყოველივე ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ვაშინგტონი საუბრებიდან გადადის ქმედებებზე, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლას, უკრაინაში ომის დასრულების მისაღწევად. რამდენად ქმედითი იქნება აღნიშნული ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, და რამდენად იმოქმედებს ყოველივე ეს პრეზიდენტ პუტინზე, ძნელი სათქმელია.
ჩემი აზრით, იმისთვის რომ პრეზიდენტ პუტინი რაიმე სერიოზულ ნაბიჯებზე წამოვიდეს, ომის დასრულების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტად რადიკალური ზომებია მისაღები, რომელიც რუსეთის ფედერაციას მიაყენებს ისეთ მატერიალურ, სამხედრო და პოლიტიკურ ზიანს, რის შედეგადაც ერთი მხრივ ის ვერ შეძლებს საომარი მოქმედებების ეფექტურად წარმართვას, და მეორე მხრივ ვერ დააკმაყოფილებს თავისი მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნილებეს. აქამდე კიდე როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით შორს ვართ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




