გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისია () ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა და როლი საარჩევნო პროცესში, დეზინფორმაცია, როგორც საარჩევნო პროცესის მთავარი და ამავდროულად გლობალური გამოწვევა და მასთან ბრძოლის სტრატეგია, 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა . შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.
„როგორც ყოველთვის, ახალგაზრდებთან შეხვედრა განსაკუთრებული ინტერესითა და ინფორმირებულობით გამოირჩევა, როგორც ცესკოს მხრიდან ინფორმაციის მიწოდების, ისე მათი მხრიდან უკუკავშირის მიღების თვალსაზრისით. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ერთი მხრივ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლებაა, მეორე მხრივ კი, მათი გააქტიურებისა და ჩართულობის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესებში მათი, როგორც აქტიური მოქალაქეების ჩართულობა, ასევე ახალგაზრდების უფრო მეტი წარმომადგენლობა და მონაწილეობა სხვადასხვა პროექტსა თუ საარჩევნო კომისიებში“,- აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
პროექტი – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან უკვე გაიმართა სამი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია აჭარაში.
Next: როდესაც თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან

ასევე დაგაინტერესებთ