გიორგი თარგმაძის ედიტორიალი: თავისუფლების დაბადება

1 წლის წინ საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო , რომელმაც დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. მასობრივად მანიპულირებულმა პროცესმა, უმრავლესობის ნების უგულვებელყოფამ თითქმის გააქრო დემოკრატიული, საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობისადმი ნდობა.
მიტაცებული ხელისუფლების გამო საქართველოში მმართველობის ლეგიტიმაციის კრიზისი გრძელდება და ღრმავდება. ერთის მხრივ – ხალხის დიდი ნაწილი, რომელსაც ევროპულ მომავალს უნადგურბენ და მეორეს მხრივ დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს მანდატს, რომელსაც ოცნება საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო – მეოთხე ვადით წაეპოტინა.
ნდობისა და ლეგიტიმაციის დეფიციტით წარმოქმნილი არასატაბილურობის გამოწვევებს ივანიშვილი სა და ბელორუსის რეპრესიული გამოცდილების დაჩქარებული იმპლიმენტაციით პასუხობს. რეკორდული სიჩქარით მივემართებით ტოტალიტარიზმისკენ, დრაკონული კანონების და მათი, ხშირად კარიკატურული, თუმცა უმთავრესად სასტიკი და დაუნდობელი აღსრულების გზით..
ციხე/იზოლატორები აივსო პოლიტიკური და სინდისის პატიმრებით, პარტიების ლიდერებით, საუკეთესო პროფესიონალებით – ჟურნალისტებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ექიმებით, პედაგოგებით, სპორტსმენებით, ფინანსისტებით.. აქტიური და გაბედული მოქალაქეებით, რომლებიც თავისუფლებისთვის ყველაზე ძვირ ფასს – პირად თავისუფლებას და ჯანმრთელობას იხდიან.
დასავლეთი ნელნელა გამოდის გაოგნებიდან, რომელიც დეკადების განმავლობაში მთავარი რეგიონული მოკავშირის და დემოკრატიის იმედის – პუტინის ერთადერთ საყრდენად გარდაქმნას და ჰიბრიდულ დიქტატურად ჩამოყალიბებას მოჰყვა.
სანქციების კალკულაციაში ის იძულებულია იფიქროს ზომებზე, რომელიც ერთის მხრივ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შეუნარჩუნებს და ეკონომიკურ კოლაფსში არ შეიყვანს, მეორეს მხრივ უპასუხოს ოცნების თავხედურ და გამომწვევ რიტორიკას და ნაბიჯებს, რომელიც სწორედაც რომ დასავლეთის უწყვეტ პროვოცირებას და საპასუხო ზომად ქვეყნის სრულ იზოლირებას ისახავს მიზნად.
იგივე დილემის წინაშეა ქართული პროტესტიც. წინააღმდეგობის მოძრაობას უწევს ერთის მხრივ პროტესტის უწყვეტობის და მზარდი ავტორიტარული გარემოს სტატუსკვოსთან შეუგუებლობის დემონსტრირება იმის გათვალისწინებით, რომ თავის რესურსებს გაუფრთხილდეს და გრძელვადიანი ბრძოლის მოთხოვნებს უპასუხოს, თან იმდაგვარად მოიქცეს რომ რეჟიმს პროცესებზე სრული კონტროლის და ავტორიტარული სტაბილიზაციის საშუალება არ მიცეს. ეს ფაქტორი პირდაპირ კავშირშია დასავლეთის კრიტიკული პოლიტიკის საბოლოო ფორმირებისთვისაც.
მოლდოვასგან განსხვავებით საქართველოს მდგომარების სიმძიმე იმაშია, რომ რუსეთს ოცნების ხელით ყავს მძევლად აყვანილი ქვეყანა, რომლის აბსოლიტური უმრავლესობაც რუსულ ავტორიტარულ კოლონიად ქცევის წინააღმდეგია, თუმცა ხალხმა ეს ბრძოლა ისე უნდა წარმართოს, რომ ქვეყანა და მისი ევროპული მომავალი რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს.
რთული და გადამწყვეტი ეტაპია: რეპრესიული მანქანის ბრუნი აჩქარდება, მათ შორის რეჟიმის შიგნით კლანური სტერილიზაციის ნაწილშიც, ხოლო წინააღმდეგიბის მოძრაობას პროტესტის მუდმივი კერების შენარჩუნების პარალელურად მოუწევს ორგანიზების და ბრძოლის სტრატეგიის განახლება იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც გამარჯვებების და მარცხის სახით უკვე დაგროვდა და რომლის შედეგადაც ამ სამარცხვინო ხელისუფებასთან დაპირისპირებაში მორალურად კიდევ უფრო გაძლიერდა.
ეს რეჟიმი რომ ქვეყნის სირცხვილია – ამის მტკიცებულებაა საქართველოს ციხეები და იზოლატორები, სადაც დღეს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ზის.
მერაბ კოსტავას ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ – თავისუფლება მაშინ იბადება, როცა ადამიანი შიშს მოუგებს.. ამ ხალხმა შიშს მოუგო და მათთან ერთად იბადება ახალი, თავისუფალი მოქალაქეებისგან დაფუძნებული საქართველო.
მიტაცებული ს წლისთავზე ხალხს დაღლის არაფერი ეტყობა, რეჟიმი საკუთარ თავს ჭამს, ცივილიზებულ სამყაროში კეთროვანია და პუტინისტური რეჟიმის კარიკატურას ემსგავსება.
მას გრძელვადიანი არსებობის შანსი არ აქვს. ამოცანა იმაშია ეს მარაზმი მალე მორჩეს და თან ისე რომ ქვეყანას და ხალხს რაც შეიძლება ნაკლები ფასის გადახდა მოუწიოს იმ ისტორიული სირცხვილის ჩამოსარეცხად, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ქვია.