გიორგი კაპანაძე – ჩემს მიერ გამოქვეყნებული „ფეისბუქ პოსტის“ გამო მიჩივლა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“

გუშინ ვისაუბრე იაფი დენის ხარჯზე, ივანიშვილის მიერ ბიტკოინებით მილიარდების შოვნაზე. დღეს კი, დამირეკესსაქალაქო სასამართლოდან და 2019 წელს, ჩემს მიერ გამოქვეყნებული „ფეისბუქ“ პოსტის გამო ივანიშვილის “ქართუ ბანკმა” მიჩივლა , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
გიორგი კაპანაძის განცხადებით, “არავის ეშინია” და 2024 იქნება “რუსულ-ოლიგარქიული რეჟიმის” დამარცხების წელი.
„გუშინ, ტვ პირველის ეთერით, ვისაუბრე იაფი დენის ხარჯზე, ივანიშვილის მიერ ბიტკოინებით მილიარდების შოვნაზე. ასევე, მის მიერ სისტემური კორუფციული სქემების შექმნაზე, რომელიც აღარიბებს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ამდიდრებს ოლიგარქს.
დღეს კი, დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და მითხრეს, რომ 2019 წელს, ჩემს მიერ გამოქვეყნებული „ფეისბუქ პოსტის“ გამო მიჩივლა ივანიშვილის “ქართუ ბანკმა”, რაზეც თავის დროზე, შესაგებელიც შეტანილი გვქონდა და რატომღაც ახლა, 5 წლის შემდეგ ჩაინიშნა პროცესი.
ეს არის „ფეისბუქ“ ცენზურის დაწესების მცდელობა, ოლიგარქიული „კლანის“ მხრიდან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა უარი თქვან საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებაზე.
თუმცა, ვერ დააწესებთ „ფეისბუქ-ცენზურას“. არავის ეშინია არც თქვენი და არც ამერიკის მიერ სანქცირებული მურუსიძის სასამართლოსი. 2024 იქნება რუსულ-ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების წელი”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.