ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა აქტიურებდეს როგორც სახელმწიფო დიდი ამბიციებით, რომ ჩვენ ვართ “პატარა სოფელი”, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება ჩუმად და არ წარმოადგენდეს ფაქტორს დიდ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში.
ეს იყო ერთგვარი კონტრპოლიტიკის ფორმულა, ალტერნატიული, სრულიად საწინააღმდეგო ხედვა საგარეო პოლიტიკისა, მთლიანად ქართული სახემწიფოს ფუნქციისა, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა იმისგან რაც ახასიათებდათ მის წინამორბედებს:
· ზვიად გამსახურდიას, რომელსაც ჰქონდა ამბიცია საქართველო ყოფილიყო რეგიონალური ლიდერი ქვეყანა, კავკასიელი ხალხების წინამძღოლობის ამბიციით;
· ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ფუნქციის გამოძებნასა და მის რეალიზებაში;
· მიხეილ სააკაშვილი, რომლის რეფორმებმაც ქვეყანა აქცია რეგიონში ყველაზე წარმატებულად მოდერნიზებულ სახელმწიფოდ, რომლის დედაქალაქსაც სტუმრობდნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
