გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: 1 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა: ხელისუფლება პირველად შეიცვალა ს გზით, მშვიდობიანად და დემოკრატიული წესით. ეს იყო პრეცედენტი, რომელმაც დასავლეთში საქართველოს მომავლის მიმართ იმედები გაამყარა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანამ შეძლო ფუნდამენტური გადატვირთვა: ინსტიტუტების ქმედუნარიანობა, საბიუჯეტო წესრიგი, ეკონომიკური ზრდა, ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება – გზები, ხიდები, ენერგეტიკული პროექტები – ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ბრძოლა კორუფციის და კრიმინალურ სამყაროს წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში ბატონობდა ქვეყანაში წარმატებით დასრულდა.
სახელმწიფომ შეძლო ,,ჩრდილოვანი სისტემების“ მოშლა, პოლიციისა და პროკურატურის როლის აღდგენა, საჯარო სამსახურში წესრიგისა და დისციპლინის დამკვიდრება. თუმცა ვერ შეძლო, კიდევ უფრო ზუსტად კი – არ გამოავლინა მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის ნება და სასამრთლოზე პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნების გამო სახელმწიფოს რეპრესიული ინსტიტუტები შეკავების და ბალანსის მექანიზმის გარეშე აღმოჩნდნენ, რამაც ,,ზედმეტად ძლიერი“ სახელმწიფოს სინდრომის პირობებში სააკაშვილის ხელისუფლებას დრამატული შეცდომები დააშვებინა. რომელზე სპეკულირების ექო ოცნების პროპაგანდასა და დემაგოგიაში დღესაც საკმაოდ ეფექტურად რეზონირებს.
ს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესის მძიმე შედეგების მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დახმარებით, ფინანსური სექტორი და ეკონომიკა ჩამოშლას გადაურჩა და ქვეყანამ აღმავლობა განაგრძო.
2012-ში ამომრჩეველმა ალტერნატივას მისცა შანსი. ბიძინა ივანიშვილს მაშინ ჰქონდა ორი მთავარი რესურსი: ბევრი ფული და მის გარშემო შეკრებილი პროდასავლური ძალების კოალიცია. საზოგადოების მანდატიც მკაფიოდ ფორმულირდა: – მეტი კეთილდღეობა, დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრა, ინსტიტუტების გამაგრება/ დაბალანსება და ევროპული კურსის დაჩქარება.
სად აღმოვჩნდით 13 წლის შემდეგ? დასავლეთში „ქართული ოცნებას“ უკეთეს შემთხვევაში „რუსულ ოცნებას“, კიდევ უფრო ხშირად კი ,,რუსულ კოშმარს“ ეძახიან . ევროსაბჭო ჩვენს ხელისუფლებას უკვე ღიად დიქტატორულს უწოდებს. ციხეები სავსეა სინდისის პატიმრებით, ჟურნალისტით,, მასწავლებლით, სტუდენტებიით, ბიზნესმენით, ოპოზიციური ლიდერებით. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობისთვის გაღებული კარი თავად ,,მიაჯახუნა“ და დასავლეთთან, ანუ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოებთან „ცივი ომის“ რეჟიმში გადავიდა.
პოლიტიკური ამორალიზმი „პრაგმატიზმად“ მოინათლა. ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის დაპირისპირებაში ივანიშვილი ბარბაროსის გამარჯვებაზე ოცნებიბს. ქვეყანა რუსული ფულისა და ბიზნესის სამრეცხაოდ გადაიქცა. ემიგრაცია რეკორდულ ნიშნულს აღწევს, დემოგრაფიული კატასტროფა ერთი თაობის გაწვდენაზეა. სიძულვილის ენამ და ხელოვნურმა დაპირისპირებამ უკვე ისეთი ინსტიტუტებიც შებღალა და დააზიანა, რომლებიც აქამდე ეროვნული მთლიანობის საყრდენად გვესახებოდა.
ამ ფონზე, ს დღევანდელი წერილი მხოლოდ ტექსტი უკვე აღარ არის – ესაა ,,ტოტალიტარის ეპისტოლე.“ „მტრის“ მუდმივი ძიების კონცეფცია; „სუვერენულობის“ გამრუდებული ნარატივი, რომელიც ძალაუფლებას საკუთარ „მე“-ში აკონცეტრირებს. ივანიშვილი თავს წარმოაჩენს როგორც ერის მამას – პოლიტიკურ, ინტელექტუალურ და ლამის სულიერ წინამძღოლს, გველაპარაკება ზეკაცის ამბიციით, თითქოს ხალხს „ანალიზს ასწავლის“, „კარგსა და ცუდს არჩევს“ და „ქართველთა ბედს“ ქმნის. ვინც მის გზას არ ეთანხმება, ის მოღალატეა.
ეს ტექსტი ტოტალიტარული ძალის მუხტს ასხივებს. იქ არ არის თვითშეზღუდვის ან დათმობის ნიშანწყალი. პირიქით – 4 ოქტომბერს ახსენებს, როგორც შიდა „ჯვაროსნულ ომს“, სადაც მის მოწინააღმდეგეებს „გადალეკავს“ და „დიდებით“ გააგრძელებს სვლას. ეს არის მომავლის ინტერპრეტაცია, როგორც ტოტალიტარიზმის ახალ ფაზაში შესვლის შესაძლებლობა.
საზოგადოებისათვის – ეს ერთს ნიშნავს: ტოტალიტარი უკვე მზადაა. მაგრამ მზად ვართ თუ არა ჩვენ? როგორ შევუზავოთ პოლიტიკური იმპულსებს რაციონალური გონი? როგორ დავაზღვიოთ საფრთხე, რომ მზარდი პროტესტის შეუქცევადობის პირობებში, ჩვენს მიერვე ჩართულმა წამზომმა შეცდომები არ დაგვაშვებინოს და 4 ოქტომბერი ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი რეჟიმის დასასრულის დასაწყისად იქცეს.