გიორგი კალანდარიშვილი ტაჯიკეთის არჩევნებს აკვირდებოდა

ტაჯიკეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში, ოფიციალური შედეგებით, მმართველმა ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.
ავტორიტარულ ტაჯიკეთში არაკონკურენტუნარიან გარემოში და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩატარდა. მართალია ტაჯიკეთის ხელისუფლების მიწვევის შემდეგ, ODIHR-მა განათავსა არჩევნების სადამკვირვებლო მისია 2025 წლის 2 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა 3 თებერვალს მოუწია მისიის გაუქმება ტაჯიკეთის ხელისუფლების მხრიდან გარანტიის არარსებობის გამო, რომ დამკვირვებლები აკრედიტებული იქნებოდნენ და შეძლებდნენ თავიანთი სამუშაოს შესრულებას.
პარალელურად არჩევნებზე დასაკვირვებლად ტაჯიკეთში საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთისა და უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ჩავიდნენ. ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ და რადიო თავისუფლების „ეხო კავკაზამ“ გაავრცელეს.
რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით: არჩევნებში მონაწილე არცერთი “ოპოზიციური” პარტია არ აკრიტიკებს პრეზიდენტ რაჰმონის პარტიას. ამავე წყაროს თანახმად, ერთადერთი რეალური ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის „სახელმწიფო გადატრიალების“ ბრალდებით, მას 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ გიორგი კალანდარიშვილი იმყოფებოდა ტაჯიკეთში არჩევნებზე დამკვირვებლად, თუმცა მეტი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ტაჯიკეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხმის მიცემის პროცესს 229 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა, მათ შორის დსთ-ის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო მისიები.
დსთ-ის დამკვირვებლებმა ტაჯიკეთის საპარლამენტო არჩევნებში დარღვევები არ გამოავლინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)