გიორგი თავდგირიძე – ხელისუფლებამ საქართველო მხარდაჭერის, ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას

საგანგაშოა, – ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნებამ“ თავისი უგუნური პოლიტიკით, საქართველო ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით დიდი საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ ლიდერმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.
საქართველო--ს ერთობლივ სამხედრო სწავლებას ხანგრძლივი ისტორია აქვს, ის იყო აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება, საქართველოს მშვიდობის მყარი გარანტია.
„ქართული ოცნება“ თავისი უგუნური პოლიტიკით ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას და მშვიდობას, ქვეყანას ტოვებს მხარდაჭერის გარეშე. აშშ-ს მიერ სამხედრო თანამშრომლობის გადატვირთვაზე საუბარი და ერთობლივ სწავლებაზე უარის თქმა, პირდაპირ მაჩვენებელია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა”, – აცხადებს გიორგი თავდგირიძე, რომლის კომენტარსაც „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა