გიორგი კაჭარავა – არჩევნების მიუხედავად აშშ-ს სტრატეგიული ხედვები საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დიდ რყევებს არ განიცდის

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, გასულ კვირას -ს პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი საჯარო დებატები გაიმართა.
მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის ამ დებატებმა უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა მათზე, ვინც პოლიტიკითაა დაინტერესებული და ამ დებატებს თვალი ადევნა. სხვისი არ ვიცი, და ამ დებატებმა მე სსრკ-ს ბოლო პერიოდი გამახსენა.
კერძოდ ის, რომ დაუძლურებული გენერალური მდივნის, ამხ. ბრეჟნევის შემდეგ ერთმანეთს ამ თანამდებობაზე ცვლიდნენ ასევე საკმაოდ ასაკოვანი ამხ. ანდროპოვი, რომელიც მალე გარდაიცვალა და რომელიც ასევე ავადმყოფმა ამხ. ჩერნენკომ შეცვალა, რომელიც ასევე მალევე გარდაიცვალა.
რადგან სსრკ-ს ლიდერები კრემლის კედელთან განისვენებენ და ახლა გარეთ 2024 წელია და რადგან აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების ბაიდენისა და ტრამპის დებატები ვიხილეთ, სჯობია, ამ თემაზე ვისაუბროთ.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ბაიდენისა და ტრამპის დებატებმა?
– უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე მონაწილეობას და ყველას მივულოცო ჩვენი ეროვნული გუნდის შთამბეჭდავი გამოსვლას, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის დასამახსოვრებელი და ნამდვილად საამაყოა.
რაც შეეხება ბაიდენ-ტრამპის დებატებს – გეთანხმებით შეფასებაში, მძიმე და არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა. არა მგონია ბაიდენისა და ბრეჟნევის შედარება უპრიანი იყოს თუნდაც ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით, მაგრამ ალბათ მეც არ ვიქნები გამონაკლისი თუ ვიტყვი რომ დიახ, დებატების დროს პრეზიდენტ ბაიდენი თავისი ფიზიკური კონდიციებით არ გამოიყურებოდა დამაჯერებლად.
ამან, საარჩევნო კამპანიის აღნიშნულ ეტაპზე და ზოგადად გამოიწვია არა მარტო ბევრი მითმა-მოთქმა, არამედ კონკრეტული წინადადებები. რასაკვირველია, პირველ რიგში და განსაკუთრებით დემოკრატიული პარტიის რიგებში, პრეზიდენტობის კანდიდატი ს სხვა კანდიდატურით ჩანაცვლების თაობაზე.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სატელევიზიო დებატების მეორე დღეს, პრეზიდენტ ბაიდენს ჰქონდა მორიგი შეხვედრა ამომრჩევლებთან, სადაც ის ფიზიკურად გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს თავისი კანდიდატურის მოხსნას საარჩევნო რბოლიდან.
პრეზიდენტ ბაიდენის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს თავისი კანდიდატურის მოხსნას საარჩევნო რბოლიდან
რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს. ის, როგორც ყოველთვის თვითდაჯერებული იყო დებატების დროს და აშკარად მიჰყვებოდა წინასწარ განსაზღვრულ სქემას. მაგრამ ჩემი აზრით ეს სქემა არ იყო იმდენად მოქნილი, რომ ყველა დასმულ კითხვას ის ერთგვაროვნად პასუხობდა. მისი პასუხები სხვა კითხვებზე აუცილებლად სრულდებოდა საუბრით საზღვრებზე, მიგრანტებზე აქცენტების გადატანითა და არსებული ადმინისტრაციის უუნარობის ხაზგასმით.
გარდა ამისა მიმომხილველების აზრით, თავის გამოსვლაში პრეზიდენტ ტრამპმა რამდენიმეჯერ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მსმენელს და აგრეთვე ცდილობდა სხვადასხვა თემებით მანიპულირებას.
ყოველივე ნანახიდან გამომდინარე, ჩემი, როგორც დამოუკიდებელი დამკვირვებლის შეფასება, ალბათ იქნებოდა ასეთი – ამერიკულ საზოგადოებას არცერთი კანდიდატის წარდგენა აღნიშნულ დებატებში არ მოეწონებოდა.
ამერიკულ საზოგადოებას არცერთი კანდიდატის წარდგენა აღნიშნულ დებატებში არ მოეწონებოდა
სამწუხაროდ, ბაიდენის გამოსვლას არავინ აფასებს ამ ეტაპზე შინაარსობრივად და ყველა ხაზგასმით ყურადღებას აქცევს მის ფიზიკური ჯანმრთელობის კონდიციას, რაც გასაგებიცაა. ტრამპის შემთხვევაში კი, ლაპარაკია უფრო შინაარსობრივ მხარეზე, არა მოქნილ პოზიციებზე და ერთი და იგივე თემების ირგვლივ ლაპარაკზე. ამიტომ, ჩემი აზრით აღნიშნული დებატების შესახებ შთაბეჭდილების სიმძიმეში ორივე საპრეზიდენტო კანდიდატმა, სხვადასხვა დოზით და გზებით, მაგრამ თანაბრად შეიტანეს თავიანთი წვლილი.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელი „დემოკრატები“ 1 აგვისტოს პარტიის კონგრესზე თავის საპრეზიდენტო კანდიდატს შეცვლიან. ტრამპს კი ამერიკის სასამართლო ციხეში გაუშვებს.
ბევრის მტკიცებით, ბაიდენის შეცვლა ალბათ მართლაც გონივრული ნაბიჯი იქნებოდა, რადგან აშკარად ჩანს, რომ მსოფლიოში უძლიერესმა ქვეყანამ, დაუძლურებული პრეზიდენტი არ აირჩიოს.
თუ „დემოკრატები“ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს შეცვლიან, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება დაასახელონ „დემოკრატებმა“ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად?
– როგორც უნკვე ავღნიშნე ბაიდენ-ტრამპის პირველი რაუნდის სატელევიზიო დებატების შემდეგ და შედეგად, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ჩანაცვლებაზე, მედიასა და საზოგადოებაში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც მოსალოდნელი იყო, სხვადასხვა კანდიდატი განიხილება. მაგრამ, ჩვენ უნდა დაველოდოთ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რომელიც პარტიის ეროვნულ კონგრესზე უნდა გაჟღერდეს.
რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება კონგრესის ჩატარებამდე უნდა იქნეს მიღებული, მაგრამ გასააზრებელია, რომ ასეთი გადაწყვეტილება არც იოლი და არც ერთმნიშვნელოვანი არ გახლავთ. ამას როგორც უზარმაზარი ტექნიკური მიზეზები აქვს, აგრეთვე, რასაკვირველია ახლავს პოლიტიკური რისკები, რომელიც მათ შორის პარტიულ ერთიანობასთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება ახალ კანდიდატს საპრეზიდენტო რბოლაში შესაძლო ჩართვას, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური მიმომხილველებში ბაიდენის ჩამნაცვლებელ კანდიდატურად ყველაზე ხშირად სახელდება კალიფორნიის ამჟამინდელი გუბერნატორი გევინ ნიუსომი.
ჩართვას, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური მიმომხილველებში ბაიდენის ჩამნაცვლებელ კანდიდატურად ყველაზე ხშირად სახელდება კალიფორნიის ამჟამინდელი გუბერნატორი გევინ ნიუსომი
მაგრამ, ამავდროულად, მოგეხსენებათ რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, როგორც პრეზიდენტობის ასევე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურები განიხილება. ამიტომ, ტექნიკურად თუ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა მოიხსნას, ლოგიკურად ამ სიის შემდეგ ნომრად უნდა ჩაითვალოს ვიცე პრეზიდენტი.
აქედან გამომდინარე, ბაიდენის ჩამნაცვლებელ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი არ შეიძლება გამოირიცხოს როგორც ერთ-ერთი კანდიდატი. ის გახლდათ კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი, და უკვე ოთხი წელია უკავია ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
ამიტომ, კამალა ჰარისის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, როდესაც საუბარი მიდის კანდიდატის ჩანაცვლებაზე. თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე და სხვა გათვლებზე, რომელიც აჩვენებს თუ რა ტაქტიკური სვლებით და სტრატეგიული ხედვით უნდა წარიმართოს საპრეზიდენტო კამპანიის მორიგი ეტაპი დემოკრატიული პარტიისთვის.
ბაიდენის ჩამნაცვლებელ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი არ შეიძლება გამოირიცხოს როგორც ერთ-ერთი კანდიდატი. ის გახლდათ კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი, და უკვე ოთხი წელია უკავია ვიცე-პრეზიდენტის პოსტი
შემდეგი საკითხი, რომელიც ამ ვითარებას ართულებს დემოკრატიული პარტიისთვის, გახლავთ ის ფაქტორი, რომ ასეთი ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს პარტიის ეროვნულ კონგრესზე, რომლის გახსნაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, პირველ აგვისტოს არის დაგეგმილი. ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებზე წინასწარი ხმის მიცემა სექტემბერში იწყება.
აქედან გამომდინარე, თუ მოხდა საპრეზიდენტო კანდიდატის ჩანაცვლება დემოკრატიული პარტიის მიერ თავისი ეროვნული კონგრესის მიმდინარეობისას აგვისტოს დასაწყისში, მაშინ პირველი ხმის მიცემის დრომდე მას რჩება დაახლოებით ერთი თვე.
ამ ძალიან მოკლე პერიოდში ახალმა კანდიდატმა უნდა მოასწროს უზარმაზარი ქვეყნის მოსახლეობისადმი მიიტანოს მთავარი გზავნილები საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და თავი მოაწონოს სხვადასხვა მიმდინარეობის და იდეოლოგიის ამომრჩეველს. ეს ნამდვილად არ გახლავთ ადვილი.
რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის მიმდინარე კამპანიას, ის სხვაგვარ პრობლემებს ეჯახება. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ სასამართლო დავების მთელი წყება, რომელიც მან ნაწილობრივ უკვე წააგო და დამნაშავის სტატუსიც მიენიჭა. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია მისი ციხეში ჩასმა, მაგრამ კანონმდებლობით მას ციხიდანაც შეეძლება საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
გარდა სასამართლო პრობლემებისა, ტრამპი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, არაერთგვაროვან გრძნობებს იწვევს „რესპუბლიკელ“ ამომრჩევლებში. მისმა პოზიციებმა, მრავალი საკითხის მიმართ, ხელი შეუწყო არა მარტო პარტიის ისტებლიშმენტის გახლეჩას, როგორც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ კონგრესში, არამედ თვით პარტიის ამომრჩევლებს შორის.
გარდა სასამართლო პრობლემებისა, ტრამპი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, არაერთგვაროვან გრძნობებს იწვევს „რესპუბლიკელ“ ამომრჩევლებში. მისმა პოზიციებმა, მრავალი საკითხის მიმართ, ხელი შეუწყო არა მარტო პარტიის ისტებლიშმენტის გახლეჩას, როგორც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ კონგრესში, არამედ თვით პარტიის ამომრჩევლებს შორის
ამგვარად, უცნობია „რესპუბლიკური“ პარტიის ამომრჩევლის მოქმედება, თუ „დემოკრატიულ“ პარტიას აღმოაჩნდა სხვა კანდიდატი. ამავდროულად გასათვალისწინებელია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პოზიციები, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით არ გამოცხადდება არჩევნებზე.
ასეთი ვითარება ზოგადად რთულად ხდის არჩევნების პროგნოზირებას, რადგან, შექმნილი ვითარება პრაქტიკულად ამოვარდნილია აქამდე არსებული მაგალითებიდან, და ამიტომ სრულიად ახალ, აქამდე უცნობ რეალობას ქმნის.
– თუ მართლაც ისე მოხდა, როგორც თქვენ ბრძანებთ, რა გავლენას იქონიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესებზე რაც ახლა ყველაზე აქტუალური თემებია.
მხედველობაში მაქვს ომი ში და ომი ახლო აღმოსავლეთში. ბაიდენისა და ტრამპის შემცვლელებს დღევანდელი მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით სავარაუდოდ, რა პოზიციები აქვთ?
ამერიკის შეერთებულ შტატებს და საპრეზიდენტო კამპანიის შედეგებს, ყოველთვის აქვს გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებზე.
თქვენ უკვე ახსენეთ ცხელი წერტილები, რომელთა მიმართ დიდი ყურადღებაა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გარდა ამისა, აღსანიშნავია სხვა პრობლემებიც, რომლის გარეშეც სამყაროში არსებული პრობლემების სია არასრული იქნება, ასეთები არის ჩინეთის დამოკიდებულება ტაივანის მიმართ, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ზოგადად, ს მიმართ დამოკიდებულება, უკრაინის კონტექსტში და სხვა თვალსაზრისით, კორეის ნახევარკუნძულის პრობლემატიკა და ჩრდილოეთ კორეის გამოჩენა აგრესიული ქვეყნების ბანაკში.
გარდა ამისა არსებობს გეოგრაფიული რეგიონები, რომელიც იმსახურებს დიდი ყურადღებას. ამიტომ ყოველივე ეს მოითხოვს ყველაზე მძლავრ და მოწინავე ქვეყნისგან ყურადღებას, რომელიც რასაკვირველია პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრება ხოლმე. ამ პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში ორივე კანდიდატს შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები და მსგავსებებიც.
ამ თვალსაზრისით, ბაიდენის ადმინისტრაცია მკვეთრ პოზიციაზეა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება მატერიალური, სამხედრო და პოლიტიკური რესურსების გამოყოფით უკრაინის მხარდასაჭერად.
ბაიდენის ადმინისტრაცია მკვეთრ პოზიციაზეა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება მატერიალური, სამხედრო და პოლიტიკური რესურსების გამოყოფით უკრაინის მხარდასაჭერად
მოგეხსენებათ, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი პოზიცია გახლავთ უკრაინის მიმართ ზომიერი დახმარების გაწევა რათა აიძულოს ან მოუწოდოს ორივე მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამ პოზიციის რეალურ პოლიტიკაში გადათარგმნა, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ვითარება უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის მიმართ იმდენად ღრმად არის წასული, რომ ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების სისტემა პრაქტიკულად დანგრეულია.
გამომდინარე აქედან ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში მან ანგარიში უნდა გაუწიოს რეალურ ვითარებას. აქედან კი ნათლად ჩანს თუ რამდენად დიდი რესურსი იდება სამხედრო სფეროში ევროპელი მოკავშირეების მიერ. მაშასადამე შეიძლება დაისვას კითხვა, შეუძლია ევროპულ მოკავშირეებს მხარი დაუჭირონ უკრაინას, თუნდაც ამერიკის მხრიდან დახმარების მკვეთრი შემცირების შემთხვევაში? პასუხი ცალსახაა, დიახ. ამიტომ, ძნელად მოსალოდნელია, რომ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე ომი შეწყდება, მით უმეტეს რუსეთის პირობებზე.
ნათლად ჩანს თუ რამდენად დიდი რესურსი იდება სამხედრო სფეროში ევროპელი მოკავშირეების მიერ. მაშასადამე შეიძლება დაისვას კითხვა, შეუძლია ევროპულ მოკავშირეებს მხარი დაუჭირონ უკრაინას, თუნდაც ამერიკის მხრიდან დახმარების მკვეთრი შემცირების შემთხვევაში? პასუხი ცალსახაა, დიახ. ამიტომ, ძნელად მოსალოდნელია, რომ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე ომი შეწყდება, მით უმეტეს რუსეთის პირობებზე
ამავდროულად აღსანიშნავია ტრამპის ძალზედ ხისტი პოზიცია ჩინეთის მიმართ. თუ გავიხსენებთ ჩინეთის მიმართ ტრამპი ადმინისტრაციის დროინდელ ნაბიჯებს, დავინახავთ, რომ ჩინეთის მიმართ მისი პოლიტიკა იყო ძალიან სწორხაზოვანი და ამ მიმართულების გაგრძელების ალბათობა ძალზედ დიდია. სხვათა შორის ეს არის საკითხი სადაც ორივე ბაიდენი და ტრამპი მეტ-ნაკლებად თანხმდებიან.
აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეუძლებელია მისმა ახალმა ადმინისტრაციამ თვალი დახუჭოს სანქციებს რომელიც დაწესებულია რუსეთის და ჩინეთის მრავალი სუბიექტის მიმართ. ამიტომ, ინსტიტუციური და სისტემური სტრუქტურიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით პოზიციების შერბილებას ადგილი ვერ ექნება, ნებისმიერი ადმინისტრაციის მოსვლის შემთხვევაში.
თუ გავიხსენებთ ჩინეთის მიმართ ტრამპი ადმინისტრაციის დროინდელ ნაბიჯებს, დავინახავთ, რომ ჩინეთის მიმართ მისი პოლიტიკა იყო ძალიან სწორხაზოვანი და ამ მიმართულების გაგრძელების ალბათობა ძალზედ დიდია. სხვათა შორის ეს არის საკითხი სადაც ორივე ბაიდენი და ტრამპი მეტ-ნაკლებად თანხმდებიან
შემდეგი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ირანის მიმართ დამოკიდებულება. მოგეხსენებათ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლისთანავე, მან მკვეთრად შეცვალა შშ-ს დამოკიდებულება ირანის მიმართ და გამოვიდა აშშ-სა და ირანს შორის ობამას ადმინისტრაციის დროს დადებულ ე.წ. ბირთვული ხელშეკრულებიდან.
აქედან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება დღეს ახლოს აღმოსავლეთში, ჩემის აზრით ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აშშ-ს ახლო აღმოსავლური პოლიტიკა გამკაცრდება, კიდევ უფრო პრო-ისრაელური გახდება, და არაა გამორიცხული ამერიკელი სამხედროების უფრო აქტიური მოქმედებები ვიხილოთ აღნიშნულ რეგიონში.
იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება დღეს ახლოს აღმოსავლეთში, ჩემის აზრით ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აშშ-ს ახლო აღმოსავლური პოლიტიკა გამკაცრდება, კიდევ უფრო პრო-ისრაელური გახდება, და არაა გამორიცხული ამერიკელი სამხედროების უფრო აქტიური მოქმედებები ვიხილოთ აღნიშნულ რეგიონში
ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე რომ არსებობს განსხვავებები და მსგავსებები პრიორიტეტებში და ხედვებში, რომელიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის აღინიშნება, მაგრამ ამავდროულად არჩევნების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ხედვები საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დიდ რყევებს არ განიცდის.
– რადგან ახლა, ჩვენ ძირითადად ვარაუდებზე გვიწევს საუბარი, მოდით ისეთი ვარაუდიც დავუშვათ, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს.
კერძოდ, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას რა პოზიციები ექნება უკრაინის ომთან და პოსტსაბჭოთა იმ სივრცის მიმართ, რომელზეც კონტროლის პრეტენზიებს ღიად და დაუფარავად რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს აქვს?
– ამის ვარაუდი ძნელია, მაგრამ შესაძლებელია მოდელირება, რაღაც პარამეტრებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით თუ როგორ მოქმედებდა აშშ აღნიშნულ ქვეყნებში სსრკ-ს დანგრევის შემდეგ.
ჩემის აზრით აშშ-ს ინტერესები და მოქმედებები უნდა განვასხვაოთ რეგიონებიდან გამომდინარე და მიუსადაგოთ პრიორიტეტებს რომელიც სხვადასხვა ეტაპებზე გააჩნდა მას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ.
ცხადია ამჟამად ყველაზე დიდი ინტერესს წარმოადგენს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და უკრაინისადმი დახმარება სამხედრო აგრესიის მოგერიების თვალსაზრისით.
მაგრამ, მოდით ამის მიღმაც ჩავხედოთ რა ხდება. ამ თვალსაზრისით უნდა ნათლად დავინახოთ, რომ ხდება უკრაინის როგორც სახელმწიფოს მოდერნიზაციის პროცესი, რომელსაც აშშ აქტიურად უწყობს ხელს. ეს მოდერნიზაცია გამოიხატება პირველ რიგში ევროინტეგრაციულ პროცესებში, რაც თავისთავად მეტი დემოკრატიზაციისა და სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესებას გულისხმობს.
ხდება უკრაინის როგორც სახელმწიფოს მოდერნიზაციის პროცესი, რომელსაც აშშ აქტიურად უწყობს ხელს. ეს მოდერნიზაცია გამოიხატება პირველ რიგში ევროინტეგრაციულ პროცესებში, რაც თავისთავად მეტი დემოკრატიზაციისა და სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესებას გულისხმობს
აგრეთვე ეს ეხება ორმხრივ ურთიერთობებს უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში, სადაც რიგი ხელშეკრულებები დაიდო, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას. აქვე აღსანიშნავია ნატოში ინტეგრაციის პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების ფონზე მიმდინარეობს და რეალურად აახლოებს უკრაინას ალიანსში გაწევრიანებას.
მსგავსი პროცესები მიმდინარეობს აგრეთვე მოლდოვაში, და რასაკვირველია, აღნიშნული პროცესები და მათში აშშ-ს ჩართვა და ხელშეწყობა განპირობებულია უკრაინის ფაქტორით და უკრაინა-მოლდოვის ტანდემით.
ძალზედ საინტერესო ინიციატივებია ცენტრალური აზიის რეგიონის მიმართ სადაც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა „სი 5 + 1“ რომელიც მოიცავს ცენტრალური აზიის ხუთ სახელმწიფოსა და აშშ-ს.
აღნიშნული ფორმატი მიუთითებს აშშ-ს ინტერესს და პრიორიტეტიზაციას ცენტრალური აზიის მიმართულებისადმი. ეს რამდენიმე თემატურ არეალს მოიცავს. უპირველეს ყოვლისა აღნიშნული გახლავთ რესურსებზე წვდომა.
გარდა ამისა რეგიონის გეოგრაფია გვთავაზობს ნაყოფიერ ნიადაგს კონკურენციისთვის, რომელიც მოიცავს კავშირებს როგორც დიდი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, როგორიცაა ირანი, ასევე ავღანეთ, პაკისტან, ინდოეთის მიმართულებას, ჩინეთს და რუსეთს. ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელობას აძლევს მთელს რეგიონს, რომლის უგულებელყოფა აშშ-ს მხრიდან შეუძლებელია ბევრი თვალსაზრისით.
სამხრეთ კავკასიისადმი კომპლექსური მიდგომებია, რადგან რეგიონში ვითარება ერთის მხრივ გართულებულია, მაგრამ მეორე მხრივ ის ესაზღვრება როგორც დიდ ახლო აღმოსავლეთს, და ახლოს მდებარეობს იქ მიმდინარე პროცესების კერებთან, ასევე არის შავი ზღვის არეალი, რომელშიც დღეს დიდი ომი მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასია დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა, სხვა ფაქტორებიდან გამომდინარეც.
სამხრეთ კავკასიისადმი კომპლექსური მიდგომებია, რადგან რეგიონში ვითარება ერთის მხრივ გართულებულია, მაგრამ მეორე მხრივ ის ესაზღვრება როგორც დიდ ახლო აღმოსავლეთს, და ახლოს მდებარეობს იქ მიმდინარე პროცესების კერებთან, ასევე არის შავი ზღვის არეალი, რომელშიც დღეს დიდი ომი მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასია დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა, სხვა ფაქტორებიდან გამომდინარეც
– მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინის დასაცავად ლამის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გადაწყვიტა უკრაინისთვის დახმარებოდა. ახლა სიტუაცია ასე გამოიყურება – უკრაინა დასავლეთის დახმარებით წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას.
მიუხედავად ამისა, რუსული სამხედრო მანქანა არ ჩერდება და არც აპირებს გაჩერებას. არც ოფიციალური აპირებს მიიღოს „რუსული მშვიდობის“ ის პირობები, რომელიც ითვალისწინებს რუსული ჯარების დნესტრზე გასვლას და რუსების მიერ აქამდე ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების რუსეთისთვის დატოვებას.
ამ მოვლენათა ფონზე საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებულია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. მართალია, მასთან ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ ევროპის ლიდერებს, მაგრამ პუტინს და მის მთავრობას ვიზიტები ჰქონდათ ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში.
დამკვირვებელთა უმეტესობა ახლა იმაზე საუბრობს, რომ პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ჩინეთ-რუსეთ- ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ღერძი. მეტიც, აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ ამ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობით რუსეთი კიდევ კარგა ხანი შეძლებს უკრაინაში ომის გაგრძელებას.
მიუხედავად იმისა, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ აქტიურად ამარაგებს უკრაინას, უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე რეალური ცვლილებები არ ხდება. ბევრი ვარაუდობს, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე მანამდე არ გადავა, ვიდრე აშშ-ში არჩევნები არ დასრულდება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-ში არჩევნებამდე დაიწყოს კონტრშეტევა უკრაინამ? და თუ ასე მოხდა, უკრაინის წარმატების მიღწევის რა შანსებზე შეიძლება იყოს საუბარი?
– ნებისმიერი ომი არის არაპროგნოზირებადი. უკრაინის მხრიდან რაიმე ოპერაციის ჩატარების თაობაზე ვერაფერს გეტყვით. მაგრამ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აღნიშნული ომი გადაიზარდა რესურსების ომში. დღეის მდგომარეობით, რესურსებისა და შეიარაღებით, მისი ხარისხისა და რაოდენობის თვალსაზრისით მეტ-ნაკლები პარიტეტი ჩამოყალიბდა რუსეთსა და უკრაინას შორის.
ამიტომ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, იმისათვის რომ რომელიმე მხარემ მოახდინოს მკვეთრი გარღვევა ფრონტის ხაზზე, მის ხელთ არსებული საომარი რესურსი უნდა მკვეთრად გაზარდოს. ამასაც დრო ჭირდება. მაგრამ დღეის მდგომარეობით ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ტენდენციებს. ამიტომ ჩემთვის ძნელია ვივარაუდო უკრაინის მხრიდან კონტრშეტევით მოქმედებები ოპერატიული ან სტრატეგიული მასშტაბის.
იმისათვის რომ რომელიმე მხარემ მოახდინოს მკვეთრი გარღვევა ფრონტის ხაზზე, მის ხელთ არსებული საომარი რესურსი უნდა მკვეთრად გაზარდოს. ამასაც დრო ჭირდება. მაგრამ დღეის მდგომარეობით ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ტენდენციებს. ამიტომ ჩემთვის ძნელია ვივარაუდო უკრაინის მხრიდან კონტრშეტევით მოქმედებები ოპერატიული ან სტრატეგიული მასშტაბის
ჩემი აზრით, ის რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ არის ფრონტის ხაზის დასტაბილურება, თავდაცვითი ზღუდეების აშენება-გამაგრება, და შემდგომი ოპერაციებისათვის ტექნიკის, ცოცხალი ძალის და ზოგადად რესურსების დაგროვება. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს ორივე მხარეს.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ უკრაინის მიერ სათანადო რესურსების დაგროვება ხდება გაცილებით უფრო თანამედროვე შეიარაღებით ვიდრე ამას რუსეთის ფედერაციის ჯარი ახერხებს.
დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა უპირატესობაც მისცეს უკრაინის სამხედროებს, როდესაც თქვენს მიერ ხსენებული კონტრშეტევით ოპერაციების აქტუალურობა რეალური გახდება.
– საქართველოსთვის ცხადზე უცხადესია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ამ გლობალური პროცესების ფონზე ჩვენს ირგვლივ ტურბულენცია ყოველ დღე მატულობს. თან ორივე მხრიდან, როგორც ჩრდილოეთიდან, ანუ რუსეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან, ვგულისხმობ ჩინეთს, ისე დასავლეთიდან.
ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესს ავლენს ჩინეთი, ვგულისხმობ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მის მონაწილეობას, ისე დასავლეთი, რომელმაც გვითხრა, რომ „თუ საქართველოს მთავრობა ანტიდასავლური კურსის გატარებას გააგრძელებს, საქართველოსთვის ევროპის კარი დახურული იქნება.“
შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, საქართველოს საფრთხეები იზრდება და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ის პროცესები, რაც თანამედროვე მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევებია.
იგულისხმება ავტორიტარული ქვეყნების მმართველობის ამბიციები, რომელიც უკრაინაში ღიად ვლინდება, ხოლო რუსეთის ირგვლივ მყოფ ქვეყნებში სხვადასხვა ჰიბრიდული ფორმებით.
იმ პროცესების ფონზე, რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება და რაზეც გავამახვილე ყურადღება, საქართველოსთვის რა საფრთხეებია ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი? და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება?
– პროცესები, რომელიც საქართველოს ირგვლივ მიმდინარეობს რეალურად ტურბულენტურია. როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ განლაგებული ძალზედ ახლოს ორ აქტიური საომარ კერასთან.
გარდა ამისა, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არ მოგვწონს, სამხრეთ კავკასიაში არსებობს კონფლიქტის კერები, რომელიც დღეს „მიძინებულია“, მაგრამ ძალიან მოკლე ხანში შეიძლება „გაცხელდეს,“ სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე.
ეს ყოველივე მეტყველებს ერთის მხრივ საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაზე, არა მარტო რეგიონულ ჭრილში, არამედ ევროპისა და აშშ-ს მხრიდან და რუსეთისა და ჩინეთის მხრიდანაც. ამ ორი რეალურად დაპირისპირებული ბანაკებს შორის მოხვედრა ძალზედ მძიმე ვითარებას ქმნის. ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია განსაზღვრო საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები შეაფასო რეალისტურად
გეოგრაფიული მიმოხილვისა და მასზე მიბმული ფაქტორების თხრობითი ნაწილის დასრულებისთვის, აქვე უნდა ვახსენოთ ჩრდილოეთ კავკასია. ბოლოდროინდელი შეიარაღებული დაპირისპირება დაღესტანში, ჩეჩნეთი და იქ არსებული რთული შიდა კლანური ვითარება, რომელიც ფეთქებადსაშიში გახლავთ, იმის გამო, რომ ინგუშეთ-ოსეთს შორის დაურეგულირებელი კონფლიქტია, ასევე არსებობს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის პრობლემები, კერძოდ ჩერქეზულ ეთნოსთან დაკავშირებით, რაც მთლიანობაში ქმნის არასტაბილურობის სარტყელს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებზე.
ამას აგრეთვე ემატება სხვადასხვა გარე ფაქტორიც, როგორიცაა სატრანსპორტო-სატრანზიტო გზებით დაინტერესება, განსაკუთრებით რუსეთისა და ჩინეთის მიერ, და ამავდროულად დასავლეთის ინტერესი შუა დერეფნის მიმართ.
ყოველივე ეს მიმდინარეობს ქვეყნის მიმართ გაზრდილი ყურადღების ფონზე. ეს ყოველივე მეტყველებს ერთის მხრივ საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაზე, არა მარტო რეგიონულ ჭრილში, არამედ ევროპისა და აშშ-ს მხრიდან და რუსეთისა და ჩინეთის მხრიდანაც. ამ ორი რეალურად დაპირისპირებული ბანაკებს შორის მოხვედრა ძალზედ მძიმე ვითარებას ქმნის. ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია განსაზღვრო საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები შეაფასო რეალისტურად.
პროცესები, რომელიც საქართველოს ირგვლივ მიმდინარეობს რეალურად ტურბულენტურია. როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ განლაგებული ძალზედ ახლოს ორ აქტიური საომარ კერასთან
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია თუ რა რესურსების ჭიდილთან გვაქვს საქმე. ასევე მნიშვნელოვანია ღირებულებითი ასპექტები და ორიენტირები, რომლის ირგვლივ ხდება გაერთიანებები და მომავლის განჭვრეტა.
ყოველივე ამაში ჩვენი საკუთარი პრიორიტეტები და ინტერესები არის დასანახი და გასაძლიერებელი. ამისათვის აუცილებელია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნის მართვის ხარისხი და სისტემა, და ამავდროულად საგარეო რისკებისა და გამოწვევების მიმართ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მიმაჩნია ყველაზე გადაუდებელ ამოცანად.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”