გიორგი კანდელაკი: ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ქოცებმა საბოლოო შედეგების გამოქვეყნება დააჩქარეს და პარლამენტის სხდომის რაც შეიძლება სწრაფად ჩარიხინება უნდათ მდგომარეობს იმაში, რომ …

“არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ქოცებმა საბოლოო შედეგების გამოქვეყნება დააჩქარეს და პარლამენტის სხდომის რაც შეიძლება სწრაფად ჩარიხინება უნდათ მდგომარეობს იმაში, რომ საგარეო ფრონტზე მოვლენები მათთვის, სინამდვილეში, ფრიად სარისკოდ ლაგდება. ევროკავშირის შემთხვევაში, ქოცები დიდი ხნის განმავლობაში ფსონს დებდნენ იმაზე რომ ევროკავშირის აღმასრულებელ ინსტიტუიებში უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ლიდერები (ბორელი, ფონ დერ ლაიენი) პერსონალურად უბრალოდ არ ერეოდნენ საქართველოს ფაილის რუტინაში და იგი დელეგირებული ქონდათ ბიუროკრატიაზე რომელიც, თავის მხრივ, დამძიმებულია წლების განმავლობაში ამ ვითომ რეფორმებში თანამონაწილეობით (თავისი სასამართლოს „რეფორმის“ „ტალღებით “- სინამდვილეში კი ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის ფლანგვით). კი, ევროპარლამენტი დიდი ხანია ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი მაგრამ ზემოთმოყვანილი გარემოების გამო, ქოცებს ქონდათ ევროპარლამენტის იგნორირების ფუფუნება, მათ შორის იმიტომაც რომ საგარეო პოლიტიკაში ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები სავალდებულო არაა. 1 დეკემბრიდან მუშაობას იწყებს ახალი ევროკომისია სადაც სრულიად სხვა ვითარებაა – ქოცებს არ ექნებათ და ვერ ექნებათ იმის მოლოდინი რომ ეს პარადიგმა გაგრძელდება რადგან ორი უმაღლესი თანამდებობის პირი, საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და თავდაცვის კომისარი ანდრიუს კუბილიუსი, წარმოუდგენელია საქართველოს საქართველოს თემიდან განზე გადგნენ. ამ ფიგურებისთვის მთავარი ს გამარჯვების არდაშვებაა. ამიტომ ლენტების გაჭრა და ნორმალურობის იმიტაცია აღარ იქნება.
ამერიკაში, რაც არ უნდა ვიშვიშებდნენ აქაური ექსპერტები, საგარეო ფრონტზე უმაღლეს თანამდებობებზე ინიშნებიან ფიგურები რომელთაც რუსეთთან მიმართებაში ბევრად უფრო აგრესიული ხედვა აქვთ ვიდრე დემოკრატიულ ადმინისტრაციას და, ამასთან, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში, კონგრესის ორივე პალარა მიიღებს შესაბამის საკანონმებლო აქტებს რომლებშიც არის „ის“ სანქციები. ევროპარლამენტისგან განსხვავებით კი ასეთ აქტებს კანონის ძალა აქვთ. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები რას ნიშნავს შეგიძლიათ ბატონ ხარებას კითხოთ რომელიც სულაც არაა ბედნიერი იმ ვითარებით რომელშიც აღმოჩნდა.
ქოცებში მოარული შეხედულებაა რომ მათ ტრამპთან ორბანი „დაალაგებინებს“ და რომ „ბატონმა ბიძინამ საქმე გაჩარხა.“ თუმცა, მალე გამოჩნდება რომ ეს ისეთივე ტყუილია როგორიც იმ 22 სანატორიუმის რეაბილიტაცია რომელსაც ბატონი ბიძინა წყალტუბოს მცხოვრებთ 2020 წლის არჩევნებზე პირდებოდა”, – წერს სოციალურ ქსელში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა