გიორგი კანდელაკი: ფონდების დაყადაღებით რეჟიმა გარკვევით გვითხრა რომ რუსთაველის გადაკეტვას ძალიანაც დიდი აზრი და ეფექტი აქვს

“რა გვითხრა რეჟიმმა ფონდების დაყადაღებით? ის რომ პროტესტი მას არათუ აღელვებს, არამედ მიაჩნია ეგზისტენციურ საფრთხედ. უწყვეტი პროტესტი რეჟიმის ყრუ იზოლაციას აბეტონებს და ქმნის ამ იზოლაციის კიდევ უფრო გაღრმავების ნიადაგს, მითუმეტეს რომ დიდი აქციებიც იქნება. იზოლაციის გარღმავება კი ნიშნავს წნეხის ზრდას. წნეხის ზრდა კი – რეჟიმის საბოლოო ჯამში გატეხვას და ახალ არჩევნებს.
ეს პანიკური ფართხალი ასევე აჩვენებს რომ რეჟიმს უნდა რამენაირად პროტესტი მოკლას სანამ ახალი შეზღუდვები წამოგვეწევა – ახალი სამოგზაურო აკრძალვები, ახალი სანქციები (სავარაუდოდ ბრიტანული, სადაც მთავარ ინტრიგად რჩება შეიყვანენ თუ არა რეჟიმის საყრდენ ბიზნესმენებს) და რა თქმა უნდა მეგობარი აქტი რომელსაც, ევროპარლამენტის რეზოლუციებისგან განსხვევაბით, ექნება კანონის ძალა. ამერიკის შეერთებული შტატების კანონის :დ
ამასობაში მათი ერთადერთი ტაქტიკა რომ ვერბალურად შეეტენონ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას იმის იმედით რომ ამით ხალხი დაბოლდება ნაბიჯ-ნაბიჯ იფშვნება. ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ასეთი კონფრონტაციული ნაბიჯების გადადგმაც ამ მითოლოგიის დამსხვრევას და, შესაბამისად, რეჟიმის კიდევ უფრო ღრმა იზოლაციას შეუწყობს ხელს.
ფონდების დაყადაღებით რეჟიმა გარკვევით გვითხრა რომ რუსთაველის გადაკეტვას ძალიანაც დიდი აზრი და ეფექტი აქვს. ამჯერად დავუჯეროთ :დ” –  წერს სოციალურ ქსელში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე