გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, რაიმე ტიპის მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა. მეტიც, ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, – ამის შესახებ -ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ინფორმაციის მიმოცვლისა და სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით ცესკო მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს საპარლამენტო ასამბლეასთან, თუ ნებისმიერ სხვა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
ამასთან, როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, უსაფუძვლოა შეფასებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ცესკო მმართველი პარტიის რაიმე გავლენის ქვეშ არის.
„ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთი საფუძველი, თუ ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ რატომ შეიძლება ასეთი ტიპის დასკვნები გაკეთდეს, არც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე,რომ იმ განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს გზავნილები და ინფორმაცია მოდის ქვეყნიდან. ცხადია, რომ ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია ასეთი ტიპის შეფასებები, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. ცესკო გააგრძელებს, ისე როგორც ინსტიტუცია, თავის გამჭვირვალე და საჯარო საქმიანობას, ყველანაირ მექანიზმს ქმნის იმისთვის, რომ პროცესზე ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობა იყოს გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და აღნიშნულ შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება რაიმე ტიპის მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა, უფრო მეტიც, ჩვენ მათ ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, რა თქმა უნდა, განსაზღვრული დროის ფარგლებში.
რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ეს იქნება საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, თუ ნებისმიერი სხვა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ინფორმაციის მიმოცვლის და სხვა საკითხების დაზუსტების აუცილებლობა კონსტრუქციულ ფარგლებში გვექნება. ყველა ასეთ შემთხვევაში ინსტიტუცია არის ღია და რა თქმა უნდა, მომავალშიც, იგივე ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ გვექნება აღნიშნული ინსტიტუციის წარმომადგენლებთან სათანადო კომუნიკაცია იმისთვის, რომ მიმოიცვალოს ინფორმაცია რომელიც მათ მისცემს სწორი, სათანადო შეფასებების გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს