გიორგი კალანდარიშვილის სიტყვებით, აქამდე მას არ უნახავს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 26 ოქტომბრის ს შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება.
“დღეს არის არჩევნებიდან 26-ე დღე და აქამდე არ გვინახავს არც ერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც იტყოდა, რომ არჩევნებზე იყო სისტემურ დარღვევები, რასაც შედეგებზე შეეძლო გავლენის მოხდენა. ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, საარჩევნო დავებმა გაიარა სხვადასხვა ინსტანციაც და დადასტურდა, რომ არანაირი ფარულობა არ დარღვეულა, არანაირ არსებითი დარღვევები არ ყოფილა”, – განაცხადა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა ცეკოს თავმჯდომარემ.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გაყალბება ძალიან მძიმე ბრალდებაა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ვინმე მსგავს ბრალდებას ავრცელებს, მათ უნდა წარადგინონ ფაქტები და მტკიცებულებები საგამოძიებო ორგამოში, რაც, მისივე სიტყვებით, არ მომხდარა:
“ჩვენთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი: თუ სადმე, რაიმე დროს, წინასაარჩევნო პერიოდში, კენჭისყრის ეტაპზე მოხდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო, ეს იყოს გამოძიებული და კანონის წინაშ ყველამ აგოს პასუხი”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება 30 ოქტომბერს დაიწყო. მას გამოძიების მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიამ მიმართა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, რომლებიც შესაძლებელია ფლობდნენ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი უკვე გამოიკითხა მაგისტრატო მოსამართლის თანდასწრებით. მათ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს.
გამოკითხვაზე დაბარებული იყო საქართველოს პრეზიდენტი ც.
პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.
„აგერ არის პირდაპირი კადრები და ასეთი ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება. ეს არის ის კადრები, რომლებსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბერს არჩევნები.
თურმე, პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ პირიქით იყო – საგამოძიებო ორგანოებს თვითონ უნდა მოეგროვებინა მტკიცებულებები. არ გამიგია, რომ საგამოძიებო უწყებამ არჩევნებზე პრეზიდენტს სთხოვოს მტკიცებულებები. მოვისმინე ჟოზეპ ბორელის [განცხადება]. მგონი, მასაც უნდა სთხოვოს პროკურატურამ მტკიცებულებები. როგორც ჩანს, მასაც გააჩნია მტკიცებულებები“, – თქვა პრეზიდენტმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ამ დროისათვის მხოლოდ მმართველი პარტია აღიარებს. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა